საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა უკრაინის სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის
 თბილისი 12:33 - 18.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა354  ზომა:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა უკრაინის სამართალდამცავებს ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის წევრების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს.

ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი უკრაინის ცესკოს მიერ გენერალური პოროკურატურისთვის ქართველი დამკვრვებლების საქმეების შესწავლის შესახებ დადგენილების მიღების ტაობაზე.

"სამწუხაროა, რომ უკრაინაში ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წევრების სტატუსში ეჭვი შეეპარათ და უკრაინის ცესკომ სამართალდამცველებს ჩვენს მიერ წარდგენილი დამკვირვებლების ვინაობის გადამოწმება დაავალა. ქართული მხარე მზადაა, მათ შესახებ უკრაინის მილიციას ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, უკრაინაში სადამკვირვებლო მისიით ძირითადად თბილისის საკრებულოს, პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ გაგზავნილნი.

"ეს იყვნენ კარგად შერჩეული პირები, რომლებსაც საარჩევნო დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ. უკრაინა ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა და სწორედ ამით იყო განპირობებული იქ ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფის წარგზავნით დაინტერესება", - განმარტა კალანდაძემ.

ამავე კატეგორიიდან: 
10.03.10 - 18:20 - თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
10.03.10 - 18:18 - თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
10.03.10 - 18:17 - დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას

მთავარი დღეს

18:48
ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში ქართველმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა
18:20
თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
18:18
თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
18:17
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას
18:12
აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
101314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...