"გაერთიანებული ტელეკომის" ინტერნეტ -აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება
 თბილისი 15:46 - 15.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა623  ზომა:
"გაერთიანებული ტელეკომის" საახალწლო აქციამ, რომლითაც კომპანია მომხმარებელს ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ქსელში ჩართვას უფასოდ თავაზობდა, თბილისსა და რუსთავში ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 4700 აბონენტით (ფიზიკური პირი) გაზარდა. 

მზარდი მოთხოვნის გამო აქცია კიდევ ერთი თვე - 15 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსურველები უფასოდ ჩაერთვებიან ინტერნეტ - ქსელში და 100-100-ზე დარეგისტრირების შემდეგ, ინსტალაციის საფასური (20$) არ დაერიცხებათ.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთთვიანი აქცია რეგიონებშიც დაიგეგმა და ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქზე გავრცელდება. აბონენტები (ფიზიკური პირები) უფასოდ ჩაერთვებიან ინტერნეტში და ისარგებლებენ მაღალხარისხიანი სერვისით" -აცხადებენ „გაერთიანებულ ტელეკომში".

აქციის ხელშესაწყობად ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონებში და ტექნიკურად მომზადდა ქალაქები: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, ჭიათურა, ხარაგაული, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ბორჯომი, ბაკურიანი, აბაშა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი.

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
11.03.10 - 20:33 - საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
11.03.10 - 18:14 - საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
11.03.10 - 18:10 - ეროვნული ბანკის აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ქაღალდები გაიყიდა

მთავარი დღეს

20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
20:30
ზურაბ ნოღაიდელი: ტურისტული სააგენტო არ ვარ, რომ ჩემი მეშვეობით მოსკოვში ვინმე ჩავიდეს
18:35
"თბილისი მარიოტში" პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
18:34
პან გი მუნი მოსკოვს 17 მარტს ეწვევა
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
111314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...