საჯარო რეესტრის წარმომადგენლები გეოდეზიის სფეროში შვედეთის გამოცდილებას გაიზიარებენ | საინფორმაციო სააგენტო GHN
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები გეოდეზიის სფეროში შვედეთის გამოცდილებას გაიზიარებენ
 თბილისი 12:42 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა377  ზომა:
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნენ.
ვიზიტის მიზანია გეოდეზიის სფეროში სასწავლო პროგრამების, თანამედროვე მეთოდების გაცნობა და ამ სფეროში შვედეთის გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვდება შვედეთის მიწის კადასტრის, რეგისტრაციისა და ელექტრონული რუკების წარმოების ეროვნულ სააგენტოს. მათი ექსპერტების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს დაასრულა მუშაობა საქართველოში მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების და ეროვნული გეოდეზიური ქსელის (GEO-CORS) შექმნის პროექტზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სტოკჰოლმის თანამედროვე ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტში, გეოდეზიისა და ტექნოლოგიების უმაღლეს სკოლაში, ქ. ლუნდისა და იავლეს ტექნიკურ უნივერსიტეტებში.
ვიზიტი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურების" პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტი 11 მაისს დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
 


სტატიები და ანალიტიკა
ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული იდეოლოგია?
 
ინტერვიუ
სოლომონ პავლიაშვილი: ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა
ბიზნესი

"300 არაგველთან" "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ფილიალი გაიხსნა

რუსეთი ბაზრიდან მიდის

საპარტნიორო ფონდმა ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გახსნა

"დანკინ დონატსი" საქართველოშია

ქუთაისში ვითიბი ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

2014 წელი „ვისოლ ჯგუფისათვის" განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა

2014 წლის ``ოქროს პერგამენტის`` საპატიო ლაურეატად სახელმწიფო პროგრამა ``აწარმოე საქართველოში`` დასახელდა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 983 ხმა

სხვა გამოკითხვები