ლიბიის ექს-პრემიერი: მუამარ კადაფი ნიკოლა სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა | საინფორმაციო სააგენტო GHN
ლიბიის ექს-პრემიერი: მუამარ კადაფი ნიკოლა სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა
 თბილისი 18:32 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა593  ზომა:
ლიბიის ექს-პრემიერი აცხადებს, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი მართლაც აფინანსებდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიას. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.

"მუამარ კადაფი, მისი რეჟიმი და ჩინოვნიკები, რომლებიც მათთან ერთად მუშაობდნენ, სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენ", _ განაცხადა ბაშირ ესიდმა.

მისი თქმით, ფინანსური დახმარების მოცულობა დაახლობით 50 მილიონ ევროს შეადგენდა. გამოცემა "Mediapart"-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიბიის რეჟიმმა 50 მილიონი ევრო სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საჭიროებებისთვის დაგასცა. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ფულის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები კადაფის ვაჟ სეიფ-ალ ისლამსა და ვინმე ZT-ს შორის მიმდინარეობდა, რომელსაც "Mediapart"-ი ლიბიური წარმოშობის ფრანგ ბიზნესმენს ზიად ტეკიედდინს უწოდებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სეიფ ალ ისლამმა საფრანგეთის პრეზიდენტს უკვე მოსთხოვა იმ ფულის დაბრუნება, რომელიც მან ლიბიამ წინასაარჩევნო კამპანიისათვის მისცა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამის გამო ელექტრონულ მედიას - "Mediapart"-ს სასამართლოში უჩივის. აღნიშნულის მიზეზი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის მიხედვითაც სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ლიბიის ექს-ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა.

"წინასაარჩეევნო კაპანია ყველაფერს ვერ ამართლებს. "Mediapart"-ი - ეს დიდი ტყუილია. არსებობს მორალი და ის ვინც იტყუება, უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების მიერ", - განაცხადა სარკოზიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ მუამარ კადაფის შვილს სეიფ ალ-ისლლამს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სწორედ კადაფის ოჯახმა 2007 წელს 50 მილიონი ევროთი დააფინანსა სარკოზის საარჩევნო კამპანია. აღნიშნულზე სარკოზის შტაბის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ალ-ისლამის სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

აღსანიშნავია ასევე, რომ "Mediapart"-ის ხელმძღვანელობა მზადაა ნიკოლა სარკოზისთან საქმე სასამართლოში გაარკვიოს. "Mediapart"-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აშინებს და იგი მზადაა თავისი პუბლიკაციის გამო საქმის გარკვევა სასამართლში გააგრძელოს.

"დოკუმენტების შინაარსის გადაჩივრება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი დოკუმენტებით გამყარებულ ეჭვებს, რომლებიც სარკოზის გარემოცვისა და დიქტატორ კადაფის ფინანსურ კავშირებს ეხება", _ აცხადებს ინტერნეტპორტალის დირექტორის ედვი პლენელი.

მისი თქმით, "Mediapart"-ი "მშვიდად ელოდება პროცესის დაწყებას და მზადაა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი წარმოადგინოს".

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი დაუპირისპირდებიან.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
მუსულმანთა ჯანყი საქართველოში
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 966 ხმა

სხვა გამოკითხვები