"მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!" - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე აქციით აღნიშნა | საინფორმაციო სააგენტო GHN
"მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!" - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე აქციით აღნიშნა
 თბილისი 15:16 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა307  ზომა:
3 მაისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიმართა ინსცენირებული აქცია - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!" აქცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ძელსკამებზე მსხდომ რიგით მოქალაქეებს პირაკრულები და თვალახვეულები შეერივნენ. მავთულბადეში მოთავსებულ გაზეთებზე ხელბორკილით მიბმულმა უფლებადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „დაპატიმრებულ პრესას" და ყველა ჟურნალისტს, ვინც დღესდღეობით რაიმე ფორმით დევნას და ზეწოლას განიცდის. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ქართული მედიის მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიოს ჟურნალისტთა დევნისა თუ ზეწოლის ყველა ფაქტი.

აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ადამიანის უფლებათა ცენტრი. ასევე - „საზოგადოებრივი დამცველი", არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის", „ჯანმრთელი სამყარო". აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან და აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა. პარლამენტის წინ მოწყობილ ფლეშმობზე აქციის მონაწილეებმა ამობრუნებული გაზეთებით პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა სახის ზეწოლას ქართულ ბეჭდურ მედიაზე.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ბრედ პიტმა ცოლი ცრემლებამდე მიიყვანა რიანას შემდეგ ბლეონა კერტის გამჭვირვალე კაბას შოკისმომგვრელი ეფექტი არ გამოუწვევია 30 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანზღაურებად ვარსკვლავად ჯასტინ ბიბერი დასახელდა
ეს საინტერესოა
ეგვიპტეში მდიდარი ქალის პირვანდელი სახით შენარჩუნებული უძველესი სამარხი იპოვეს აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები