საქართველოს სახალხო დამცველი ქუთაისში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტს სწავლობს | საინფორმაციო სააგენტო GHN
საქართველოს სახალხო დამცველი ქუთაისში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტს სწავლობს
 თბილისი 17:58 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა399  ზომა:
 საქართველოს სახალხო დამცველმა ქუთაისში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საუბარია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციიაზე, რომლის თანახმად, 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს.

" 3 მაისს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთის, ,,P.S."-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე. მისი განცხადებით, იგი ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვა აპარატურა, რომელიც მოგვიანებით, ასევე უცნობმა პირმა დაუბრუნა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო აღნიშნული ფაქტების შესწავლა.
"2012 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს სააგენტო ,,პირველი"-ს კორესპონდენტ ნოდარ ჯოჯუას, რადიო ,,ძველი ქალაქისა" და გაზეთ ,,ვერსიას" ჟურნალისტ თორნიკე ხურციძეს, გაზეთ ,,P.S"-ის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძესა და ტელეკომპანია ,,მეგა-TV"-ის ჟურნალისტ ალეკო გვეტაძეს.
საქართველოს სახალხო დამცველი ახსნა-განმარტებებისა და საქმის გარშემო არსებული მასალის სრულყოფილი შესწავლის შემდგომ მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება ჰოლივუდის მსახიობი მისტი აპჰემი გარდაცვლილი იპოვეს
ეს საინტერესოა
Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა უცხოური მედიის ცნობით, ალინა კაბაევას პუტინისგან ორი შვილი ჰყავს მიხაელ შუმახერი მალე შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
 



სტატიები და ანალიტიკა
Basler Zeitung: პანკისიდან სირიამდე - ჯიჰადისტის წითელწვერიანი სახე
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.5 %

  -   40.4 %

სულ 965 ხმა

სხვა გამოკითხვები