სოფელ ზემო ალვანს იტალიური კალია შეესია | საინფორმაციო სააგენტო GHN
სოფელ ზემო ალვანს იტალიური კალია შეესია
 თბილისი 14:53 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა923  ზომა:
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანს იტალიური კალია შეესია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით ქააძემ განუცხადა, კალიები ნათესებს ელვის სისწრაფით ანადგურებენ.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაახლოებით 300 ჰექტარი უკვე გადაძოვეს, აქამდე მხოლოდ ბალახს ჭამდნენ, ახლა უკვე ყანებს შეესივნენ და უკვე 15 ჰექტრამდე ყანა გაანადგურეს. პატარა, შავი ფერის კალიებია. როგორც წყლის ტალღა, ასე მოდის და უკან მარტო სიცარიელე რჩება. ძალიან ბევრია.

დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე და 5-10 სანტიმეტრის სისქეზე ერთმანეთზე არიან ასხმულები და ასე მოდიან. 3-4 დღეა შემოვიდნენ, მაგრამ მე გუშინ გავიგე. მუნიციპალიტეტის გამგეობა, გუბერნატორის ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში არიან და ველოდებით რეაგირებას", - აღნიშნა დავით ქააძემ.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეწამვლა დღეიდან უნდა დაეწყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. „როგორც მითხრეს, წვიმიან ამინდში კალიები შებუდულები არიან. როგორც კი გამოამინდდება, შეწამვლა დაიწყება", - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
2014 წლის სექსუალური ქალის ტიტული ქეით აპტონმა მიიღო ანჯელინა ჯოლის კერძების მომზადება არ ეხერხება ჯეიმს ბონდის როლი შესაძლოა აფროამერიკელ მსახიობს შესთავაზონ
ეს საინტერესოა
15 პროდუქტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს როგორ დაეხმაროთ ბავშვს უკეთესად სწავლაში დიდ ბრიტანეთში იყიდება თოჯინა მუსულმანი ბავშვებისთვის
 


სტატიები და ანალიტიკა
ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 976 ხმა

სხვა გამოკითხვები