Golden სტატუსით სარგებლობა დღეიდან დამატებით 10 კომპანიას შეუძლია | საინფორმაციო სააგენტო GHN
Golden სტატუსით სარგებლობა დღეიდან დამატებით 10 კომპანიას შეუძლია
 თბილისი 13:01 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა256  ზომა:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2012 წლის იანვარ-აპრილის მუშაობის შედეგები შეაჯამა და ბიზნესის წარმომადგენლებს ის მიმართულებებიც გააცნო, საიდანაც საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ინტერესი არსებობს. დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა წელს პალატის ორგანიზებით გამართულ მნიშვნელოვანი შეხვედრები, ფორუმები და საერთაშორისო ვიზიტები შეაჯამა, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ბიზნესის სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, წლის დასაწყისიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ გაიმართა საქართველო-ჩეხეთის, საქართველო-სამხრეთ კორეის, საქართველო-უკრაინის, საქართველო-ირანის ბიზნესფორუმები, შედგა ბიზნესის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკაში, საინვესტიციო ფორუმები კატარსა და დუბაიში. მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. შედგა პალატის პრეზიდენტის საქმიანი ვიზიტები ლიბანში, გერმანიაში, იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც პალატის პრეზიდენტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ადგილობრივ სავაჭრო პალატებთან და ადგილობრი ბიზნესსაზოგადოებას გააცნო საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები .
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წლის დასაწყისიდან ბიზნესს განახლებული სერვისები შესთავაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ინიციატივაა პალატის Golden წევრის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებით სარგებლობისას შეღავათებით სარგებლობენ. უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო-სამრეწველო პალატის Golden სტატუსი გულისხმობს: ელ-წარმოშობის სერტიფიკატის 2 დღის შემდეგ უფასო გაცემას; საბუთების დამოწმებას 50%-ანი ფასდაკლებით; კომპანიის შესახებ უცხოელი ინვესტორების ინფორმირება 50%-იანი ფასდაკლებით; ფორსმაჟორის დადასტურებას 20%-იანი ფასდაკლებით (რეგისტრაციიდან ერთ თვეში უფასო); პარტნიორის მოძიებას უფასოდ; პროტოკოლის საბაზო მომსახურებას 10%-ანი ფასდაკლებით; საქართველოში ბიზნეს-ფორუმებში უფასო მონაწილეობასდა სხვა. აგრეთვე: შტრიხკოდების, ჰოლოგრამების, ხარისხის სერთიფიკატის მინიჭებას; არბიტრაჟი, მთარგმნელობით მომსახურებას, სასაქონლო ექსპერტიზას და სამთავრობო შეხვედრების ორგანიზებას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Golden სტატუსის მქონე კომპანიებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის Golden წევრის სტატუსის მქონე 10 კომპანიას: შპს „ემ ეს სი ჯორჯია"; შპს „ელ ჯი"; შპს დექსუსი; სს „პოპული"; სს "ჯი პი სი"; შპს "სოკარჯორჯიაპეტროლეუმი"სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია; სს "ელმავალმშენებელი"; სს „საქართველოს ბანკი"; "ეიპიემტერმინალს ფოთი", პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. როგორც ბიზნესი განმარტავს, Golden სტატუსი მათ საშუალებას აძლევს სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლონ.
"ვისოლისთვის" დიდი პატივია, რომ Golden სტატუსი მივიღეთ, რადგანაც სავაჭრო-სამრეწველო პალატას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. პალატა აძლევს საშუალებას ბიზნესს, რომ მათი კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ სავაჭრო-სამრეწველო პალატა თამაშობს მედიატორის როლს ინვესტორსა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესსექტორს შორის"- აღნიშნა "ვისოლის"- გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
მუსულმანთა ჯანყი საქართველოში
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 966 ხმა

სხვა გამოკითხვები