Amnesty International-ი ახსენებს ხელისუფლებას, რომ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები | საინფორმაციო სააგენტო GHN
Amnesty International-ი ახსენებს ხელისუფლებას, რომ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები
 თბილისი 12:39 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა567  ზომა:
საქართველოს მთავრობამ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება უნდა მისცეს ოპოზიციის აქტივისტებს, განაცხადა Amnesty International-მა დღეს.

Amnesty International-მა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში ქალაქის ხელისუფლებამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა ხელი შეეშალა ოპოზიციის აქტივისტებისთვის ჩაეტარებინათ მშვიდობიანი აქცია სანთლებით და აღენიშნათ ქალაქის დღე ქუთაისში.

2 მაისს, შუაღამისას, ოპოზიციის დაახლოებით 50 აქტივისტი შეიკრიბა ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბ-ბინაში, სანამ დაიწყებდნენ მსვლელობას მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლისაკენ ქალაქის ცენტრში. მსვლელობის მონაწილეებმა ქუთაისქალაქობის დღესასწაულის აღსანიშნავად ძეგლთან სანთლები დაანთეს. აქტივისტებს ეცვათ კოალიციური პარტია „ქართული ოცნების" წარწერებიანი მაისურები და სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!"

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც აქტივისტები ძეგლთან მივიდნენ, მათ მიუახლოვდათ ქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მიზნით მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. აქტივისტები შეპირდნენ, რომ ერთი საათის განმავლობაში აქციას დაასრულებდნენ და ადგილსაც მიალაგებდნენ, თუმცა თვითმხილველთა გადმოცემით, ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, როცა დასუფთავების სატვირთო მანქანა გამოჩნდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გაშვება ანთებული სანთლებისა და ტროტუარზე მდგარი აქტივისტების მიმართულებით.

Amnesty International-ის მიერ გამოკითხული აქტივისტებიც იგივეს ამტკიცებდნენ, რომ მათი მსვლელობის განმავლობაში, ოფისიდან ძეგლამდე, ქალაქის მერიის დასუფთავების მანქანები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ და მათი მიმართულებით წყლის ჭავლს უშვებდნენ. ონლაინში არსებულ ვიდეომასალებში აშკარად ჩანს წყალმტყორცნი სატვირთო მანქანა, რომელიც პროცესიას მიჰყვება და წყლის ჭავლს სტყორცნის ტროტუარზე მყოფთა მისამართით. ამ მასალებშივე ჩანს, როგორ უმიზნებს თავიანთი სახანძრო მანქანიდან ორი მეხანძრე წყლის ჭავლს აქტივისტებს, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ქუთაისის მერიას.
ოპოზიციამ შეშფოთება გამოხატა Amnesty International-თან საუბრისას და აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი ქალაქის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებაა ოპოზიციური ჯგუფების მოქმედების აღსაკვეთად. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მერიის მხრიდან ეს იყო გზავნილი ოპოზიციისადმი სიმპატიით განწყობილი ადამიანებისათვის, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციისადმი ღია მხარდაჭერის გამოხატვას.

Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სანთლებით მშვიდობიანი აქციის ხელისშეშლით ქუთაისის მერიამ დაარღვია საკუთარი ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მიუხედავად ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გაერთიანებებისა.

"Amnesty International-ს სურს შეახსენოს ხელისუფლებას, რომ როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ისინი ვალდებული არიან იმოქმედონ მიუკერძოებლად და არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ქალაქის ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, თუმცა ამ ვალდებულებებმა ფეხქვეშ არ უნდა გათელოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის უფლება მშვიდობიანი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებისა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა შესაძლოა დროებით ხელი შეუშალეს ან შეაფერხეს ქალაქის დასუფთავების სამსახური, ასეთი შეფერხებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი დემონსტრაციისათვის გამოხატვისა და შეკრების უფლების ხელის შეშლის გასამართლებლად", -აღნიშნავს Amnesty International-ი .

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ლეონარდო დი კაპრიო რომან აბრამოვიჩის ცოლთან ერთად დაინახეს Fitness Magazine-ის მკითხველის აზრით ლუპიტა ნიონგოს ულამაზესი სხეული აქვს 64 წლის სტივ უანდერს ქალიშვილი შეეძინა
ეს საინტერესოა
როგორ დაეხმაროთ ბავშვს უკეთესად სწავლაში დიდ ბრიტანეთში იყიდება თოჯინა მუსულმანი ბავშვებისთვის ქალს, რომელსაც 10 091 მამაკაცი ჰყავდა, თაყვანისმცემლებისგან მოსვენება აღარ აქვს
 


სტატიები და ანალიტიკა
ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 976 ხმა

სხვა გამოკითხვები