დიმიტრი გვინდაძე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმანტთან ინტერაქტიულ დიალოგს განაგრძობს | საინფორმაციო სააგენტო GHN
დიმიტრი გვინდაძე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმანტთან ინტერაქტიულ დიალოგს განაგრძობს
 თბილისი 14:47 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა242  ზომა:
ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ინტერაქტიულ დიალოგს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმანტთან, მათ შორის, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. „ვისაუბროთ ეკონომიკაზე" - ამ სახელწოდებით ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის საჯარო ლექცია მიმდინარე წლის 3 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლუტეტის სტუდენტებმა მოისმინეს. ლექციას ასევე დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე.

„ეს არის დისკუსიების სერია ეკონომიკურ განვითარებაზე, დასაქმებაზე, რომელსაც ვატარებთ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან. დიალოგის ძირითადი იდეაა გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელის შესახებ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს მთავრობის ის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების ხელშეწყობას და საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად. სტუდენტებთან ღია დისკუსიისას, დიმიტრი გვინდაძემ მათ გააცნო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები. მინისტრმა ისაუბრა საგზაო, ურბანულ, რეგიონულ, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ტურისტულ პროექტებზე, რომელთა ძირითადი მიზანია, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება ქვეყანაში, რათა სწრაფად გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები აისახოს თითოეული მოქალაქის ოჯახზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ამ კუთხით არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების განათლების დონეს, მათ კვალიფიკაციას, რაც პირდაპირ უკავშირედება ქვეყნის კონკურენტუნარიანობასთან და დასაქმების დინამიკასთან. კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების კუთხით ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ტრადიცია აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია.
ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ საბაზისო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 5 ათასამდე სტუდენტი სწავლობს ორი მიმართულებით: ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება. თსუ იენას უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად ახორციელებს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში (ორმაგი ხარისხით).

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ღია, ინტერაქტიული ფორმატი კარგი მექანიზმია სტუდენტებისთვის მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების თაობაზე, რათა მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება სამომავლო კარიერის დასაგეგმად. წლის დასაწყისიდან ფინანსთა მინისტრმა საჯარო ლექციები უკვე გამართა საპატრიარქოს, აგრარული და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ასეთივე შეხვედრები დაგეგმილია ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი, შესაძლოა, აღარ დაქორწინდნენ „ახალი ტალღა“ იურმალაში აღარ გაიმართება ბრედ პიტმა ცოლი ცრემლებამდე მიიყვანა
ეს საინტერესოა
ეგვიპტეში მდიდარი ქალის პირვანდელი სახით შენარჩუნებული უძველესი სამარხი იპოვეს აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები