დღეს საგანმანათლებლო პროგრამის - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს' - პრეზენტაცია გაიმართება | საინფორმაციო სააგენტო GHN
დღეს საგანმანათლებლო პროგრამის - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს' - პრეზენტაცია გაიმართება
 თბილისი 09:06 - 03.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა221  ზომა:
დღეს, 3 მაისს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურში (თაბუკაშვილის ქ. #5 ) ახალი საგანმანათლებლო პროგრამის - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს'' - პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოსწავლეებს პროგრამის მნიშვნელობას თავად გააცნობს.

პროგრამის პრეზენტაციის პროცესში მოწვეული ბავშვები თავად შექმნიან მონუმენტური ფერწერის ასლებს.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ'' მოამზადა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს". პროგრამა განსაზღვრულია 9-15 წლის მოზარდებისთვის და მოიცავს შემეცნებითი გაკვეთილების კურსს საქართველოს არქიტექტურის, ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების შესახებ.

გაკვეთილების განმავლობაში ბავშვები ძველი ოსტატებივით მოამზადებენ საღებავებს და მოხატავენ ბათქაშს, საკუთარი ხელით ააგებენ ციხე-სიმაგრეს, ფერადი კენჭებით ააწყობენ სურათს, თიხისა და წიწვებისაგან შექმნიან საცხოვრებელ სახლებს, გაამშვენებენ თიხის ჭურჭელს, დახატავენ აბსტრაქტულ კომპოზიციას, გაიგებენ როგორი იყო თბილისი ძველად.
ორი საათის განმავლობაში ბავშვები ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშების, სახალისო ამოცანების შესრულების და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების საშუალებით გაეცნობიან სამშობლოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიას.

პროგრამა განხორციელდება კვირაში 2-ჯერ. პროგრამს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მთავარი სპეცალისტები წარმართვენ.

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
პუტინ-მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრის სავარაუდო შედეგები
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 967 ხმა

სხვა გამოკითხვები