კიევში გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე პუკაჩის სასამართლო პროცესი განახლდა | საინფორმაციო სააგენტო GHN
კიევში გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე პუკაჩის სასამართლო პროცესი განახლდა
 თბილისი 13:52 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა285  ზომა:
 კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული უკრაინის შს სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე პუკაჩის სასამართლო პროცესი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს 13-დან მეორე მოწმის დაკითხვა უნდა განხორციელდეს. დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მოწმე წარსულში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია.

პუკაჩი 2009 წლის ივლისში დაპატიმრეს. გამოძიების მსვლელობისას მან თავად აღიარა, რომ თვითონ, თავისი ხელებით მოახრჩო ჟურნალისტი.

2008 წელს პუკაჩის სამი ხელქვეითი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებულებად აღიარეს და მათ სხვა და სხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ გიორგო ღონღაძის მკვლელობაში ასევე ეჭვმიტანილი იყო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, თუმცა სასამართლომ, რამდენიმე ხნის წინ კუჩმას ბრალდება მიუხსნა და განაცხადა, რომ თავის დროზეც კი კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის ნოემბერში მისი უთავო ცხედარი კიევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ტყეში იპოვეს.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
კიმ კარდაშიანს მეორე შვილის გაჩენა სუროგატი დედის დახმარებით სურს რაიან გოსლინგმა სექსუალური მამაკაცის ტიტულზე უარი თქვა ჰიტლერის ნახატი 130 ათას ევროს გაიყიდა
ეს საინტერესოა
აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ მოსწონთ კიმ კარდაშიანი მამაკაცებს
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები