გიორგი ცაგარეიშვილი: პარტიების რეიტინგები 26 მაისს გახდება ცნობილი | საინფორმაციო სააგენტო GHN
გიორგი ცაგარეიშვილი: პარტიების რეიტინგები 26 მაისს გახდება ცნობილი
 თბილისი 18:51 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა544  ზომა:
კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პარტიების რეიტინგები 26 მაისს გახდება ცნობილი. როგორც მან IRI-ის კვლევების შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, 26 მაისს, როცა "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს, ყველა ნახავს, ვის რა რეიტინგი აქვს.

ცაგარეიშვილის განმარტებით, მსგავსი კვლევების მიმართ უნდობლობის მიზეზი ისაა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა IRI და NDI ქირაობენ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც შემდეგ შეუძლიათ მონაცემებით მანიპულირება და სწორედ ისინი აწვდიან მონაცემებს დამკვეთს - ამერიკულ ორგანიზაციებს.

"როცა ოფიციალური მონაცემით მილიონ 800 ათასი ადამიანი სახელმწიფოსაგან შემწეობასა და სიღარიბის პროგრამაში ჩართვას ითხოვს, როცა მოსახლეობის უმრავლესიბას ან საერთოდ არ აქვს სამსახური, ან არ აქვს სტაბილური შემოსავალი, როგორ ხდება, რომ ისინი კვლევებში კმაყოფილი და ბენდიერი ქვეყნის მოქალაქეებივით იძლევიან პასუხებს? როცა საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბავშვების სიკვდილიანობა და მოსახლეობის 70 %-ს ხელი არ მიუწვდება ელემენტარულ ჯანდაცვაზე, ვინ ან სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად, იწონებენ და ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას? თუ მეცნიერულ და პროფესიულ კვლევებზე ვსაუბრობთ, მაშინ ასეთ მარტივ კითხვებზე პასუხი უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კვლევა არის ჩემი აზრით სრული მაკულატურა", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ბოლო 6 თვეში ჩატარებული სხვა კვლევები საპირისპიროს ასახავს. მათ თანახმად, მთავარი ოპოზიციური ძალა "ქართული ოცნებაა" "ქრისტიან-დემოკრატების" რეიტინგი კი საერთოდ არ იზომება.

ცაგარეიშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს NDI-სა და IRI -ს და არ ენდოს იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევასა და უამრავ საიტს, სადაც მისი თქმით, კვლევები "არ იფილტრება და პირდაპირ აისახება ხოლმე".

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უკვე განაცხადა, რომ არ ენდობა IRI -ის კვლევებს, რომლის თანახმადაც, პარტიული რეიტინგების ნაწილში "ნაციონალურ მოძრაობას" 45%, "ქართულ ოცნებას" 18%, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" კი - 9% აქვს.

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
მუსულმანთა ჯანყი საქართველოში
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 966 ხმა

სხვა გამოკითხვები