"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო: მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც წავიკითხეთ "ალიაში" | საინფორმაციო სააგენტო GHN
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო: მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც წავიკითხეთ "ალიაში"
 თბილისი 19:24 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1107  ზომა:
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. "მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც წავიკითხეთ გაზეთ "ალიაში", თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს ეჭვს ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებასთან გარიგების თაობაზე.

"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ გაზეთში დაბეჭდილი ბრალდება უმძიმესია როგორც პოლიტიკური, ისე მორალური თვალსაზრისით და მათ მიერ აღიქმება როგორც განხეთქილების შეტანის მცდელობა ერთიან გუნდში, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

"ჩვენთვის და საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს ნამდვილად იქნა თუ არა გამოთქმული აღნიშნული ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. საზოგადოების ინტერესშია, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი უმოკლეს ვადებში იქნეს გაცემული, ვინაიდან ამ ტიპის განცხადებები ბუნებრივად აღიქმება როგორც დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განცხადებით, ივანიშვილის ფიგურიდან გამომდინარე, საზოგადოება ინფორმაციას მის ზუსტ პოზიციასთან დაკავშირებით სწორედ მისგან - ივანიშვილისაგან მოელის.

"ჩვენ არაერთხელ გავჩუმდით, როდესაც "ქართული ოცნების" ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციური ერთობის ან თუნდაც მინიმალური სოლიდარობისთვის ხელისშემშლელი განცხადებები კეთდებოდა. გავჩუმდით მაშინაც კი, როდესაც მორალს გვიკითხავდნენ ის ძალები, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შორიდან ყურება და საუკეთესო შემთხვევაში დუმილი არჩიეს. გავჩუმდით არა იმიტომ, რომ საპასუხო არგუმენტები არ გვქონდა, არამედ იმიტომ რომ მიგვაჩნია - ოპოზიცია უნდა ებრძოდეს არსებულ რეჟიმს და არა ერთმანეთს. მიუხედავად ყველაფრისა, "სახალხო კრებას" არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია რეალური ბრძოლა არსებული რეჟიმის შეცვლისა და სამშობლოს გადასარჩენად და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება ჰოლივუდის მსახიობი მისტი აპჰემი გარდაცვლილი იპოვეს ენრიკე იგლესიასი ანა კურნიკოვას დაშორდა
ეს საინტერესოა
Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა უცხოური მედიის ცნობით, ალინა კაბაევას პუტინისგან ორი შვილი ჰყავს მიხაელ შუმახერი მალე შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
 



სტატიები და ანალიტიკა
უკრაინის ექო: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 964 ხმა

სხვა გამოკითხვები