რეზერვის სისტემის განვითარების მიზანია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება | საინფორმაციო სააგენტო GHN
რეზერვის სისტემის განვითარების მიზანია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება
 თბილისი 15:26 - 27.04.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა2570  ზომა:
საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარების მიზანია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მტავრობის მიერ მომზადებულ თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტში.

პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა ეფუძნება ,,ტოტალური თავდაცვის" პრინციპს.

"გარე აგრესიის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას. რეზერვის ახალი სისტემა მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე", - აღნიშნულია კონცეფციის რეზერვის სისტემის მიზანებსა და პრინციპებში.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში შესძლებს შეასრულოს ქვეყნის ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვისათვის საჭირო ამოცანები, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს დახმარება აღმოუჩინოს სამოქალაქო ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.

პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი, შესაძლოა, აღარ დაქორწინდნენ „ახალი ტალღა“ იურმალაში აღარ გაიმართება ბრედ პიტმა ცოლი ცრემლებამდე მიიყვანა
ეს საინტერესოა
ეგვიპტეში მდიდარი ქალის პირვანდელი სახით შენარჩუნებული უძველესი სამარხი იპოვეს აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები