ლიბანური სამშენებლო კომპანია საქართველოში ოპერირებას გეგმავს | საინფორმაციო სააგენტო GHN
ლიბანური სამშენებლო კომპანია საქართველოში ოპერირებას გეგმავს
 თბილისი 13:51 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა325  ზომა:
 ლიბანური ბიზნესი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება. როგორც დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ლიბანური სამშენებლო კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებითაა დაინტერესებული. ბაინდურაშვილის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ბაზრის შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ და სამომავლოდ საქართველოში ოპერირების დაწყებასაც აპირებენ. ბაინდურაშვილის თქმით, ქართული ბაზრის ათვისებით დაინტერესებულნი არიან ასევე ლიბანური ფარმაცევტული კომპანიებიც. როგორც ცნობილია, სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ლიბანში შეხვედრები უკვე გამართა და ლიბანურ ბიზნეს ქართული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ბაინდურაშვილი აცხადებს, ლიბანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელიც დიდი როლს თამაშობს არაბული ქვეყნების ეკონომიკაში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი განმარტავს, რომ იანვარ-აპრილი ბიზნესისთვის არა აქტიური პერიოდია, რადგანაც ამ პერიოდში ბიზნესი ახალ პროექტებზე და წინადადებებზე მუშაობს. სწორედ ეს პერიოდი გამოიყენა სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და წლის დასაწყისიდან რამდენიმე ქვეყანაში შეხვედრები გამართა, რათა ინვესტორების დაინტერესება მოეხდინა. როგორც ბაინდურაშვილმა განაცხადა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით ლიბანში, კატარში, გერმანიაში და იტალიაში გამართული შეხვედრები იყო. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანი შეხვედრები იგეგმება ასევე ლონდონში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება ჰოლივუდის მსახიობი მისტი აპჰემი გარდაცვლილი იპოვეს
ეს საინტერესოა
Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა უცხოური მედიის ცნობით, ალინა კაბაევას პუტინისგან ორი შვილი ჰყავს მიხაელ შუმახერი მალე შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
 



სტატიები და ანალიტიკა
ჯერ ოვაცია, შემდეგ აქცია - მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი წამებისთვის გაასამართლეს
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.5 %

  -   40.4 %

სულ 965 ხმა

სხვა გამოკითხვები