მილან ცარბნოხი: საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ | საინფორმაციო სააგენტო GHN
მილან ცარბნოხი: საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ
 თბილისი 14:42 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა250  ზომა:
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ. ამის შესახებ მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვითან ერთად პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებ მარტივი პასუხი არ არსებობს.

,,პრიორიტეტული საკითხებია ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, ყველა პარტიას მედიის ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის მედიასაშუალებების მფლობელი. ბევრი სხვა თემაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური განვითარება. ყველა ამ სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირი მზად არის და შეუძლია, საქართველოს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებაში დაეხმაროს, თუმცა, აუცილებელია ითქვას, რომ თქვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, თქვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ და თქვენს პოლიტიკოსებს ვერ გიკარნახებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია." - აღნიშნა ცარბოხმა. და დასძინა, რომ ამ საკითხების შესახებ საქართველო-ევროკავშირის საერთო განცხადებაშიც არის ნათქვამი.

ცარბნოხმა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და საქართველოს მოსახლეობას უსურვა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.

,,დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი, რომელსაც თქვენ აირჩევთ წარმომადგენლობითი იქნება და თქვენი მოქალაქეების ნებას გამოხატავს. საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვისურვებდი რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს,, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ. მისივე თქმით, დელეგაციამ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარლამენტში წარმოდგენილი და არასაპარლამენტო პარტიებიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ორდღიანი სამუშაო სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელიც 35 მუხლისაგან შედგება.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი, შესაძლოა, აღარ დაქორწინდნენ „ახალი ტალღა“ იურმალაში აღარ გაიმართება ბრედ პიტმა ცოლი ცრემლებამდე მიიყვანა
ეს საინტერესოა
ეგვიპტეში მდიდარი ქალის პირვანდელი სახით შენარჩუნებული უძველესი სამარხი იპოვეს აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები