ბათუმმა დღეს ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა | საინფორმაციო სააგენტო GHN
ბათუმმა დღეს ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა
 თბილისი 17:57 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა265  ზომა:
ბათუმმა დღეს ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმში იზმირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის 84-კაციანმა დელეგაციამ, ქართველმა ბიზნესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. თურქი ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ტურიზმის, ტექსტილის და სხვა ეკონომიკის სფეროებში მოღვაწეობენ.

ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. ლევან ვარშალომიძემ ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე, საინვეტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. ასევე ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, იზმირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები აჭარის საინვესტიციო გარემოსა და ქ. იზმირის შესახებ. აგრეთვე ფორუმის დროს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები გაემართათ მათთვის პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.

22 მაისს ქ. იზმირში ხელი მოეწერება დაძმობილების მემორანდუმს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო და იზმირის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ამალ ალამუდინი - ანჯელინა ჯოლის მეტოქე ჯორჯ და ამალი ქლუნები ობოლი სირიელი ბავშვის აყვანას გეგმავენ კოლინ ფარელმა ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა
ეს საინტერესოა
აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ მოსწონთ კიმ კარდაშიანი მამაკაცებს
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები