GHN RSS Feed https://www.ghn.ge/index.php ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6802 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.86 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8555 ლარი გახდა. 1.24 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3092 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 8.22 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/311137-lari-dolartan-da-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/230876709.jpg 2024-04-23 311137 კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოყავთ აქციაზე, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ. სოფო ჯაფარიძის თქმით, ბევრი კონტრაქცია გვინახავს და ისიც გვინახავს შემდგომ როგორ დასრულებულა. „პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც სამსახურებს ცლი საჯარო მოხელეებისგან, ასევე ეს არ არის მხოლოდ კანონდარღვევა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება, იმ ადამიანებისთვის, ვისი შვილებიც დგანან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი კონტრაქცია გვინახავს და ისიც გვინახავს შემდგომ როგორ დასრულებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქართული ოცნების ბოლო ჟამი, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ადამიანებს, ქართველებს, ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე. ეს არის მათი ბოლო ჟამი, ეს მათ ძალიან კარგად იციან.  დიახ, დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, დღეს საქართველოში ქართული ოცნება არის დამთავრებული. ჩვენ, აუცილებლად ყველა ერთად, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით რუსულ კანონს და რუსულ ოცნებას არას!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311136-kontraktsia-nishnavs-kartuli-otsnebis-bolo-zhams-sofo-nizharadze კონტრაქცია ნიშნავს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1519130887.jpg 2024-04-23 311136 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311135-sakhelmtsifo-departamentis-angarishshi-tseria-tquili-imastan-dakavshirebit-titkos-gvaramia-iqo-politpatimari-irakli-kobakhidze სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1529677636.jpg 2024-04-23 311135 „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღე 2024-ის“ მთავარი  გზავნილი - „პლანეტა პლასტმასას წინააღმდეგ“ იყო. სწორედ ამ მოწოდებას უპასუხა „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლევანდელი აქტივობით - კომპანიამ მწვანე სოციალურ საწარმო „ტენესთან“ თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის მიზნით, მოქალაქეებს პლასტმასის შეგროვების აქციაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. „თეგეტას“ შვილობილი კომპანიის, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ელექტრომანქანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა, კონკრეტულ ლოკაციებზე კი „ტენეს“ წარმომადგენლები მოსახლეობისგან შეგროვებულ პლასტმასას იბარებდნენ. აქტივობის შედეგად სხვაფასხვა ლოკაციაზე ნახევარ ტონაზე მეტი პლასტმასა შეგროვდა.  თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო. ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და „თეგეტაში“ წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს. ასევე გამოვარჩევდი  კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“. თბილისის მასშტაბით შეგროვებული პლასტმასა „ტენემ“ გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღო. აქტიურ მოქალაქეებს კი „ტენეს“ დამტენები გადაეცათ. კომპანია „ტენეს“ მიზანი სწორედ საზოგადოებაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მაგალითის მიცემა, გარემოს დასუფთავება, პლასტმასის ჩაბარება და ამ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვაა. სანდრო ლილუაშვილი, კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი: „ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ნარჩენების მავნებლობასთან, ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემაა ის, რომ გამოყენებულ პლასტმასას მუნიციპალურ ურნებში ვყრით, ეს ნარჩენი იმარხება ნიადაგში, რაც საზიანო და დაუშვებელია. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება დაგვეკისრა, რომ ნარჩენები დავანაწევროთ, ცალ-ცალკე ურნაში განვათავსოთ, მაგრამ საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორს -  კომპანიებს, რომლებიც პარტნიორობას გვიწევენ სხვადასხვა აქციის დაფინანსების კუთხით. სიმბოლურად, თუნდაც პლასტმასის 50 ბოთლის სახურავის ჩაბარების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვასაჩუქრებთ, ვცდილობთ, მათი ძალისხმევა წავახალისოთ. მსგავს აქტივობებს დიდი გამოხმაურება აქვს მოსახლეობაში. ამჯერად მსგავსი აქცია „თეგეტასთან“ პარტნიორობით გავმართეთ. ერთობლივად შევახსენეთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია, პლასტმასის ნარჩენები ურნებში არ მოხვდეს. ამ ტიპის ღონისძიებებით ადამიანები ეჩვევიან პლასტმასის ცალკე შეგროვებას. ასე ვზრდით სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ვზრუნავთ დედამიწაზე და ვცვლით მოქალაქეების ქცევას“. „თეგეტა ჰოლდინგის“ შიდა ორგანიზაციული კულტურა ზედმიწევნით ეხმაურება გზავნილს - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში უკვე რამდენიმე წელია, პლასტმასის შესაგროვებელი მწვანე ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად ათასობით ბოთლი გროვდება და პარტნიორ საწარმოში იგზავნება გადასამუშავებლად, რაც გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს. „ტენესთან“ ერთად განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ მოუწყო. „დედამიწის დღე თეგეტაში“ ჰოლდინგმა შვილობილ კომპანიასთან - „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად აღნიშნა. კომპანიის სათავო ოფისში  „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. გამოწვევაში ჩაერთო „თეგეტას“ ყველა ფილიალი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც ჯამში 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამამუშავებელ კომპანიას გაეგზავნა. გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიაში ქაღალდის მოხმარება შემცირებულია. საჭირო დოკუმენტაცია მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება, ჰოლდინგის შიდა დოკუმენტბრუნვა კი სრულად ელექტრონულია. „თეგეტაში“ მოხმარებული მეორადი ქაღალდი გროვდება და, პროექტ „მაკულიტერატურასთან“ ფარგლებში, გადამმუშავებელ ქარხანაში იგზავნება.  „თეგეტას“ მიერ ქაღალდის დაზოგვისა და გადამუშავების შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 200-ზე მეტი ხის მოჭრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.  „თეგეტა“ ზრუნავს საწარმოო მასალების გადამუშავებაზეც. კომპანიაში ხარისხდება მეორადი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები. შემდეგ ეს ნარჩენები „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „გრინ პლანეტის“ საშუალებით ლიცენზირებულ გადამმუშავებელ საწარმოებს ჰბარდება და სხვადასხვა პარტნიორი საწარმოს მიერ სასარგებლო რესურსად გარდაიქმნება. ---- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://www.ghn.ge/index.php/news/311134-tegeta-garemosdatsvit-ghonisdziebas-dedamitsis-dghe-2024-s-sheuertda „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/118033131.jpg 2024-04-23 311134 ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით. „ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს - კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა. დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში - არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა. „მაგალითად, კობი-ქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი არ არსებობს. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია, ანუ ეს არ არის არგუმენტი. ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311133-am-kanonis-migheba-aris-autsilebeli-piroba-imisatvis-rom-chven-tsin-tsavitsiot-evrointegratsiis-gzaze-irakli-kobakhidze ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1778051604.jpg 2024-04-23 311133 რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ალექსანდრე მესხი დაინიშნა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. ინფორმაციას  ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.თბილისის როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე მესხს წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა მიხეილ სარჯველაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს. ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311132-respublikuri-saavadmqofos-direktorad-aleksandre-meskhi-dainishna რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ალექსანდრე მესხი დაინიშნა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/894942281.jpg 2024-04-23 311132 ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს გათავხედებული, ოდიოზური პოლიტიკოსები უწოდა რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ჩვენ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ კომენტარიგააკეთა ევროპარლამენტარების დღევანდელი განცხადებებზე, რომელშიც თქვეს, რომ რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია:  კობახიძემ მათ "გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" უწოდა: "დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები  არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის  ჩაკეტილი წრე, სიცრუსი ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის ამას ემსახურება ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით" ამბობს კობახიძე. https://www.ghn.ge/index.php/news/311130-irakli-kobakhidzem-evroparlamentarebs-gatavkhedebuli-odiozuri-politikosebi-utsoda ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები უწოდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1356071160.jpg 2024-04-23 311130 გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ  ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში - ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311129-gamchvirvaloba-gvchirdeba-mat-shoris-imisatvis-rom-tquilebi-aghar-mokhvdes-sakhelmtsifo-departamentis-angarishebshi-irakli-kobakhidze გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ  ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1557298845.jpg 2024-04-23 311129 ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას - ირაკლი კობახიძე ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული.  „ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია  ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020-2021-2022 წლებში. ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311128-qvela-khedavt-rom-opozitsias-didi-resursi-ar-akvs-kartuli-sazogadoeba-mkhars-uchers-enjeoebis-gamchvirvalobas-irakli-kobakhidze ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1119429442.jfif 2024-04-23 311128 ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას - მამუკა მდინარაძე „ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული. „მარტივი პრინციპია, ერთი მხრივ, უფლებები დავიცვათ და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან“, -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში სხვა  ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთ-ერთი პრობლემა გახდა. „ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ ან მოუწევთ ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს  მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311127-chven-tsin-unda-aghvudget-aratraditsiuli-tskhovrebis-tsesis-propagandas-da-tavs-mokhvevas-mamuka-mdinaradze ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას - მამუკა მდინარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/162462322.jpg 2024-04-23 311127 ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი - დავით მათიკაშვილი „ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, შემწყნარებლობა. თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა და დაზღვევა, როგორც ჩვენი დღევანდელობის, ასევე, ჩვენი მომავალი თაობის“, -  ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო რეგულაცია სჭირდება მსგავს პროპაგანდას, რომ დასრულდეს ტრადიციული ღირებულებების აღრევა.  „ამ გამოწვევებში და ინიციატივებში არ ვართ მარტონი,  ვისაც გააზრებული აქვს თუ ამ პროპაგანდას რა პრობლემა მოაქვს სამყაროსთვის. ძალიან დიდი ფორუმები არსებობს მსოფლიოში, სადაც ერები ერთიანდებიან და ამბობენ, რომ წერტილი უნდა დაესვას ამ ტრადიციული ღირებულებების აღრევას და შეურაცხყოფას. ყველაზე დიდი უბედურება არის ამის მცდელობა, როგორც სკოლამდელი ასევე, სკოლის ასაკის ბავშვებთან. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფიზიოლოგიის პირობებში, რაც ადამიანის პიროვნულ განადგურებას და დაღუპვას იწვევს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, სწორედ ეს პროპაგანდა უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება. „ჩვენ გვაქვს  ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. გვაქვს ის წესი, რომლითაც მაქსიმალურად ვიცავთ ყველას უფლებას, მაგრამ ამავდროულად, თუკი უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, დამეთანხმებით, რომ უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს ისეთივე გარანტირებული, რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს, მათ თაობას საქართველოში არ შეექმნას პრობლემები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/311126-kartvel-katss-ar-eshleba-tolerantoba-tumtsa-arsebobs-iseti-gamotsvevebi-romelsats-schirdeba-adekvaturi-pasukhi-davit-matikashvili ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა - დავით მათიკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/567353762.jpg 2024-04-23 311126 ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ - ირაკლი კობახიძე ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ასევე არის მთავრობის მხრიდან სპორტის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. „რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა სტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში. „გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ  ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311125-dzalian-dasafasebelia-fondi-kartus-mkhardachera-chveni-nakrebis-kartuli-fekhburtis-mimart-irakli-kobakhidze ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1439562311.jpg 2024-04-23 311125 გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, ორშაბათს ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს - ირაკლი კობახიძე ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი. „გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311124-gushin-iqo-350-adamiani-shekrebili-saidanats-udidesi-umravlesoba-iqo-partaktivi-orshabats-velodebit-chvens-atiatasobit-mkhardamchers-irakli-kobakhidze გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, ორშაბათს ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/411357087.jpg 2024-04-23 311124 ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა - სოზარ სუბარი „როცა პირველად  დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია,  ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო  გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო.    გავიდა რამდენიმე წელი და  ნათელი გახდა, რისთვის იყო ეს ჩანაწერი, რადგან გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით  ზეწოლა ყველა ქვეყანაზე და, მათ შორის, საქართველოზეც, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდეს და დაკანონდეს ერთი სქესის ადამიანების ქორწინება.  არის ქვეყნები, რომლებიც ამას აკანონებენ“, - განაცხადა  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი  „ხალხის ძალის“  თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამბროლაურში. მისი თქმით, ძალიან ძლიერი კანონები მიიღო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ - პოლონეთმა,  უნგრეთმა.   სოზარ სუბარმა  სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან. „რაც კლასიკური უფლებები იყო, უკანა პლანზე გადაინაცვლა, ხშირ შემთხვევაში ხდება მათი სრული იგნორირება. წინ წამოიწია მახინჯმა ფორმებმა, რასაც დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებებს და ეს არანაირი უფლებები არ არის.  დაახლოებით, 10 მლნ ბავშვი არის მსოფლიოში, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ორი მამა ან ორი დედაა. მეცნიერულადაა დადგენილი, რომ  სამჯერ მაღალია ასეთ ბავშვებში მენტალური პრობლემები, ემოციური გადახრები,  აშლილობის სხვადასხვა ფორმები. ბავშვის უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ, ამავდროულად, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფუნდამენტია დემოკრატიის: საკმარისია ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა ისაუბროს, რა გადახდა მას ბავშვობაში, როგორ იზრდებოდა, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა, რომ მაშინვე იკეტება ყველანაირი საინფორმაციო საშუალება  მისთვის“, -  განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მსოფლიო დღეს ლგბტ დიქტატურამდე მიდის. მისივე შეფასებით,  ანტიღირებულებების ძალით დანერგვა და მათი ღირებულებებად თავს მოხვევა და წარმოჩენა ხდება.   „ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა“ , - აღნიშნა სოზარ სუბარმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/311123-chven-gvchirdeba-konstitutsiit-ganvamtkitsot-kartveloba-chveni-erovnuloba-sozar-subari ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა - სოზარ სუბარი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1258965411.jpg 2024-04-23 311123 29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ - პრემიერი როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ  100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარზე მეტი დაფინანსებული ადამიანები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან.  ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. ხომ არ გვიკადრია არასდროს და არ ვსაუბრობთ ამაზე. აქვს ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს, რაც უნდა გააპროტესტოს, ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრია არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ-აქტივისთვის,  9 500-დან იყო 2/3 პარტ-აქტივი და შეიძლება იყო 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი. არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311122-29-aprils-iknebian-chveni-mkhardamcherebi-qvela-sferodan-da-qvela-dainakhavs-tu-ramkhelaa-mkhardachera-mmartveli-gundis-mimart-premieri 29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ - პრემიერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1457000895.jpg 2024-04-23 311122 ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი მოგვენიჭა 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს - ირაკლი კობახიძე ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. „ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის  თვალში. ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც  მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და  მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. “, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311121-chven-gvakvs-khalkhis-sakhelit-saubris-mandati-es-mandati-mogvenicha-2020-tsels-rodesats-mivighet-48-saparlamento-archevnebshi-mas-shemdeg-chveni-reitingi-gazrdilia-da-acharbebs-60-s-irakli-kobakhidze ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი მოგვენიჭა 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1810440004.jpg 2024-04-23 311121 გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი - ირაკლი კობახიძე გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს. „აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ.  ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი   უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,”- აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება. „ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად  მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და,  ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.  აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  დასტურია,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში. „მადლობას ვუხდი გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში ჩართულ ინჟინრებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ჩვენს პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია პროექტის განხორციელებაში.  ასევე მადლობა ვუხდი ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. ასევე ჩვენს თურქ მეგობრებს, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროექტის შესრულებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, არც ვიცოდი, რომ ამდენი რამის ერთად მოსწრება შეიძლება, თუმცა ამას ბატონი ირაკლი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით, მადლობა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მთლიანად სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეშეთი-კობის პროექტის პირველ წარმატებას. ეს ნამდვილად მომავლის პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ ასეთი, განვითარებისკენ მიმართული ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის   გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)   თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  1.2 მილიარდი ლარია. https://www.ghn.ge/index.php/news/311120-gilotsavt-chven-vart-istoriuli-momentis-momstsre-gaichra-kvesheti-kobis-unikaluri-gvirabi-irakli-kobakhidze გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1244702626.jpg 2024-04-23 311120 ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია „Smokey Bear” საქართველოშიც განხორციელდება ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „Smokey Bear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „Smokey Bear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“. „Smokey Bear”-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია. „მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია „Smokey Bear” საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში;  რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერსებული მხარეები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/index.php/news/311119-tqis-khandzrebis-preventsiis-amerikuli-kampania-smokey-bear-sakartveloshits-gankhortsieldeba ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია „Smokey Bear” საქართველოშიც განხორციელდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1246734088.jpg 2024-04-23 311119 ნიკა გვარამია განმარტავს რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და „ქართული ოცნების“ კანონს შორის ამერიკული FARA მიმართულია რუსული, კომუნისტური და ფაშისტური გავლენების წინააღმდეგ, რაც შეეხება ქართულ კანონს, ის მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ , - ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განმარტა, რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და "ოცნების" რუსულ კანონს შორის "როგორც ამერიკაში განათლებამიღებული იურისტი და ამავე დროს ქართველი მე ორივე კანონს კარგად ვიცობ. ამერიკული FARA მიღებულ იქნა 1930-იან წლებში და ის მიმართულია რუსული, კომუნისტური და ფაშისტური გავლენების წინააღმდეგ. ანუ, ეს კანონი არის იმ ქვეყნების გავლენის შემცირებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან. რაც შეეხება ქართულ კანონს, ის მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ამას საქართველოს მთავრობაში არც არავინ მალავს. გარდა ამისა, ამერიკულ კანონში არავის აკერებენ აგენტის იარლიყს. იქ არის ნახსენები სიტყვა აგენტი, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში სიტყვა აგენტი აღიქმება როგორც ჯაშუში და იწვევს მაგალითად კგბ-ს აგენტის ანალოგიურ განცდას. ეს ძალიან ცუდი იარლიყია და ასეთ აგენტად საქართველოში არავინ დარეგისტრირდება, რაც გამოიწვევს ორგანიზაციების დახურვას. გამოდის, რომ ეს არის არა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, არამედ პირიქით, კანონი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანაში აღარ დარჩება ორგანიზაცია, რომელიც სინათლეზე გამოიტანს, თუ რა ხდება საქართველოს მთავრობაში, როგორი კორუფციაა იქ, აღარ იქნება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო მისიები, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან." აღნიშნა ნიკა გვარამიამ. https://www.ghn.ge/index.php/news/311117-nika-gvaramia-ganmartavs-ra-ganskhvavebaa-amerikul-fara-sa-da-kartuli-otsnebis-kanons-shoris ნიკა გვარამიას განმარტავს რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა  და „ქართული ოცნების“  კანონს შორის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1496972295.jpg 2024-04-23 311117 ამ განცხადებებს აკვირდებიან პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს - გიგი წერეთელი სახდეპის ანგარიშზე ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სახდეპის ანგარიშს გამოეხმაურა. გიგი წერეთელის თქმით, საქართველო ყოველდღიურად ისმენს დასავლელი მეგობრების კრიტიკას და ამ თვალსაზრისით არც სახდეპის ანგარიშია გამონაკლისი. მისივე თქმით, სახდეპის ანგარიში ძალიან მწვავეა  და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული. „პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას და არსებულ კორუფციას - იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს მის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება. ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მარტივად ჩაივლის, ამ განცხადებებს აკვირდებიან და კითხულობენ პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს. ეს არ არის არანაირად ხელშემწყობი საქართველოსთვის რუსეთიდან თავის დახსნის საკითხში“ - თქვა გიგი წერეთელმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311116-am-gantskhadebebs-akvirdebian-politikuri-tu-biznes-tsreebi-da-sakartvelostvis-dzalian-did-reputatsiul-zians-tsarmoadgens-gigi-tsereteli-sakhdepis-angarishze ამ განცხადებებს აკვირდებიან პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს - გიგი წერეთელი სახდეპის ანგარიშზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/967275729.jpeg 2024-04-23 311116 უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ - ვიოლა ფონ კრამონი უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად გამართა. „დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ საქართველომ არ მიატოვოს ეს ევროპული გზა. უნდა ვაღიარო, რომ მე მაშინაც ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე, როდესაც ამ პარლამენტშიც და ევროპული ინსტიტუტებშიც ბევრი იყო ამის მოწინააღმდეგე. მე დღესაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, როდესაც უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველო არც არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან როგორც ნიკამ სწორად აღნიშნა, ეს უცხოური აგენტების კანონი პირველ რიგში სამიზნეში იღებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მოითხოვენ და აკრიტიკებენ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობოების მიმართ საინფორმაციო კამპანია ადრეც მიმდინარებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სამართლებრივი დევნის ეტაპზე გადადის.  მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს ოფშორების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუოს, იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო ბერლინში და მან ვერ მოითმინა კრიტიკა კანცლერ შოლცისგან, რის შემდეგაც ყველაფერი ცუდ თარჯიმანს დააბრალა", - განაცხადა ფომ კრამონმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311118-unda-shevimushaot-sanktsiebi-romlebits-mimartuli-ikneba-im-adamianebisken-romlebits-sakartvelos-kursis-shetsvlas-tsdiloben-viola-fon-kramoni უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ - ვიოლა ფონ კრამონი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1829566497.jpeg 2024-04-23 311118 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია. KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება. KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME. „კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა “საქართველოს ბანკისა და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311115-sakartvelos-bankis-mkhardacherit-sakartveloshi-kiabi-s-pirveli-filiali-gaikhsna საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1521018324.jpg 2024-04-23 311115 ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი, დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი, ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311114-fondi-kartu-safekhburto-nakrebs-evropis-chempionatis-kvejgufidan-gasvlistvis-jildos-sakhit-30-milion-lars-gadastsems-kvejgufidan-gasvlis-shemdeg-qoveli-shemdegi-matchis-mogebistvis-ki-damatebit-30-milionit-daajildoebs ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1930406693.png 2024-04-23 311114 ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს - ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს. „ყველაფერი გაშიფრულია – სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხელს მოაწერს. არ მოაწერა ხელი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას? – მოაწერა კიდეც და ხელშიც ჩაიგდო. ნიკა გვარამიას სიტყვები არ არის, საქართველოს ჯოჯოხეთს მოვუწყობო? – ფსიქოლოგიურად უწყობს კიდეც. გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს. შემდეგ კი, ეს ხელისუფლება ისე იქნება გამოყენებული, როგორც ეს „ნაციონალების“ დროს იყო – რეკეტი, ძარცვა, ადამიანების უკიდურესი ჩაგვრა. ეს იმ შედეგებით დასრულდება, რაც საქართველოს უკვე ერთხელ 2008 წელს დაუდგა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311112-nika-gvaramia-aris-utskhouri-gavlenis-agenti-romelits-qvelafers-khels-moatsers-irakli-kadagishvili ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/415828249.jpg 2024-04-23 311112 მივმართავ ჩვენს პარტიულ აქტივს, ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, თუ არ უნდა აქციაზე წამოსვლა - მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, კატეგორიულად მიმართავს პარტიულ აქტივს, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ შეკრებაში მონაწილეობის მიღება, არ შესთავაზონ წამოსვლა. „კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე. ჩვენს პარტიულ აქტივს, რომელიც ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ, ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა. ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდი. საჯარო მოხელეს და არც არასაჯარო მოხელეს ვერავინ საყვედურსაც კი ვერ ეტყვის იმის გამო, რომ არ წამოვიდა ან წამოვიდა. ვერც წამოსვლისთვის, სხვათა შორის, და თქვენ რომ აბულინგებთ, თავი დაანებეთ იმ ხალხს. იმ დღეს იქნება იქ გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა, დიდი შეკრება, რომლებიც დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. რომელსაც სხვა აზრი აქვს, ის აქციაზე დადის, პრობლემა არ არის. ერთი კვირის განმავლობაში წევთ ხოლმე ამბავს ჰაერში, საჯარო მოხელემ დაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგოო, მერე რა, დაწერა. „ნაცები“ ხომ არ ვართ, იმათ ვსდიოთ. აგერ, დროშით ხელში საჯარო მოხელე იყო შარშანდელი მარტის აქციაზე, შეეხო ვინმე? მაგრამ ვინც მხარს უჭერს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ამ ეროვნულობის გამო მათ ბულინგს, შეურაცხყოფას და ნახირის ძახებას თავი დაანებეთ, თორემ თავმოყვარეობა სხვაზე მეტი აქვს ამ ხალხს, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს, არავინ არავისზე ნაკლები არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311111-mivmartav-chvens-partiul-aktivs-nurts-ert-adamians-odnavadats-nu-miadzalebt-tu-ar-unda-aktsiaze-tsamosvla-mamuka-mdinaradze მივმართავ ჩვენს პარტიულ აქტივს, ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, თუ არ უნდა აქციაზე წამოსვლა - მამუკა მდინარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1451784356.png 2024-04-23 311111 პარტიული დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ მათი შეკრებაში მონაწილეობა - მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილს დაანონსებულმა შეკრებამ რადიკალურ ოპოზიციაში სრული ისტერია გამოიწვია. „29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ – არა. საჯარო მოხელე ხელისუფლების საწინააღმდეგო ერთ პოსტს რომ დადებს, ერთი ვინმე რომ გამოჩნდება „ფეისბუკში“, სოციალურ ქსელებში ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით აგებული, რომ საჯარო მოხელემ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია, პროტესტიც განუცხადოს და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ არიან ისტერიაში. საჯარო მოხელეები, ასე რომ მოიხსენიებენ ამ ხალხს, რას ნიშნავს, რა უბედურებაა, რა შეურაცხყოფას აყენებენ, თავი დაანებონ. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ ორგანიზება მოხდეს, პირადად ჩემი დავალებაა, მათ შორის პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, ასე დავარქვათ, თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო, თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში, აქციაზე და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს მხარს სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ. იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ, კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, რომელიც საჯარო მოხელე არ არის. იქნება ძალიან ბევრი, ათი ათასობით ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში არ არის, მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება, ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუა ხნის, ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს. გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი იმ დღეს მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას – მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311110-partiuli-davalebaa-chveni-partiuli-danaqofebis-mimart-tu-vinmes-unda-aktsiaze-tsamosvla-uzrunvelqon-mati-shekrebashi-monatsileoba-mamuka-mdinaradze პარტიული დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ მათი  შეკრებაში მონაწილეობის მიღება - მამუკა მდინარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1037753456.jpg 2024-04-23 311110 ვაფასებთ ევროკავშირის ოფიციალური პირების მხარდაჭერას და მოვუწოდებთ პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს - ნიკა გვარამია ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს, - ამის შესახებ სტრასბურგში, პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა "როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ, აუცილებელია, რომ ევროკავშირში ჩვენმა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე პოზიცია დაიკავონ. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები", - თქვა ნიკა გვარამიამ. https://www.ghn.ge/index.php/news/311113-vafasebt-evrokavshiris-ofitsialuri-pirebis-mkhardacheras-da-movutsodebt-personalur-zomebisken-mat-tsinaaghmdeg-vints-dzirs-utkhris-chvens-demokratiul-protsesebs-nika-gvaramia ვაფასებთ ევროკავშირის ოფიციალური პირების მხარდაჭერას და მოვუწოდებთ პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს - ნიკა გვარამია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1179519451.png 2024-04-23 311113 აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს. მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში,  38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. https://www.ghn.ge/index.php/news/311109-acharasa-da-guriashi-4-ukanono-sakherkhi-saamkro-gamoavlines აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/707634998.jpg 2024-04-23 311109 კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს - პეტრას აუსტრევიჩუსი ევროკავშირში ჩვენ ნამდვილად არ ვცდილობთ გავაკონტროლოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს, - ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე, რომელშიც "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც მონაწილეობს. ‘საქართველოში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ახსნან, რომ ეს დასავლური პრაქტიკაა და ევროკავშირს რაღაც მსგავსი კანონი აქვს, შესაბამისად ამ კანონის მიღებით საქართველო უბრალოდ ამკვიდრებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ეს არასწორია. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ევროკავშირში ჩვენ ნამდვილად არ ვცდილობთ გავაკონტროლოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არაა ევროპული პრაქტიკა.  ჩვენ საქართველოსთვის არ გვითხოვია, რომ ეს კანონი მიეღოთ. მარტივად, ეს არაევროპულია. [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს“,- თქვა აუსტრევიჩუსმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311108-kanoni-etsinaaghmdegeba-sakartvelos-kandidatis-statuss-petras-austrevichusi კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს - პეტრას აუსტრევიჩუსი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/863674808.jpg 2024-04-23 311108 შოკისმომგვრელი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი - რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. "ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე, რომელშიც "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც მონაწილეობს [სინქრონული თარგმანი] https://www.ghn.ge/index.php/news/311107-shokismomgvreli-da-ghia-gzavnilia-sakartvelos-mtavrobisgan-gharibashvilis-gantskhadeba-rom-sakartvelo-araa-mzad-gakhdes-evrokavshiris-tsevri-rasa-iuknevichiene შოკისმომგვრელი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი - რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1454937795.jpg 2024-04-23 311107 მთელი ევროპა ერთსა და იმავე აზრზეა, ამ დროს „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპული ღირებულება მათ რიგებში უფრო იციან - სანდრო რაქვიაშვილი მთელი ევროპა ერთსა და იმავე აზრზეა, ამ დროს „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპული ღირებულება მათ რიგებში უფრო იციან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსად ევროპას მხოლოდ მოსკოვში ხედავენ და ეს დიდი პრობლემაა. „მთელი ევროპა ერთსა და იმავე აზრზეა და ამ დროს, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპული ღირებულება მათ რიგებში უფრო იციან, ვიდრე ევროპაში ან საქართველოს ოპოზიციურ ნაწილში. ევროპას „ქართული ოცნების“ მსგავსად მხოლოდ მოსკოვში ხედავენ და ეს დიდი პრობლემაა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311106-mteli-evropa-ertsa-da-imave-azrzea-am-dros-kartuli-otsneba-ambobs-rom-evropuli-ghirebuleba-mat-rigebshi-ufro-itsian-sandro-rakviashvili მთელი ევროპა ერთსა და იმავე აზრზეა, ამ დროს „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპული ღირებულება მათ რიგებში უფრო იციან - სანდრო რაქვიაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/686293102.jpg 2024-04-23 311106 საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - რასა იუკნევიჩიენე მე მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში მაინც ვნახავთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპარლამენტში - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე. "მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს, რომლებიც აქ მინდა გავახმოვანო. პირველი გზავნილი მაქვს ქართველი ხალხისადმი. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა, გამოგონილი აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ. მეორე გზავნილი მაქვს საქართველოს ოპოზიციისადმი და იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს. თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა. მე არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ჭკუას გასწავლით, რადგან თქვენს ქვეყანას თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც ეგზისტენციალური პერიოდი დგას რეგიონისთვის და საქართველოსთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ვერავინ იქნება უფრო ქართველი, ვიდრე თავად ქართველები. მესამე გზავნილი: ჩვენ ვიხილეთ, რომ ბოლო წლებში კრემლი ძალიან გააქტიურდა ე.წ. ახლო საზღვარგარეთში. მე მძულს ეს ტერმინი, მაგრამ ასე უყურებენ სამყაროს კრემლში. ჩვენ ცოტა ხნის წინ, ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც შოკისმომგვრელი ამბავი იყო, თუმცა არც თუ ისე მოულოდნელი სიახლე მათთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. ჩვენ ასეთივე გზავნილებს ვისმენთ მოლდოვის ოპოზიციისგან, რომელიც მოსკოვიდან იმართება და ჩვენ კრემლის ასეთ ნაბიჯებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ყირგიზეთია, სადაც ასეთივე კანონი მიიღეს. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მარიონეტული ხდება. ვწუხვარ, ასეთი ტერმინების გამოყენება რომ მიწევს, მაგრამ დღეს ისეთი დრო დგას, როდესაც ყველამ პირდაპირ და ნათლად უნდა ვისაუბროთ და ეს ჩვენც გვეხება, რადგან ჩვენ ვხედავთ, როგორც ცდილობს კრემლი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას.  და ბოლოს, მინდა გამოსვლა ერთი ამერიკული ანდაზით დავასრულო: „თუ ეს დადის იხვივით და ლაპარაკობს იხვივით, ესე იგი ეს იხვია“. აღნიშნა იუკნევიჩიენემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311131-sakartvelos-schirdeba-debidzinizatsiis-kanonebi-da-ara-rusuli-kanoni-utskhoeli-agentebis-shesakheb-rasa-iuknevichiene საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/264653737.jpg 2024-04-23 311131 სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლას - ნიკოლ ფაშინიანი სომხეთი არ აპირებს აზერბაიჯანთან ბრძოლას მთიანი ყარაბაღის გამო. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლას. ჩვენ არ გვაქვს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა და იმედი გვაქვს, რომ დემარკაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - განაცხადა ფაშინიანმა ბრიტანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ვერ ხედავს სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობას. მან ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეიძლება დაეყრდნოს. „და ეს გამართლებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით და ზოგიერთი წევრი ქვეყნის განცხადებებით. ჩვენი საზოგადოება გვეკითხება: რატომ აგრძელებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობას? გულწრფელად გითხრათ, ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311105-somkheti-ar-apirebs-mtiani-qarabaghistvis-brdzolas-nikol-fashiniani სომხეთი არ აპირებს  მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლას - ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/640294626.jpg 2024-04-23 311105 ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავია, საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება - იაგო ხვიჩია საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „პირობას ვდებ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს გავუკეთებთ. მე სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ვურჩევ ერთ რამეს: ყველასგან აიღეთ ფული, საბოლოოდ კი, შემოხაზეთ 36“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ურჩევს ხელი არ შეუშალონ აქციას. „არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური“ აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები“ შეკრებენ, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო“ მოითხოვონ. ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს“. ისინი მოდიან, რათა მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. https://www.ghn.ge/index.php/news/311104-is-khalkhi-romelits-chamodis-aktsiaze-qvelaze-satsodavia-satsodav-khalkhze-bulingi-ar-sheidzleba-iago-khvichia ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავია, საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება - იაგო ხვიჩია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/593765532.jpg 2024-04-23 311104 საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს  ECO.Georgia, რომლის უმთავრესი მიზანი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებასაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ტყის მერქნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისა და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა მიდგომამ ტყეზე ზეწოლა და დეგრადაცია უნდა შეამციროს.  აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შეიმუშავა დამზადებული ხე-ტყის დახარისხების მოქნილი მექანიზმი და მოამზადა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ახალი მექანიზმი, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს ხე-ტყის მდგრად გამოყენებას და ამასთანავე ალტერნატიული საწვავის რესურსების წარმოების განვითარებას“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. https://www.ghn.ge/index.php/news/311103-sakartvelos-erovnuli-satqeo-programis-protsesis-shesakheb-shekhvedra-gaimarta საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1240963744.jpg 2024-04-23 311103 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეხება ივანიშვილის პარტიის მხრიდან მიტანილ იერიშს დემოკრატიაზე, თავდასხმას მედიაზე და პოლიტიკურ მძევლებს, ეს უნდა დასრულდეს - ლაშა ფარულავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეხება ივანიშვილის პარტიის მხრიდან მიტანილ იერიშს დემოკრატიაზე, თავდასხმას მედიაზე და პოლიტიკურ მძევლებს, - ამის შესახებ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით. მისი თქმით, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა საქართველოში. „ივანიშვილის პარტია ცდილობს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რესტავრაციას, ამის ნათელი გამოხატულებაა იერიში დემოკრატიაზე, თავდასხმა მედიაზე და პოლიტიკური მძევლები. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც ეხება როგორც პოლიტიკურ პატიმრებს, ასევე მედიის წინააღმდეგ კონკრეტულ მოქმედებებს და ცხადია, ამის ერთადერთი დაძლევის გზა არის შემოდგომა, 26 ოქტომბერი, როდესაც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა საქართველოში.“-განაცხადა ლაშა ფარულავამ. https://www.ghn.ge/index.php/news/311102-ashsh-is-sakhelmtsifo-departamentis-angarishi-ekheba-ivanishvilis-partiis-mkhridan-mitanil-ierishs-demokratiaze-tavdaskhmas-mediaze-da-politikur-mdzevlebs-es-unda-dasruldes-lasha-farulava აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეხება ივანიშვილის პარტიის მხრიდან მიტანილ იერიშს დემოკრატიაზე, თავდასხმას მედიაზე და პოლიტიკურ მძევლებს - ლაშა ფარულავა კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1228357862.jpg 2024-04-23 311102 „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ - შალვა პაპუაშვილი „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. „მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს. სწორედ მათ შორის ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი და ევროპის დემოკრატიის ფონდი – NED-ი და EED-ი. ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან“. მოგვიანებით,  განცხადება გაავრცელეს გამოცემებმა „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“, სადაც აღნიშნავენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“. https://www.ghn.ge/index.php/news/311101-netgazets-batumelebs-dezinformatsiis-uarqofa-moutsiat-stsored-amasats-emsakhureba-gamchvirvalobis-kanoni-rom-am-mediasashualebebis-damfinanseblebsats-davelaparakot-shalva-papuashvili „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/541661030.jpg 2024-04-23 311101 რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? - გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დაგეგმილ შეკრებაზე 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ, რას აპროტესტებთ, რისთვის კრებთ ადამიანებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. „რას აპროტესტებთ, რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები საქართველოში. ეს ხომ თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? თუ კონტრაქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ან გგონიათ ახლა, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ადამიანები თვითდინებით მოდიან. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ, საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ 29-ში იქნება, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ. ერთი რამ იცოდეთ, თქვენი არავის ეშინია, დამთავრებული ხართ, თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ“, – აღნიშნა ვაშაძემ. ამასთან, გიორგი ვაშაძემ საჯარო მოხელეებს მიმართა. „მაგრად იყავით, ჩემო კარგებო. ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. ვინმე თუ გაშინებთ, გაშანტაჟებთ, დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგიდგებით გვერდში. ვინმე თუ მოგთხოვთ განცხადების დაწერას სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი. ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ. ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად გვეტყვით, როგორ გაშანტაჟებენ, მერწმუნეთ, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311100-ras-itkhovt-evrokavshirshi-ar-shevidet-giorgi-vashadze-kartuli-otsnebis-dagegmil-shekrebaze რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? - გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დაგეგმილ შეკრებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1265123110.jpg 2024-04-23 311100 უდიდესი სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას - ირაკლი ნადირაძე ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ. მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, უდიდესი სისუსტის გამოვლინება. „ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება უბრალოდ დამთავრებულია. როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით, რამდენი ტაშიც არ უნდა აკვრევინონ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის - კი ევროპას და არა რუსეთს! ამიტომ, ეს კანონი არ იქნება მიღებული, არ უნდა იყოს მიღებული და 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, რუსულ კანონთან ერთად ასევე უნდა დამთავრდეს რუსული ხელისუფლება.“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311099-udidesi-sisustis-gamovlinebaa-rodesats-akhalgazrdebisa-da-mokalakeebis-gultsrfel-samartlian-protests-upirispireb-dzalit-moqvanili-sajaro-mokheleebis-aktsias-irakli-nadiradze უდიდესი სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას - ირაკლი ნადირაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/239393081.jpg 2024-04-23 311099 მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ - შალვა პაპუაშვილი „მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი  მხარდაჭერა აქვს, რაც მიუთითებს, მათი მიღების საჭიროებაზე. „რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ეს უმრავლესობა იქნება თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა  იმ დაკვეთის შესაბამისად, რომელიც  მოდის ჩვენი მოსახლეობიდან“, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას,  ასევე სასწავლო პროგრამებს. „მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. შარშან, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონია მიღებული, რომელიც  ეხება განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ,  ეს გამოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონშემოქმედების მხრივ, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.   https://www.ghn.ge/index.php/news/311098-mnishvnelovania-rom-ojakhur-ghirebulebebtan-dakavshirebuli-konstitutsiuri-tsvlilebebi-mosakhleobastan-detalurad-ganvikhilot-shalva-papuashvili მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/566980271.jpeg 2024-04-23 311098 ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია - შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დიდი ხანია ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული, ზიზღის კამპანია აქვთ და ამას ხალხი არ იღებს. „ოპოზიცია დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული. არ ვიცი, რას გულისხმობენ მომავალში, მაგრამ დღეს ქართველ ხალხთან არიან დაპირისპირებული. რამდენი ხანია, ზიზღის კამპანია აქვთ გამოხატულად და ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311097-kartvel-khalkhtan-dapirispireba-aravis-gamosvlia-shalva-papuashvili ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2003894238.jpeg 2024-04-23 311097 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის კამპანიას ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა - შალვა პაპუაშვილი გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდა, ახშობდა თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ აშინებენ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა მივიდეს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე. „მგონი, გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ზიზღის კამპანიაა, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როდესაც ვსაუბრობთ „ენჯეოებზე“, მათ შორის ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ხელში ჩაიგდონ, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. 29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რადგან ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით, ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311096-29-aprils-kudze-katsi-unda-gamovides-radgan-natsionaluri-modzraobis-zizghis-kampanias-vutkhrat-kartveli-khalkhis-sitqva-shalva-papuashvili 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის კამპანიას ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა -  შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/370029967.jpg 2024-04-23 311096 ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. „ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ. სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/index.php/news/311095-khorblis-sahektro-mosavlianobis-gazrdis-mimartulebit-sakhelmtsifo-aktiuri-nabijebis-gadadgmas-gegmavs-tengiz-nasaridze ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/454165020.JPG 2024-04-23 311095 მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 10 ადამიანი მალაიზიის საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი საზღვაო ძალების 90 წლის საიუბილეო აღლუმის რეპეტიციის დროს მოხდა. შედეგად ორივე ვერტმფრენის ეკიპაჟის 10-ვე წევრი დაიღუპა. მედიის ცნობით, შემთხვევა  ლუმუტის სამხედრო-საზღვაო ბაზის მახლობლად მოხდა. როგორც იუწყებიან, ერთი ვერტმფრენი სამხედრო ბაზის სტადიონზე ჩავარდა, მეორე კი სპორტული კომპლექსის აუზში. https://www.ghn.ge/index.php/news/311093-malaiziashi-sazghvao-dzalebis-ori-vertmfreni-ertmanets-sheejakha-daighupa-10-adamiani მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 10 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/993804841.png 2024-04-23 311093 ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება. ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი. https://www.ghn.ge/index.php/news/311091-irakli-kobakhidzem-ukhutses-sajaro-mokheles-100-tslis-iubile-miulotsa ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1652971749.jpg 2024-04-23 311091 მოვიწვიე ლევან იზორია, რათა "აგენტების კანონზე" ვესაუბრო, კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას - მიხაელ როთი მოვიწვიე ლევანი იზორია, რათა "აგენტების კანონზე" ვესაუბრო, კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, - ამის შესახებ წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე. „მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევანი იზორია, რათა მასთან დაგეგმილ "აგენტების კანონზე" ვისაუბრო. მადლობა ამისთვის. მხარს ვუჭერ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - წერს როთი https://www.ghn.ge/index.php/news/311092-movitsvie-levan-izoria-rata-agentebis-kanonze-vesaubro-kanoni-safrtkhis-kvesh-aqenebs-sakartvelos-evropul-gzas-mikhael-roti მოვიწვიე ლევან იზორია, რათა "აგენტების კანონზე" ვესაუბრო, კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას - მიხაელ როთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/170518649.jpg 2024-04-23 311092 საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ - ღვინის სააგენტო ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. როგორც ღვინის სააგენტო იუწყება, ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები. "5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311090-sakartvelos-germaneli-ghvinis-profesionalebi-etsvivnen-ghvinis-saagento საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/81549518.jpeg 2024-04-23 311090 ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა. https://www.ghn.ge/index.php/news/311089-irakli-kobakhidze-gaeroshi-skhvadaskhva-kveqnis-mudmiv-tsarmomadgenlebs-shekhvda ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/43887803.jpg 2024-04-23 311089 ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის  ორი ცალი ყალბი  მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით”, - აღნიშნულია უწყების განცახდებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311088-avtomankanis-qalbi-martvis-motsmobebis-damzadeba-gasaghebis-faktze-otkhi-piri-daakaves ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/362756716.jpg 2024-04-23 311088 რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 9 ადამიანი რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია. მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად. მათ  34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. https://www.ghn.ge/index.php/news/311087-rusetis-dzalebma-odesaze-dronebit-ierishi-miitanes-dashavda-9-adamiani რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1897898546.png 2024-04-23 311087 პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირი "ემზადება მსოფლიო ომისთვის" უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირი "ეზადება მსოფლიო ომისთვის" უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო. სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროკავშირის „სტრატეგია“ ჩავარდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ „არ დაგვაახლოვა მშვიდობასთან და არ გააუმჯობესა უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე“. ”იარაღის მიწოდებას შეუძლია მხოლოდ ომის გახანგრძლივება ან მსოფლიო ომამდე ესკალაციის რისკის გაზრდა”, - თქვა მან. სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობას მიაჩნია, რომ „მშვიდობიანმა ძალისხმევამ და დიპლომატიამ უნდა შეცვალოს იარაღის მიწოდება, როგორც ერთადერთი გზა შემდგომი მსხვერპლისა და ნგრევის თავიდან ასაცილებლად“. „აქედან გამომდინარე, ჩვენ, უნგრელები, მზად ვართ განვიხილოთ ყველა სამშვიდობო გეგმა, მაგრამ ასევე აუცილებელია ნათლად გვესმოდეს, რომ სამშვიდობო კონფერენციები შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომის ყველა მონაწილე იქნება“, - თქვა მან და ამით, სავარაუდოდ, იგულისხმაშვეიცარიაში სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევა. ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის განზრახვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღების შესახებ, რადგან, მისი აზრით, წინა 13 პაკეტი წარუმატებელი იყო. ”რაც არ მესმის, არის ის, რომ თუ რაღაც ცამეტჯერ ვერ მოხერხდა, რატომ უნდა სცადოთ იგივეს გაკეთება მეთოთხმეტედ?” - თქვა სიიარტომ. სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროპის მიერ მიღებულმა ზომებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა ევროპას, ვიდრე რუსეთს და რომ კონტინენტის ხალხებმა, მათ შორის უნგრელებმა, უნდა გადაიხადონ ამისთვის, მაშინ, როცა ომის დაწყებაზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. https://www.ghn.ge/index.php/news/311086-piter-siiartos-gantskhadebit-evrokavshiri-emzadeba-msoflio-omistvis-ukrainistvis-iaraghis-mitsodebit პიტერ სიიარტოსგანცხადებით, ვროკავშირი "ემზადება მსოფლიო ომისთვის" უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1763805609.jpg 2024-04-23 311086 ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში, დასეტყვილია ერთწლოვანი კულტურები და ხეხილის ბაღები. მოსახლეობას სეტყვისგან მიყენებულ ზიანის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია. “თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა, თითქოს ყველაფერი ინგრეოდა. ხეხილი სულ განადგურებული იქნება, ახლა ღამეა და არ ჩანს. ხვალ ვნახავთ შედეგს”,-ამბობენ მედიასთან ადგილობრივები. სოფლებში მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლები სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენას, მოსახლეობასთან ერთად, დილიდან დაიწყებენ. https://www.ghn.ge/index.php/news/311085-dzlierma-setqvam-lagodekhis-qvarlis-sagarejosa-da-gurjaanis-munitsipalitetebi-daazarala ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/152013198.jpg 2024-04-23 311085 როცა იცი, რომ მარ­თა­ლი ხარ, შენი ოჯა­ხი მარ­თა­ლია, შენი ქვე­ყა­ნა მარ­თა­ლია, უფრო ად­ვი­ლია, სწო­რი გზა მო­ნა­ხო - გიორგი ქოჩორაშვილი როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილი არის, რომ სწორი გზა მონახო, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" განაცხადა. "სადაც არ უნდა ვიყო, რა ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდე, ყველაზე ახლო ადამიანები ვინც არიან ჩემთან, არიან ჩემი ოჯახის წევრები და მათ ყოველთვის დავიცავ რაც არ უნდა მოხდეს. ჩემთვის საპასუხისმგებლოა ის, რაც მოხდა. ჩემი დისშვილის ფოტო იყო. ამაზე შეიძლება არ უნდა მიწევდეს ლაპარაკი, მაგრამ მიწევს იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხება. მე გამოვხატე ის, რაც ყველა ქართველის გულში არის, ჩემი ოჯახის გულ­ში არის, ჩემი პატარა დისშვილების გულში არის. "ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი, ის რაც შევძელით მთლიანად მთელმა საქართველომ, მთელმა ნაკრებმა. ის სიხარული, რაც ჩვენს ქვეყანას მოვუტანეთ, ძალიან დიდი სიხარული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალშიც საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ - ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე წავიყვანოთ და სიმართლის გზა­ე. როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილი არის, რომ სწორი გზა მონახო. როცა პენალტის დასარტყმელად მიდიხარ, თუ შენ თავთან მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმაზე ფიქრით და იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უფრო მეტი გემუშავა შენ თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი იმ პენალტის დროსაც და ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ", - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა. გიორგი ქოჩორაშვილი ფეხბურთელებს შორის პირველი იყო, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თბილისში მიმდინარე აქციების და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. მან "ინსტაგრამზე" თავისი პატარა დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა ეჭირა. ამ პოსტის გამო გიორგი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. თბილისის მერ­მა კახა კალაძემ კი თქვა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია, გახარიას წარმომადგენელი“. https://www.ghn.ge/index.php/news/311094-rotsa-itsi-rom-martali-khar-sheni-ojakhi-martalia-sheni-kveqana-martalia-ufro-advilia-stsori-gza-monakho-giorgi-kochorashvili როცა იცი, რომ მარ­თა­ლი ხარ, შენი ოჯა­ხი მარ­თა­ლია, შენი ქვე­ყა­ნა მარ­თა­ლია, უფრო ად­ვი­ლია, სწო­რი გზა მო­ნა­ხო - გიორგი ქოჩორაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/929204663.jpg 2024-04-23 311094 საქართველოში მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის მისადმი საზოგადოების ნდობას - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართველები გამოდიოდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. „ასევე, გაიმართა საზოგადოების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ხმა მისცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია, რომ შემდგომი პროგრესი მოხდეს ცხრა სფეროში, რაც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმასა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. „ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემები მოიცავდა სანდო ინფორმაციას წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ასევე თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, ასევე სერიოზული პრობლემების თაობაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოძიებებისა და სასამართლო დევნის შესახებ, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. აგრეთვე, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის, ცნობებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის თაობაზე, შეკრების თავისუფლების უფლებაში არსებითი ჩარევის შესახებ, ცნობებს მთავრობაში სერიოზული კორუფციის შესახებ, ასევე დანაშაულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარას“, – ნათქვამია ანგარიშში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, წერია, რომ „მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს“. „მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან როგორც სასამართლოს შიგნიდან, ისე გარედანაც, როდესაც საქმეები ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში ხაზგასმულია სასამართლოში არსებული კორუფცია, რაც კერძოდ უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ ან სხვა უკანონო მოტივის მქონედ მიიჩნევს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესაც. ანგარიშის ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად. დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, ნახსენებია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონის წინააღმდეგ გამართული გამართული აქციებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონი უკან გაიწვია. (საქართველოს პირველი არხი) https://www.ghn.ge/index.php/news/311084-sakartveloshi-mosamartleebi-dautsvelebi-iqvnen-politikuri-zetsolisgan-sasamartlo-sistemis-gaumchvirvaloba-dzirs-utkhris-misadmi-sazogadoebis-ndobas-sakhelmtsifo-departamentis-angarishi საქართველოში მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2053688376.jpg 2024-04-23 311084 თავიდან ვერ ავიცილე ისტორიაში ყველაზე საზარელი თავდასხმა ისრაელზე - ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აარონ ჰალივმა თანამდებობა დატოვა და პასუხისმგებლობა აიღო იმ შეცდომებზე, რამაც ჰამასს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის საშუალება მისცა. გენერალ-მაიორი აარონ ჰალივა, რომელიც 38 წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში, იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მაღალჩინოსან  მეთაურს შორის, რომელმაც თქვა, რომ ვერ განჭვრიტა და თავიდან ვერ აიცილა ყველაზე საზარელი თავდასხმა ისრაელის ისტორიაში. „ჩემი მეთაურობით დაზვერვის სამსახურმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. მას შემდეგ დავატარებ თვირთად ამ შავ დღეს“, - წერს ჰალივა გადადგომის შესახებ წერილში. ის თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე მისი შემცვლელი არ დაინიშნება. ისრაელის მედია ელოდება, რომ ღაზაში სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ სხვა მაღალი რანგის პირებიც გადადგებიან. ისრაელის თავდაცვის მეთაურმა ჰერცი ჰალევიმ და შიდა დაზვერვის ხელმძღვანელმა რონენ ბარმა აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმის შემდეგ, მაგრამ დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე,  ღაზაში ომის დასრულებამდე. https://www.ghn.ge/index.php/news/311083-tavidan-ver-avitsile-istoriashi-qvelaze-sazareli-tavdaskhma-israelze-israelis-samkhedro-dazvervis-khelmdzghvaneli-tanamdebobidan-gadadga თავიდან ვერ ავიცილე ისტორიაში ყველაზე საზარელი თავდასხმა ისრაელზე - ისრაელის  სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/253513339.png 2024-04-23 311083 აშშ კვლავ შეშფოთებულია „უცხოეთის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელი, რობერტ გილქრისტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია „უცხოეთის აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს. „რაც შეეხება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს საქართველოში, აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ ამ კანონის ამოქმედების შეთხვევაში, ეს კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან. ჩვენ ანალოგიურად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინფორმაციასთან“, – განაცხადა რობერტ გილქრისტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311082-ashsh-kvlav-sheshfotebulia-utskhoetis-agentebis-kanonproekttan-dakavshirebit-sakhelmtsifo-departamentis-tsarmomadgeneli აშშ კვლავ შეშფოთებულია „უცხოეთის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/952734345.jpg 2024-04-22 311082 მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს - შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს,  დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311081-movutsodebt-kartuli-otsnebis-ofistan-mimdinare-aktsiis-organizatorebsa-da-monatsileebs-ar-gastsdnen-shekrebis-da-gamokhatvis-tavisuflebis-kanonit-dasashveb-farglebs-shss მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს - შსს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1108311451.jpg 2024-04-22 311081 „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ ოცნებას“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა უკეთ გააგონონ პროტესტის ხმა „ქართულ ოცნებას“. თუმცა მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. https://www.ghn.ge/index.php/news/311080-kartuli-otsnebis-ofistan-saprotesto-aktsia-mimdinareobs „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/464829579.png 2024-04-22 311080 ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ სენატის მიერ უკრაინის თავდაცვითი დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ კანონს დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამში წერს.  „ტელეფონით ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი  და სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს . მე მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს  დახმარებისთვის, რომელიც არ სუსტდება, ასევე ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის. მე მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი და ის გააძლიერებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შორ მანძილე მოქმედ შეიარაღებას და საარტილერიო შესაძლებლობებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ბიდენთან საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის განგძრობად ტერორზე. მათ შორის დღეს  ხარკოვის ტელეანძაზე განხორციელებულ თავდასხამზე. პრეზიდენტებმა  ასევე განიხილეს უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისა და მშვიდობის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები. https://www.ghn.ge/index.php/news/311079-jo-baidenma-damartsmuna-rom-ukrainis-tavdatsviti-dakhmareba-ikneba-stsrafi-da-mdzlavri ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/355901064.png 2024-04-22 311079 აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „ტიფლის პალასთან“, სადაც რუსეთიდან ჩამოსული პირები კონფერენციას ატარებენ, აქცია გამართეს სასტუმრო „ტიფლის პალასთან“  საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ  აქცია გამართეს. როგორც მათ თქვეს, სასტუმროში ტარდება კონფერენცია, რომელსაც რუსეთიდან ჩამოსული პირები ესწრებიან. პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს. „იმ წუთებში, როცა საქართველოში გამოსული არიან სტუდენტები და აპროტესტებენ რუსულ კანონს, არავის აქვს მორალური უფლება, „ფეესბეს“ და კაგებეს აგენტები თბილისის ცენტრში ისხდნენ და მშვიდობიანად ყავას სვამდნენ. არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „ტიფლის პალასიდან“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს https://www.ghn.ge/index.php/news/311078-aktsiis-monatsileebma-sastumro-tiflis-palastan-sadats-rusetidan-chamosuli-pirebi-konferentsias-atareben-aktsia-gamartes საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, სასტუმრო „ტიფლის პალასთან“, სადაც რუსეთიდან ჩამოსული პირები კონფერენციას მარფტავენ,  აქცია გამართეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/963916749.jpg 2024-04-22 311078 საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში - რიკარდ იოზვიაკი "გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში", - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ წერს. "საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულიყო ბრიუსელში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოზე," - წერს იოზვიაკი. https://www.ghn.ge/index.php/news/311077-sagareo-sakmeta-ministrebis-sabchoze-gaizhghera-motsodebam-rom-evropeli-ministrebi-chavidnen-sakartveloshi-rikard-iozviaki საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში - რიკარდ იოზვიაკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1714970646.jpg 2024-04-22 311077 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო - ჯოზეფ ბორელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. „ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.(პირველი არხი) https://www.ghn.ge/index.php/news/311076-evrokavshiris-sagareo-sakmeta-ministrebma-gamokhates-sheshfoteba-sakartveloshi-sagareo-gavlenis-gamchvirvalobis-kanonis-gamo-jozef-boreli ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო - ჯოზეფ ბორელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/753524724.jpg 2024-04-22 311076 „დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - რომან ფიფია ირაკლი კობახიძეს პასუხობს „დინამო თბილისის” პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მან ფიფიაზე თქვა, რომ „როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკა. რომან ფიფიას განცხადება: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება. პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება დინამო თბილისის შეძენამდეც, წლების განმავლობაში. რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს – სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით. დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო. დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა. 2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია. მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში დინამო თბილისის აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. დინამო თბილისის აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20 ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შექავს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში. წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. დინამო თბილისი არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია. ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსვკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება. დინამო თბილისის მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა”, – ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „დინამო თბილისის” პრეზიდენტი, რომან ფიფია გააკრიტიკა.  „ცოტა ხნის წინ, ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა, ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ, მაგრამ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები, თბილისის დინამოს სახელით, სპორტული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბილისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ კლუბის სახელით. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311075-dinamo-tbilisi-mudmivad-dgas-kartvel-khalkhtan-ertad-roman-fifia-irakli-kobakhidzes-pasukhobs დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად - რომან ფიფია ირაკლი კობახიძეს პასუხობს კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1740472247.jpg 2024-04-22 311075 რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე იერიში მიიტანა 22 აპრილს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხარკოვში დარტყმა მიიტანეს ხარკოვის ტელეანძაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულ მედია ხარკოვის ოქლის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ სინეგუბოვზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ხარკოვის ტელეანძის სიმაღლე 240 მეტრი იყო. ის ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311074-rusetma-kharkovis-teleandzaze-ierishi-miitana რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე დარტყმა მიიტანა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1584920947.jpg 2024-04-22 311074 ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა - თსუ-ს სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტების თქმით, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს ლექტორის საქმიანობა უნივერსიტეტში. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ჩვენ შევქმნით პეტიციას. ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობა არ გააგრძელოს. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას ჰქონდეს შეხება სტუდენტებთან. ჩვენ ვნახეთ, როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა უნივერსიტეტის ეზოში, როდესაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წევრები. ჩვენ ვხედავთ იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენ ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ ამ ხელმოწერებს აზრი არ ექნება, რადგან ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგებინოთ სრულიად საქართველოს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არ გვსურს, რომ ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობა, რადგან მას ამის უფლება არ აქვს", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311072-vitsqebt-khelmotserebis-shegrovebas-rom-irakli-kobakhidzem-aghar-gaagrdzelos-sakmianoba-tsu-s-studenti ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა - თსუ-ს სტუდენტი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1394693214.jpg 2024-04-22 311072 ძალიან დიდი განსხვავებაა საზოგადოების გულწრფელ პროტესტსა და იმ ადამიანების პოზიციაში, ვისი უმრავლესობაც საბიუჯეტო ხელფასის, დაშინებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დადგება ხელისუფლების კონტრაქციაზე - გიგი წერეთელი ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმდჯომარე, გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.  როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მოულოდნელი არ არის, რომ ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავს. გასაგებია, რომ შეკრება და აზრის გამოხატვა საჯაროდ , ფუნდამენტური უფლებაა და ეს უფლება მმართველ პარტიასაც აქვს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ აქცია მასშტაბური გამოვიდეს იმ ფონზე, როცა დიდი პროტესტი არსებობს ხელისუფლების  მიერ რუსული სტილის  კანონის შემობრუნების და ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ. „ყველას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საზოგადოების გულწრფელ პროტესტსა და იმ ადამიანების პროტესტში, ვისი უმრავლესობაც, არა საკუთარი ემოციის, არამედ  საბიუჯეტო ხელფასის, დაშინებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დადგება სახელისუფლებო კონტრაქციაზე. ისტორია განსჯის მათ როლს, თუ რას უჭერენ მხარს ამ პროცესში და რის გამო უპირისპირდებიან საქართველოს დასავლურ , ცივილიზებულ  მომავალს. ამგვარი ტიპის პროტესტი კონკურენციაში ვერ შევა ახალგაზრდების და საზოგადოების დიდი ნაწილის გულწრფელ პროტესტთან და იმ ჯანსაღ დამოკიდებულებასთან, რომელიც დღეს არსებობს  ევროპასთან დისტანცირებისა და რუსული გავლენის გაძლიერების მიმართ საქართველოში“ - თქვა გიგი წერეთელმა https://www.ghn.ge/index.php/news/311071-dzalian-didi-ganskhvavebaa-sazogadoebis-gultsrfel-protestsa-da-im-adamianebis-pozitsiashi-visi-umravlesobats-sabiujeto-khelfasis-dashinebisa-da-politikuri-koniunkturis-gamo-dadgeba-khelisuflebis-kontraktsiaze-gigi-tsereteli ძალიან დიდი განსხვავებაა საზოგადოების გულწრფელ პროტესტსა და იმ ადამიანების პოზიციაში, ვისი უმრავლესობაც საბიუჯეტო ხელფასის, დაშინებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დადგება ხელისუფლების კონტრაქციაზე - გიგი წერეთელი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1902619318.jpeg 2024-04-22 311071 ლარი გაუფასურდა 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8469 ლარი გახდა. 2.55 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2968 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 8.21 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/311069-lari-gaufasurda ლარი გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1265355928.jpg 2024-04-22 311069 2 თუ 3 თეატრი უერთდება პროტესტს, უმრავლესობა სახელმწიფო თეატრებში მხარს უჭერენ ამ კანონს - თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელოვანთა უმრავლესობა და პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში დასაქმებულები, მხარს უჭერენ გამჭვირვალობის კანონს. მისი თქმით, მხოლოდ ორი თუ სამი თეატრი უერთდება პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ. "მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს", - თქვა თეა წულუკიანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311073-2-tu-3-teatri-uertdeba-protests-umravlesoba-sakhelmtsifo-teatrebshi-mkhars-ucheren-am-kanons-tea-tsulukiani 2 თუ 3 თეატრი უერთდება პროტესტს, უმრავლესობა სახელმწიფო თეატრებში მხარს უჭერენ ამ კანონს - თეა წულუკიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/765772037.jpg 2024-04-22 311073 ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული - გია ვოლსკი ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, ივანიშვილის ცუდ კონტექსტში წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს.  „ბიძინა ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული ძალიან კარგ პროექტებზე, იმაზე, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შედის და არასდროს არაფერი აქედან არსად არ წაუღია, განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი ბანკიდან გამოაქვს თანხა და მერე ოფშორულ ზონაში რიცხავს და მილიონობით არის ეს თანხა გადარიცხული და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ უწოდა ამას თაღლითობა. ბიძინა ივანიშვილთან შედარება ან უარყოფით კონტექსტში წარმოდგენა არასწორია, მორალურადაც არასწორია და რასაკვირველია, პოლიტიკას ამორალურობა ახასიათებს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთ განცხადებას აკეთებს,“ - განაცხადა ცოლსკიმ ვოლსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/311068-ivanishvils-tu-odesme-rame-resursi-hkonia-udidesi-natsili-sakartveloshi-akvs-dakharjuli-gia-volski ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული - გია ვოლსკი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/297471207.png 2024-04-22 311068 ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში ის ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” – გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას თამარ გაბუნია განაგრძობს. https://www.ghn.ge/index.php/news/311070-jandatsvis-ministrs-sami-akhali-moadgile-hqavs ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეებად თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე დაინიშნენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/232060064.jpg 2024-04-22 311070 ცნობილი თუ ყოფილი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში - თეა წულუკიანი ვერცერთ საჯარო განცხადებას ვერ ნახავთ, რომლის ფარგლებშიც რომელიმე ხელოვანი გამეკრიტიკებინოს პოზიციის გამო, თუ არ ჩავთვლით ანიტა რაჭველიშვილის შემთხვევას, – კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. წულუკიანის თქმით, თავადაც აქვს უფლება, გამოხატოს აზრი იმ სიტყვებითა და ფორმულირებით, როგორც სურს. „ცნობილი მომღერალი თუ ყოფილი მომღერალი ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში. ეს არის უცნაურობა პოზიციასა და ქცევას შორის. როგორც თქვენ, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი თავისუფლად იმ ფორმულირებითა და სიტყვებით, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი. საქმე გახლავთ შემდეგში: ზოგიერთს აღიზიანებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიძლება საერთოდ იფიქროს, რამე თქვას. აი, ეს არის ზოგიერთისთვის პრობლემა. რატომღაც ითვლება, რომ ყველა სხვას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, უხეშად; ყველა სხვას აქვს უფლება, დააბულინგოს „ქართული ოცნების“ მომხრე და წარმომადგენელი. მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს არ გვაქვს უფლება, გულში გავივლოთ რაიმე აზრი, მით უმეტეს, ეს აზრი გამოვხატოთ. მინდა, გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. ვფიქრობ შემდეგს  – რომელიმე ხელოვანი თვლის, რომ ყოველგვარი რუსული მიუღებელია, ერთგულია ამ მიდგომის და არ მღერის პუტინის რუსეთში ან თავს იკავებს ნებისმიერი საპირისპირო პოზიციისგან და ამბობს სიმართლეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა დღეს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილის 2014 წლის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „ეს მოსკოვში უმღერა. სრულიად გამჭვირვალედ, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა და სანამ დაკარგავდა (დალოცვილ) ხმას!“ https://www.ghn.ge/index.php/news/311067-tsnobili-tu-qofili-momgherali-anita-rachvelishvili-ambobs-rom-es-khelisufleba-aris-turme-rusuli-da-2008-tslis-agvistos-omis-shemdeg-putins-umgheris-rusetshi-tea-tsulukiani ცნობილი თუ ყოფილი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში - თეა წულუკიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2051269619.jpg 2024-04-22 311067 განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას - ირაკლი კობახიძე განხილვების საფუძველზე შედგა საბოლოო სახით განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. „მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ჩვენ ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილული იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით. აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები მშობლები სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება. პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება;   სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება;  ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების  წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი 20 წელია, ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა და დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  https://www.ghn.ge/index.php/news/311066-ganatlebis-erovnuli-miznebis-dokumenti-efudzneba-patriotizmsa-da-erovnul-suliskvetebas-irakli-kobakhidze განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1686463383.jpg 2024-04-22 311066 მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული - ნიკა გვარამია პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ 29 დააანონსებულ აქციას ეხმიანება „მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი მასწავლებლების და საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული“, - .წერს ნიკა გვარამია. https://www.ghn.ge/index.php/news/311065-mostsavleebis-da-studentebis-aktsias-rom-dzalit-moqvanili-sajaro-mokheleebis-kontraktsias-daupirispireb-ee-ikaa-dasasruli-nika-gvaramia მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული - ნიკა გვარამია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1344615405.png 2024-04-22 311065 თუ ვინმეს ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით - გიგი უგულავა თუ ვინმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე. გეგონება, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების"  დაანონსებული აქცია სახელისუფლებო გუნდისთვის საფრთხედ გამოიყურება.  „მაგნიტად იყენებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მოიყვანონ თავისი მომხრეები. ძალიან სამარცხვინოდ, ძალიან უტვინოდ გამოიყურება და ძალიან სახიფათოდ გამოიყურება და სახიფათოდ გამოყურება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ მე მახსოვს 2003 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით და მოთხოვნით ასლან აბაშიძემ თავისი პარტაქტივი ჩამოიყვანა, აქ გაშალეს, დიდი ამბავი ჰქონდათ რუსთაველზე და უკვე 23-ში ის ხელისუფლებაც, ვინც ეს ხალხი ჩამოიყვანა გოდრებით, გაქრა შარშანდელი თოვლივით. ამიტომ, თუ ვინმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე. გეგონება, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით, თავისი ჩამორჩენილობით, თავისი პროვინციალიზმით და თავისი მოღალატეობრივი და თავისი სიხარბით“, - განაცხადა  გიგი უგულავამ.  https://www.ghn.ge/index.php/news/311064-tu-vinmes-hgavs-bidzina-ivanishvili-es-aris-aslan-abashidze-gachrili-tqupistsalia-tavisi-rusobit-gigi-ugulava თუ ვინმეს ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით - გიგი უგულავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1992792067.png 2024-04-22 311064 წინა ხელისუფლების დროს მწვრთნელს აიძულებდნენ, პოლიტიკური მიზეზების გამო ტოპლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოეძახებინა - ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით სპორტი, და ამ შემთხვევაში ფეხბურთი, წარუმატებლობამდე მიიყვანა. „წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს უარი უთხრეს მის ნაკრებში გამოძახებაზე. მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე საკუთარი ხარჯით უწევდათ ჩამოფრენა“, – აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311063-tsina-khelisuflebis-dros-mtsvrtnels-aidzulebdnen-politikuri-mizezebis-gamo-topligashi-motamashe-fekhburteli-nakrebshi-ar-gamoedzakhebina-irakli-kobakhidze წინა ხელისუფლების დროს მწვრთნელს აიძულებდნენ, პოლიტიკური მიზეზების გამო ტოპლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოეძახებინა - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1496788663.jpg 2024-04-22 311063 განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს - ანრი ოხანაშვილი „ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენს ხალხს ლეგიტიმაცია უკვე აქვს გამოცხადებული, თუმცა კიდევ ერთხელ არის საჭირო  სახალხო ლეგიტიმაციის დადასტურება. საკითხი უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა  და არასრულწლოვანთა დაცვას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა  ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. მისი თქმით,  სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. „ფრიდონ ინჯიაა წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ისევე, როგორც „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს საყოველთაო-სახალხო განხილვას. აქ მოუწევდათ მათ პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვნებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია. მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი  საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელშიც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, რასაც ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი სწავლების შეტანა, რომელსაც  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ სწავლებას უწოდებენ. „როდესაც ჩვენ დავსვით საკითხი, თუ რას გულისხმობდნენ  ბაღებში „გენდერული თანასწორობის სწავლებაში“ და იგულისხმებოდა თუ არა, რომ ბავშვებისთვის მიზანმიმართულად სურთ პროპაგანდა გაუწიონ  „ამ ტიპის“ ცხოვრების, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაცრი. დაუშვებელია ბაღში, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს ვინმემ, რას ნიშნავს დაიბადო ბიჭად ან გოგოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს ამას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია, ამიტომ მას სჭირდება ჩვენი საზოგადოების მკაფიო პასუხი.  ჩვენ განსხვავებული ცხოვრების წესის შეფასებაში არ  შევდივართ, ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი. განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს. აქ საუბარია მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ უნდა დაიწყოს სწავლება ბაღებში, სკოლებში და ბავშვებს ასწავლო, რომ ნორმალურია დაიბადო ბიჭად, მაგრამ ფიქრობდე, რომ შენ ხარ გოგო. ხდება სპეციალური ანიმაციური სცენების  წარდგენა, რაც არის  პოპულარიზაცია. ამას ისახავენ მიზნად“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311061-ganskhvavebuli-tskhovrebis-tsesi-datsulia-aravis-ekneba-ufleba-rom-diskriminatsiulad-moepqros-vinmes-anri-okhanashvili განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს - ანრი ოხანაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1578468642.jpg 2024-04-22 311061 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის პირველი, სასკოლო რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები ეროვნულ რაუნდზე გადავლენ, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. ეროვნული რაუნდიდან გამოვლენილი საუკეთესო 10 მოსწავლე ინტენსიურ კურსსა და გადამზადებას საზაფხულო ბანაკში გაივლის. 5 საუკეთესო მოსწავლისგან  დაკომპლექტდება გუნდი კი, რომელიც საერთაშორისო რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრება. „საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის ოლიმპიადას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური კუთხით ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ოლიმპიადის დახმარებით მათ ეძლევათ  საერთაშორისო კონკურსზე გასვლის და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გამოვლენის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, საერთაშორისო რაუნდში მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ და მოწინავე პოზიციებს  დაიკავებენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას“ (GELi) მიერ, საქართველოს ბანკის და Economic Fundamentals Initiative-ის მხარდაჭერით ხორციელდება. https://www.ghn.ge/index.php/news/311060-sakartvelos-bankis-mkhardacherit-ekonomikis-olimpiadis-saskolo-raundi-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/744612390.png 2024-04-22 311060 დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ახალგაზრდებს ზურგს უკან ეფარებიან - ირაკლი ქადაგიშვილი დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ზურგს უკან ეფარებიან ყველაზე ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. „ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანონ. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ არჩევნების ღიად და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარების. გამჭვირვალე არჩევნების ეშინიათ მდიდარ „ენჯეოებსაც“. მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოში ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ოპოზიციას სწორედ ეს შიში აწუხებს. დასანანია, რომ ადამიანები, რომლებიც დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის შიშით არიან შეპყრობილი, ზურგს უკან არიან ეფარებიან  ყველაზე უფრო ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. საზოგადოება 29 აპრილს მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამხელს იმ ადამიანებს, ვისაც გამჭვირვალეობისა და დემოკრატიის ეშინიათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311062-dasanania-rom-demokratiisa-da-gamchvirvalobis-shishit-shepqrobili-adamianebi-akhalgazrdebs-zurgs-ukan-efarebian-irakli-kadagishvili დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ახალგაზრდებს ზურგს უკან ეფარებიან - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1812095973.jpg 2024-04-22 311062 მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში - ირაკლი კობახიძე აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. „მესტიის აეროპორტი - ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების,  რეგიონული მიმოსვლის განვითარება. იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. პირველი კვარტალიც მიმდინარე წელს იყო ძალიან კარგი, რომ შევადაროთ ამა წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, ვუმასპინძლეთ 1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც 1 მლნ იყო ტურისტი, შესაბამისად, გვჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ საქართველოში.  ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის, რეგიონიდან, სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისთვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების. მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311059-mestiis-aeroportshi-tanamedrove-standartebis-akhali-terminali-ashendeba-rats-khels-sheutsqobs-turistebis-raodenobis-kidev-ufro-gazrdas-svanetshi-irakli-kobakhidze მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/317807409.jpg 2024-04-22 311059 „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობას, უნდოდა დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა - ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას - ირაკლი კობახიძე ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. „მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე  მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს“, ათ თამაშში  აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს. ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში  მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით“, - აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311058-tbilisis-dinamos-khelmdzghvanelobas-undoda-dinamos-bazis-teritoriaze-korpusebis-mshenebloba-es-aris-damokidebuleba-rats-aris-zustad-im-politikis-gamovlineba-rats-hkonda-tsina-khelisuflebas-irakli-kobakhidze „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობას, უნდოდა დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა - ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2091728817.jpg 2024-04-22 311058 საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით - სოზარ სუბარი „კანონი, რომელის მიღებაზეც ვსაუბრობთ, სულ ერთი მუხლია და რვა პუნქტისგან შედგება, ეს არის კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ -  არაფერი მეტი. ეს  არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიღება საჭირო გახდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. „დღეს ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, რომ რეალურად გახდა ეს კანონი საჭირო. მაგალითად, რაც ხდება პოლონეთში, რაც ხდება უნგრეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან.  ეს არის სწორედ ოჯახის, ბავშვის უფლებების დაცვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.   მან ყურადღება გაამახვილა ერთსქესიანთა ოჯახებში მყოფ ბავშვთა ფსიქოლოგიურ საკითხებზე და აღნიშნა, რომ  სამეცნიერო კვლევების თანახმად, ასეთ ბავშვებში ფსიქიკური და ემოციური პრობლემები ორჯერ და სამჯერ მეტია. მისივე განცხადებით,  ეს საკითხი უფრო და უფრო პრობლემური გახდება, რადგან, როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ამაზე საკანონმდებლო დონეზე იწყება საუბარი, ამას მოჰყვება პირველ რიგში უზარმაზარი რაოდენობით ფული და ხელისუფლებებზე ზეწოლა იწყება, რომ  თამაშის წესებს დაემორჩილონ.   „ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით. არ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო.  არავის წინააღმდეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ჩვენს უფლებას ვიყოთ ისეთები, როგორიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით. როგორსაც ჩვენი და ნებისმიერი სხვა სარწმუნოება ასწავლის. ეს არის არა რომელიმე სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს არის ურწმუნოებისა და აღვირახსნილობის ბრძოლა. თუმცა, ყველა ქვეყანაში არის ძალა, არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით რა საშინელი საშიშროების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა.   ამისთვის ჩვენც ჩვენი ერთი აგური უნდა დავდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის და ერის დაცვაში, ისე კაცობრიობის დაცვაში“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311057-sachiroa-sakonstitutsio-doneze-gavamqarot-is-ritats-dghemde-movsulvart-da-romelsats-tu-ar-davitsavt-khval-aravin-itsis-vin-viknebit-sozar-subari საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით - სოზარ სუბარი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/224885404.jpg 2024-04-22 311057 თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - ირაკლი კობახიძე გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანი ​მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.  „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  https://www.ghn.ge/index.php/news/311056-tbilisshi-70-atas-maqurebelze-gatvlili-stadioni-ashendeba-irakli-kobakhidze თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/532203165.jfif 2024-04-22 311056 საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შევიტანთ - ირაკლი კობახიძე საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311055-sakartvelo-2028-tslis-chempionta-ligis-finalis-maspindzlobaze-ganatskhads-shevitant-irakli-kobakhidze საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შევიტანთ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/935858753.jpg 2024-04-22 311055 ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა - პრემიერი  ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა. „ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ პირდებოდნენ, პოსტ ფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტ ფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიცირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი. ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა. კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა - მაშინ ადგნენ და გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა დიდუბეში, რომელიც იყო არა მარტო ბაზა, ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს. თან მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელ ინვესტორს ისე მისცეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი. ეს იყო დამოკიდებულება. არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი უნდა გიყვარდეს რომ ასეთი რამ გააკეთო. როგორ შეიძლება „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა, რომელიც 1949 წელს აშენდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თაობები გაზარდა, აიღეს და გაასხვისეს, კორუფცია და ათასი მიზეზი, აღარ მინდა ჩამოვთვალო. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და განვაგრძოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311054-nakrebis-fekhburtelebi-chamodiodnen-sakutari-kharjebit-tamashebze-aset-pirobebshi-rogor-sheidzleba-raime-tsarmatebas-miaghtsios-sportma-premieri ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა - პრემიერი  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/733687832.jpg 2024-04-22 311054 თენგიზ ნასარიძე ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხები განიხილა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს დირექტორ ფორტუნატას დირგინჩუსთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების და ამ პროცესში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.  „ლიეტუვის რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში, ექსპერტების ვიზიტები დაიგეგმა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების კუთხით არსებულ ცოდნას გაგვიზიარებენ“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/index.php/news/311053-tengiz-nasaridze-lietuvis-erovnuli-gadamkhdeli-saagentos-tsarmomadgenlebs-shekhvda თენგიზ ნასარიძე ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/895015221.JPG 2024-04-22 311053 შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი - ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მმართველი საბჭოს შეხვედრის მიზანს პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი დანაყოფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღისა და ბირთვული მასალები მიკვლევა-ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტის ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. https://www.ghn.ge/index.php/news/311052-shinagan-sakmeta-saministroshi-konteinerebis-kontrolis-programis-mokmedi-mmartveli-sabchos-shekhvedra-gaimarta შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1595086467.jpeg 2024-04-22 311052 ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, აუცილებელია, რომ დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და კონსტიტუციით მოწესრიგებული - შალვა პაპუაშვილი „გამოცდილება გვკარნახობს, რომ თუ არის საკითხები, რომელიც ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობისაა, აუცილებელია, რომ დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და კონსტიტუციით მოწესრიგებული, რომლის შეხებაც და შეცვლაც რთულია. კონსტიტუციის ცვლილებას  დღეის მდგომარეობით, სჭირდება სამი მეოთხედი იმისთვის, რომ მყისიერად  შევიდეს ძალაში, ამიტომ ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, რომელიც დაცულია პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაც საკითხების გადაწყვეტიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში,  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან პირველ შეხვედრაზე. შეხვედრაზე განიხილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები.   შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქუთაისი დაკავშირებულია არა მხოლოდ ჩვენს ისტორიასთან, არამედ ტრადიციებთან, ფასეულობებთან და ღირებულებებთან. „ჩვენი დღევანდელი  განხილვის თემაც ისეთია, რომელიც ზუსტად ამ ქალაქს ეკადრება. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ცვლილებები, რომელიც ეხება ერთი მხრივ, კონსტიტუციის 30-ე მუხლში ცვლილებას და ამავე დროს, ეხება კონსტიტუციური კანონის ცალკე მიღებას. მიზეზი და საფუძველი ამ ცვლილების ინიცირების არის ის ტენდენციები, რომელსაც ჩვენ ყველა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა ტენდენციებიც არის ხოლმე მსოფლიოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთანაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ, აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ მხრივ ჩვენ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით - რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც  საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს. 16 აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც 17 აპრილიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას შეუდგა. მოსახლეობასთან შეხვედრები  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საკითხის აქტუალობაზე და ამ ეტაპზე მისი განხილვის  საჭიროებაზე. „მე, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები, ვიყავი 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, როდესაც  კონსტიტუციის ცვლილების ბოლო რედაქცია, ირაკლის კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავდა და მივიღეთ. ცვლილებით კონსტიტუციის 30-ე მუხლში ჩაიწერა - „ქორწინება, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი“ და მაშინაც იყო ზუსტად იგივე არგუმენტი - კი, მაგრამ „სამოქალაქო კოდექსში“ ეს ისედაც ასეა მოწესრიგებული და რა საჭიროა კონსტიტუციაში ამის ჩაწერა? კონსტიტუციით  საკითხის გამყარება არის აბსოლუტურად სხვა დონე,  სხვა სიმტკიცე და ასევე სხვა პოზიცია მთლიანად ერის და ხალხის, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მაშინაც იყო საუბარი, რომ  იმ მომენტში შეიძლება არ იყო აქტუალური, მაგრამ ტენდენციები ჩანდა, რომ ეს აქტუალური გახდებოდა საქართველოშიც. მართლაც, 2017 წლის შემდეგ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ეს საკითხები - ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საქართველოში კვლავ წამოწეულიყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/311051-erovnuli-mnishvnelobis-sakitkhebi-autsilebelia-rom-droulad-iqos-gankhiluli-shetankhmebuli-da-konstitutsiit-motsesrigebuli-shalva-papuashvili ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, აუცილებელია, რომ დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და კონსტიტუციით მოწესრიგებული - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1918831678.jpg 2024-04-22 311051 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი ყველამ უნდა დაინახოს - შალვა პაპუაშვილი ჩვენი მხარდამჭერების და მოქალაქეების მხრიდან იყო დამოკიდებულება, რომ შეუძლებელია, როცა ვხედავთ, ოპოზიციის ნაწილი როგორ ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები, ითამაშოს მათ ემოციებზე, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს მეტ ინფორმაციას, ამიტომ დაიგეგმა აქცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველა ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია ამ საკითხზე და ზოგადად, იმ საკითხებზე, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. „ზოგადად, ეს დიდი სახალხო ღონისძიება იქნება, სადაც იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის მომენტი, როცა ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რა უნდა ჩვენს საზოგადოება, სად დგას. ის ერი, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლით და ბრძოლით, რომელიც 30 წელია, აშენებს ქვეყანას, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე, როგორც დემოკრატიული განვითარებით, ისე ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ვართ მოწინავეები რეგიონში და რეგიონს მიღმაც. ამ ერს როცა აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს, ეს არის მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა თქვას, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/311050-29-aprils-qvelas-vitsvevt-movidnen-rustavelze-sakartveloshi-khelisuflebis-tsqaro-aris-khalkhi-da-es-khalkhi-qvelam-unda-dainakhos-shalva-papuashvili 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი ყველამ უნდა დაინახოს - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1603402913.jpeg 2024-04-22 311050 „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში - 30%-იანი. Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებს. ამერიკული ბრენდის პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით. Energizer-ის ბრენდი კომპანია CLARIOS-ის დაქვემდებარებაშია და მისი აკუმულატორები იმავე ქარხანაში მზადდება, რომელშიც VARTA-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ხარისხის, გამძლეობისა და წარმოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტია. ანა იობიძე, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი: „Energizer აკუმულატორების წარმოებისას Stamped grid technology-ს იყენებს. ეს არის ტყვიის ფირფიტების წარმოების უნიკალური ტექნოლოგია. ჩვეულებრივი ტყვიის ფირფიტების წარმოების პროცესისგან განსხვავებით, Stamped grid technology-ს შემთხვევაში, ნაკლები ენერგია გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. ასევე გაძლიერებულია კოროზიისგან დაცვა და გახანგრძლივებულია ექსპლუატაციის პერიოდი. Energizer აკუმულატორებს  მოწინავე AGM და EFB  ტექნოლოგიით აწარმოებს. AGM (Absorbent Glass Mat) ტექნოლოგია განკუთვნილია START-STOP სისტემით აღჭურვილი და ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა (Bluetech და სხვა) ძრავების მქონე ავტომობილებისათვის. დღესდღეობით თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია Start-Stop სისტემით, რაც უზრუნველყოფს  საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილები საჭიროებენ AGM და EFB ტექნოლოგიით წარმოებულ უახლეს აკუმულატორებს, რასაც სწორედ Energizer გვთავაზობს“. AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას, ჰერმეტული კონსტრუქცია საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს, თუნდაც ავტომობილის სალონში. რაც შეეხება EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგიას, რისი საშუალებითაც ვიღებთ აკუმულატორს თხევადი ელექტროლიტით - მისი მთავარი მახასიათებლები ის არის, რომ უძლებს უფრო მეტ ღრმა განმუხტვას, ვიდრე კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორები, აქვს გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, გამოირჩევა დამუხტვის მოკლე პერიოდითა და პროდუქტიული მუშაობით ექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმში. Energizer-ის საქმიანობა 1896 წლიდან იწყება, როცა კომპანიაში პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან სთავაზობს ის მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციას, გარემოზე ზრუნვის სტანდარტების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ  ამერიკული ბრენდის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტია ვრცელდება, რაც გულისხმობს, იმას რომ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია აკუმულატორის ამპერაჟზე. __ თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. https://www.ghn.ge/index.php/news/311049-tegeta-motorsshi-energizer-is-brendis-akumulatorebze-spetsialuri-shetavazebebi-mokmedebs „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/553348520.png 2024-04-22 311049 ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სტიმული იქნებ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს და არა უცხოელ პარტნიორს - გურამ მაჭარაშვილი ჩვენს მომხრეებში იწვევდა და იწვევს გაღიზიანებას ის მომენტი, რომ აქ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავას ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვიმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ 29 აპრილს დააანონსებულ აქციაზე და დაადასტურა, რომ აქციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება და შეკრებილებს სიტყვითაც მიმართავს.  „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, იცით, რომ ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში და ისიც იქნება და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა კიდევ ერთხელ იქნება სტიმული ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს, ეს არის ილიას სიტყვები და არა ის, რომ ჩვენი თავი ეყუდნეს უცხოელ პარტნიორს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311048-bidzina-ivanishvilis-gamochena-stimuli-ikneb-kartveli-sazogadoebistvis-rom-chveni-tavi-chvenve-unda-gvequdnes-da-ara-utskhoel-partniors-guram-macharashvili ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სტიმული იქნებ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს და არა უცხოელ პარტნიორს - გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/321610791.jfif 2024-04-22 311048 კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი ყქმით, მოსახლეობა ევროპული მომავლის განზრახვაში ერთიანია. „კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება მხოლოდ. კარგად ესმით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ არასდროს საქართველო ასეთი ერთიანი არ ყოფილა, როგორც მის ევროპულ არჩევანშია, მთელ საქართველოსთან დაპირისპირება მათ მოუტანს მხოლოდ ერთადერთ შედეგს და ეს შედეგი არის მათი დამარცხება,“ - ამბობს წითლიძე.  შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ  საყოველთაო-სახალხო შეკრება დააანონსა.   https://www.ghn.ge/index.php/news/311047-kontraktsia-da-ivanishvilis-gamochena-kartuli-otsnebis-mkhridan-aris-ukanaskneli-gafartkhaleba-ana-tsitlidze კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1977279815.jpg 2024-04-22 311047 ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია, მაშინ, როდესაც მეორე დმხარეს დგას საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი - პეტრე ციხკარიშვილი „ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი, “-  ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე. მისი თქმით, ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა აღარანაირი რესურსი და მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც ბოლოს დაგვირგვინდა ვარდების რევოლუციით. „ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ქართული საზოგადოება, ახალგაზრდები გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ, ეს არის ბუნებრივი პროტესტი. ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან, განცხადებებთან. დარწმუნებული ვარ, 90 პროცენტი იმ ადამიანებისაც კი, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და იქ ჩამოიყვანენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იქ იდგნენ. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთნაირი განწყობა, ავალებენ სხვანაირად მოქმედებას, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდები, წარმოადგენენ მის მომავალს, მის ეროვნულ ინტერესებს და იბრძვიან ძლიერი, ევროპული პროგრესული  საქართველოსთვის. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, ვარდების რევოლუციის წინა დღეებში, როდესაც აღარანაირი რესურსი შევარდნაძე- აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა და მთელი საზოგადოება დარაზმული იყო არჩევნების რეალური შედეგის გადასარჩენად და იმ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ეწყობოდა აქციები. მათ მატარებლებით, ძირითადად აჭარიდან, ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი ადამიანი, დააყენეს რუსთაველზე და სწორედ ამით კიდევ უფრო გააბრაზეს საზოგადოება, განსაკუთრებით ქალაქი თბილისი, ახალგაზრდები და ამას მოყვა კიდევ უფრო მეტად აზვირთებული აქციები, რაც 23 ნოემბერს დაგვირგვინდა.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311046-ivanishvilma-dagegma-khelovnuri-arafrismtkmeli-kontraktsia-mashin-rodesats-meore-dmkhares-dgas-sazogadoeba-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg-da-es-protesti-aris-bunebrivi-petre-tsikhkarishvili ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია, მაშინ, როდესაც მეორე დმხარეს დგას საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი - პეტრე ციხკარიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1672344279.jpg 2024-04-22 311046 რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311045-rusulma-saokupatsio-dzalebma-sofel-dirbis-mimdebared-sakartvelos-ori-mokalake-gaitatses-sus-i რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი კონფლიქტები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1958279899.jpg 2024-04-22 311045 29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია 29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს... წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.“, - წერს ნიკა მელია. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ  საყოველთაო-სახალხო შეკრება დააანონსა. https://www.ghn.ge/index.php/news/311044-29-aprils-vnakhavt-shekrebas-demotivirebuli-da-shertskhvenili-administratsiuli-resursit-nika-melia 29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1330823058.jpg 2024-04-22 311044 ქართული იდენტობა არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს - მამუკა მდინარაძე ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, ამაზე დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა. ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას არქმევენ რუსულ საქმეს, ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიდი ილიას სიტყვები – „მამული, ენა და სარწმუნოება“ ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე, როდესაც ცდილობენ, აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს. როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც შეიძლება ჩვენზე დიდი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს. ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/311043-kartuli-identoba-arasdros-mokvdeba-vidre-samqaro-iarsebebs-mamuka-mdinaradze ქართული იდენტობა არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს - მამუკა მდინარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1159057224.jpg 2024-04-22 311043 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას - „ქართული ოცნება“ ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძისა და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ – აღნიშნულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311042-29-aprils-sakartvelos-parlamentis-tsin-vatarebt-saqoveltao-sakhalkho-shekrebas-kartuli-otsneba 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას - „ქართული ოცნება“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1146812729.png 2024-04-22 311042 მაისის შუა რიცხვებიდან უკრაინას მძიმე ვითარება ელოდება, თუმცა არმაგედონი არ იქნება - კირილო ბუდანოვი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ მაისის შუა რიცხვებში დაივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება ელოდება, თუმცა კატასტროფული შედეგები არ იქნება. „ჩვენი შეფასებით საკმაოდ მძიმე ვითარების წინაშე ვდგავართ, მაგრამუნდა გვესმოდეს, რომ ეს კატასტროფული არ იქნება,  არმაგედონი არ მოხდება, როგორც ახლა ბევრი ლაპარაკობ, თუმცა მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება," - განაცხადა ბუდანოვმა. მისი განმარტებით, ეს პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ კომპლესქურ მიდგომას“. ”ისინი {რუსები} ახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას, ჩვენ ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს იქნება რთული პერიოდი მაისის შუა რიცხვებიდან, ივნისის დასაწყისში”, - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311041-maisis-shua-ritskhvebidan-ukrainas-mdzime-vitareba-elodeba-tumtsa-armagedoni-ar-ikneba-kirilo-budanovi მაისის შუა რიცხვებიდან  უკრაინას მძიმე ვითარება ელოდება, თუმცა არმაგედონი არ იქნება - კირილო ბუდანოვი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1471495568.png 2024-04-22 311041 დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ტვიტრზე“ წერს. „დემოკრატია საფრთხეშია, რადგან მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსული სტილის კანონებს ამკვიდრებს, რათა გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ათასობით ადამიანი დემოკრატიის სახელით გამოთქვამს პროტესტს სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“,- წერს ეკა გიგაური. 🇬🇪 democracy is under threat as ruling party & founder Bidzina Ivanishvili push Russian-style laws silencing civil society & media. Thousands protest for democracy resisting govt propaganda. The West must stand with 🇬🇪, using even sanctions, to safeguard democracy in the region pic.twitter.com/fwwvG0x0pI — Eka Gigauri (@ekagigauri_) April 21, 2024   https://www.ghn.ge/index.php/news/311040-dasavleti-unda-dadges-sakartvelos-gverdit-tundats-sanktsiebis-gamoqenebit-rata-daitsvas-demokratia-eka-gigauri დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/880211581.png 2024-04-22 311040 ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. „ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე. ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა. ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია“- ნათქვამია უწყების განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/311039-bzis-mochra-amodzirkva-an-totebis-dazianeba-2000-laramde-jarimas-itvalistsinebs ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2129801613.jpg 2024-04-22 311039 აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცება დაგვიანებული არ იყო, მაგრამ შეფერხებას რეალური შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა MSNBC-თან ისაუბრა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახლა რთული ვითარებაა, ვინაიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობა აქვთ საბრძოლო მასალის მხრივ, ხოლო უკრაინული ძალები იძულებულნი არიან საბრძოლო მასალა დაზოგონ. „უკრაინელები უკვე ოთხი თვეა ცუდად არიან შეიარაღებულები. რუსებს ჰქონდათ ბევრად მეტი საბრძოლო მასალა და უკრაინა იძულებული გახდა საბრძოლო მასალა დაეზოგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მათ უდუდესი სიმამაცე გამოიჩინეს, თავიანთი ქვეყანის დაცვაში, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ ინოფრომაციაზე, უკრაინაში დამატებითი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების შესაძლო გაგზავნის შესახებ. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ნატო-ს საბრძოლო ყოფნა ჯერ კიდევ არ არის დაგეგმილი, თუმცა ალიანსის ქვეყნებს უფლება აქვთ დაეხმარონ უკრაინას და ეს ნატო-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს. ”მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირეს ჰყავს {უკრაინის} საელჩოებში სამხედრო ფორმიანი პირები, რომლებიც რჩევებს აძლევენ”, - დასძინა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. https://www.ghn.ge/index.php/news/311038-ashsh-is-samkhedro-dakhmarebis-sheferkhebas-ukrainashi-shedegebi-mohqva-iens-stoltenbergi აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/309218864.jpg 2024-04-22 311038 სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე  თავდასხმა იგეგმება. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე გავრცელდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311037-skolebsa-da-savachro-tsentrebshi-raime-sakhis-asafetkebeli-nivtiereba-an-motsqobiloba-aghmochenili-ar-qofila-sus-i მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1758318968.jpg 2024-04-22 311037 სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყიდან რაკეტებით შეუტიეს ერაყის ქალაქ ზუმარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით სულ მცირე ხუთი რაკეტა გაუშვეს. იუწყება Reuters  თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ-სუდანი  შეერთებულ შტატებს ეწვია და თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. შეგახსენებთ, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს დიდი აფეთქება მოხდა მის სამეთაურო პუნქტში კალსოს სამხედრო ბაზაზე, ბაღდადიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო საჰაერო თავდასხმის შედეგი. https://www.ghn.ge/index.php/news/311036-siriashi-ashsh-is-samkhedro-bazas-eraqidan-raketebit-sheuties სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყიდან რაკეტებით შეუტიეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1880645366.png 2024-04-22 311036 სამრთალდამცველებმა თბილისის რამდენიმე სკოლა შეამოწმეს პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის ორ სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. მათივე ცნობით,  სამართალდამცველებმა 98-ე და 146-ე საჯარო სკოლები შეამოწმეს. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც. სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა დაასრულეს. 146-ე სკოლის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს. როგორც პირველი არხი სუს-ზე დაყრდნობით იუწყება, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი. ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება. სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე  თავდასხმა იგეგმება. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე გავრცელდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311035-samrtaldamtsvelebma-tbilisis-ramdenime-skola-sheamotsmes სამრთალდამცველები თბილისის რამდენიმე სკოლაში მუაობდნენ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1589132138.png 2024-04-22 311035 აშშ-ის დახმარება უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცება უკრაინას ომის მოგების შანსს მისცემს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინას და შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ თანხით უკრაინა მიიღებს იმ დეფიციტურ იარაღს, რომელიც ასე საჭიროა მტრის მოსაგერიებლად. ეს დახმარება არ უნდა დაიხარჯოს წვრილმანებზე, არამედ მართლაც მივიღოთ იმ დეფიციტური იარაღის სახით, რომელიც დღეს არ გვაქვს - ეს არის არტილერია და შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული იარაღი, ეს არის ის, რაც იყო კანონში - ATACMS-ები.. ასევე საჰაერო თავდაცვა, ეს არის პრიორიტეტი," - თქვა ზელენსკიმ. ზელენსკი თქმით, ახლა არსებობს ყველანაირი შანსი ინიციატივის ხელში აღების. „ამისთვის იარაღი უნდა მივიღოთ, როდესაც გვექნება ხელში იარაღი, გვექნება ინიციატივა, მაშინ შევძლებთ წინსვლას. იმ მომენტიდან, როდესაც მივიღებთ იმ იარაღს, რომლის შესახებაც გვქონდა მოთხოვნა, ჩვენ შევძლებთ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ და პროგნოზი გავაკეთოთ ჩვენს ქმედებებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე უპასუხა ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევის შემთხვევაში, ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რომ რუსეთს დაუთმოს გარკვეული ტერიტორიები ომის დასრულების სანაცვლოდ. „მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ნაკლებად მჯერა ჭორების, როცა ტრამპი მოვა უკრაინაში და მეტყვის ომის დასრულების ფორმულას, მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებ. მე ჯერ მხოლოდ ერთი რამ ვიცი - არ შეიძლება პუტინის ნდობა, რასაც პუტინი ამბობს, ფაქტია, რომ ეს არასოდეს მოხდება. „ომის დასრულების სტრატეგია არ უნდა ეფუძნებოდეს ან სიტყვებს, რომლსაც პუტინი ამბობს, არამედ ამ ომის სამართლიანი დასრულების ლოგიკას, როცა იცი, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/311033-ashsh-is-dakhmareba-ukrainas-gamarjvebis-shanss-mistsems-volodimir-zelenski აშშ-ის დახმარება უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1955847586.jpg 2024-04-21 311033 აქციის მონაწილეებს უცნობი მოქალაქე დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს უცნობი მოქალაქე დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოდან მსვლელობით სხვა ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მათ უცნობმა მოქალაქემ მოღალატეები  და პროვოკატორები უწოდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას. მოქალაქემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები. „აუტანელია ეს სიტუაცია. ჩვენი ახალგაზრდები, რომელთა გულისთვისაც თავი შევწირეთ, სისხლი ვღვარეთ, ათასი გაჭირვება გამოვიარეთ, დღეს ვხედავთ დეგრადირებულ ადამიანებს, რომლებიც არიან ჭკუიდან გადაყვანილი. მე მწამს, რომ ძალიან ბევრი არის გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს, მაგრამ არიან ჭკუაარეულები. არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა მოქალაქემ. ვინ იყო ეს მოქალქე უცნობია. ახალგაზრდება მსვლელობა განაგრძეს. https://www.ghn.ge/index.php/news/311034-aktsiis-monatsileebs-utsnobi-mokalake-daupirispirda აქციის მონაწილეებს უცნობი მოქალაქე დაუპირისპირდა. საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/29958323.png 2024-04-21 311034 აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ. მათი განცხადებით, დღეს საქართველოში სასამართლო მხოლოდ "ქართული ოცნების" საქმეს აკეთებს. უზენაესი სასამართლოს შემდეგ ახალგაზრების შემდეგი ლოკალიცია "ქართული ოცნების" ოფისი იქნება, საიდანაც იევ ევროპის მოენდაზე დაბრუნედბიან.  https://www.ghn.ge/index.php/news/311032-aktsiis-monatsileebi-msvlelobit-uzenaes-sasamartlostan-mividnen აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1769316005.png 2024-04-21 311032 უკრაინის დახმარების პირველ პაკეტში, შესაძლოა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS -ის ტიპის რაკეტები შევიდეს შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის მიხედვით, უკრაინა, სავარაუდოდ, შორ მანძილზე მოქმედების ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ რაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ უორნერმა CBS-News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი სენატში დამტკიცებული კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაეგზავნება, უკრაინას დაუყოვნებლივ გადაეცემა პაკეტი, რომელშიც შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები შევა. სენატორის თქმით, სენატში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, შეიარაღების მიწოდება, შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლოს დაიწყოს. უორნერმა დასძინა, რომ პენტაგონს უკვე უნდა ჰქონდეს მზად ATACMS-ის რაკეტები უკრაინაში გასაგზავნად. ATACMS-ი არის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შექმნილია მტრის აღჭურვილობის, ცოცხალი ძალისა და სტრუქტურების გასანადგურებლად. მისი გაშვება შესაძლებელია M270 MLRS-სა და M142 HIMARS-ის ტიპის თვითმავალი სისტემებიდან, რომლებიც უკვე ემსახურება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. https://www.ghn.ge/index.php/news/311031-ukrainis-dakhmarebis-pirvel-paketshi-shesadzloa-shor-mandzilze-mokmedi-atacms-is-tipis-raketebi-shevides უკრაინის დახმარების პირველ პაკეტში, შესაძლოა, შორ მანძილზე მოქმედი  ATACMS -ის ტიპის რაკეტები შევიდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/61349366.png 2024-04-21 311031 უკრაინის ძალებმა შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთ გემს დაარტყეს უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა სამაშველო გემ „კომუნაზე“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილია. „დღეს ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი გემს „კომუნას“ დაარტყეს. ზიანის ხარისხი ვერიფიცირებულია. ახლა გემს ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ შეუძლია თავისი ამოცანების შესრულება“, - წერს პლეტენჩუკი Facebook-ზე. ამასთან ერთ-ერთმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ცეცხლმოკიდებული ხომალდი. თავის მხრივ, ანექსირებული სევასტოპოლის „ხელმძღვანელმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა სარაკეტო შეტევა მოიგერია. ”დილით, ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ერთ-ერთ გემზე, სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა გემსაწინააღმდეგო რაკეტით. ჩამოვარდნილი ფრაგმენტებიდან მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მყისიერად ჩააქრეს“, - წერს იგი ტელეგრამ-არხზე. კომუნა“ რუსეთის ფლოტში და მსოფლიოში უძველესი გემია. იგი წყალში 1915 წელს პეტერბურგში გაუშვეს. გემი რამდენჯერმე იქნა მოდერნიზებული, ბოლოს 2016 წელს. გემი წყალქვეშა მაშველია. 2022 წელს მან შეისწავლა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის ადგილი. მედიის ცნობით, საერთო ჯამში, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთმა დაკარგა 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის დიდი სადესანტო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და ფლაგმანი კრეისერი მოსკვა“. უკრაინაში შეჭრამდე შავ ზღვაში რუსული ფლოტი 70-ზე მეტი გემისგან შედგებოდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311030-ukrainis-dzalebma-shavi-zghvis-flotis-kidev-ert-gems-daartqes უკრაინის ძალებმა შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთ გემს დაარტყეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/967001544.jpg 2024-04-21 311030 ამერიკული დახმარება უკრაინაში, სავარაუდოდ, პუტინის ზაფხულის შეტევას ჩაშლის - ISW ამერიკული დახმარება უკრაინაში, სავარაუდოდ, პუტინის ზაფხულის შეტევას ჩაშლის. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. ამასთან, ექსპერტების თქმით, რუსეთის არმიამ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გააძლიეროს თავდასხმები, ვიდრე უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარებას მიიღებს. „რუსი სამხედროების დასკვნით, უკრაინული ძალები ვერ შეძლებენ დაცვას მიმდინარე და მომავალი შეტევითი ოპერაციებისგან აშშ-ს სამხედრო დახმარების დაგვიანების ან სრული არარსებობის გამო. ეს ვარაუდი, სავარაუდოდ, ზაფხულის საოპერაციო დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი იყო“, - ნათქვამია ანგარიშში. ISW-ის ცნობით, რუსეთი გეგმავს "ისარგებლოს შეზღუდული ფანჯრით", ვიდრე უკრაინა აშშ-ის ახალ სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამხედრო ექსპერტების აზრით, დახმარების განახლებამ შესაძლოა, აიძულოს რუსეთი ჯარი, უარი თქვას გარღვევის მცდელობაზე, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს თავდაცვის ხაზის მოშლა. თუმცა, ანგარიშის ავტორების თანახმად, რუსეთის არმიას მაინც შეუძლია მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს ფრონტის პრიორიტეტულ მონაკვეთებზე, სადაც უკრაინის თავდაცვა არასტაბილურად გამოიყურება, ერთ-ერთი ასეთი ადგილი შეიძლება იყოს ქალაქი ჩასივ იარი. გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება ჩასივ იარის 9 მაისამდე დაკავების შესახებ. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. https://www.ghn.ge/index.php/news/311029-amerikuli-dakhmareba-ukrainashi-savaraudod-putinis-zafkhulis-shetevas-chashlis-isw ამერიკული დახმარება უკრაინაში, სავარაუდოდ, პუტინის ზაფხულის შეტევას შეაფერხებს - ISW მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1776120636.jpg 2024-04-21 311029 აშშ-მა ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შესაძლოა პირველად დაემუქროს აშშ-ის სანქციები ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ მოპყრობის გამო. იუწყება The Guardian. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი ემზადებიან სანქციები დაუწესონ ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონს „ნეცახ იეჰუდას“, რომელსაც ბრალს სდებენ პალესტინელების მიმართ მოპყრობისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. შესაძლო სანქციების დაწესებამ მაშინვე გამოიწვია ისრაელის პოლიტიკური ლიდერების აღშფოთება, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ამას მკაცრად  შეეწინააღმდეგებოდნენ. მედიის ცნობით, აშშ ასევე განიხილავს მსგავს ნაბიჯებს სხვა პოლიციისა და სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ. შესაძლო სანქციების გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ღაზაში შაბათს ღამით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. https://www.ghn.ge/index.php/news/311028-ashsh-ma-israelis-tavdatsvis-dzalebis-kvedanaqofs-shesadzloa-sanktsiebi-dautsesos აშშ-მა ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1642402456.jpg 2024-04-21 311028 გერმანიაში სკოლის ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავდა 30-მდე ადამიანი ორსართულიანი ავტობუსი, რომელსაც გერმანიის ქალაქ მარბურგიდან  სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ინგლისისკენ მიმავალ ფედერალურ შტატში, ზაარლანდში გადაბრუნდა. დაშავდა ავარიის შედეგად მარბურგის სკოლის 27 მოსწავლე და ავტობუსის მძღოლი  დაშავდა. დორტმუნდის პოლიციამ განაცხადა, რომ სამი გოგონა და ერთი ბიჭი მძიმედ დაშავდნენ და საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციის თანახმად, 14 და 15 წლის 67 მოსწავლე, ასევე ხუთი მასწავლებელი მარბურგიდან სასკოლო ექსკურსიაზე ინგლისში მიემგზავრებოდა, როცა ავტობუსი წუთზე ოლპეს რაიონში, ვენდენთან ახლოს ამობრუნდა. https://www.ghn.ge/index.php/news/311027-germaniashi-skolis-avtobusi-gadabrunda-dashavda-30-mde-adamiani გერმანიაში სკოლის ავტობუსი ამობრუნდა, დაშავდა 30-მდე ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/14909866.jpg 2024-04-21 311027 თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თურქეთმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა. მისივე თქმით, კოორდინირებული სპეცოპერაცია ქვეყნის ოთხ პროვინციაში ერთდროულად ჩატარდა. როგორც იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს, სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, უცხოური და ეროვნული ვალუტა და წვდომა მოიპოვა ციფრულ მასალებზე. https://www.ghn.ge/index.php/news/311026-turketshi-islamur-sakhelmtsifostan-kavshirshi-echvmitanili-36-piri-daakaves თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1731414574.png 2024-04-21 311026 თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაჟა-ფშაველასა და თავხელიძის კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.  მთავარი არხის ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.    https://www.ghn.ge/index.php/news/311025-tbilisshi-avtosagzao-shemtkhvevis-shedgad-mototsiklis-mdzgholi-dashavda თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/273531710.jpg 2024-04-21 311025 უკრაინის დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს აშშ-ის უსაფრთხოებას - ლოიდ ოსტინი აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიესალმება წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას და აღნიშნავს, რომ ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს გახდის. „მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების აქტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებას, რომელიც დაეხმარება თავდაცვის დეპარტამენტს მხარი დაუჭიროს უკრაინას და ისრაელს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის სასისოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დარჩეს მტკიცე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ეს კანონმდებლობა ამერიკას უფრო უსაფრთხოს გახდის და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ამერიკის მომავლისთვის, რადგან აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში თითქმის 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მიმართავს და 30-ზე მეტ შტატში სამუშაო ადგილების შექმნის, ამავდროულად აძლიერებს აშშ-ის გრძელვადიან უსაფრთხოებას. ”ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევები მხოლოდ გაღრმავდება აშშ-ის ძლიერი, მდგრადი ლიდერობის გარეშე, ჩვენი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების წინსვლაში. მსოფლიო ჯერ კიდევ გვიყურებს. ადამიანთა სიცოცხლე კვლავ საფრთხის წინაშეა. ამერიკის გრძელვადიანი უსაფრთხოება კვლავ საფრთხეშია. ჩვენ არასდროს უნდა მივცეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კონკურენტებს ან მტრებს რაიმე მიზეზი, რომ ეჭვი შეიტანონ ამერიკის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ოსტინმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. https://www.ghn.ge/index.php/news/311024-ukrainis-dakhmarebis-paketi-khels-sheutsqobs-ashsh-is-usafrtkhoebas-loid-ostini უკრაინის დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს აშშ-ისუსაფრთხოებას - ლოიდ ოსტინი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/164411103.jpg 2024-04-21 311024 "ქართული ოცნება" ბარიერია ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, მათთვის მტერი დასავლეთია და არა რუსეთი - თეონა აქუბარდია "ქართული ოცნება" ბარიერია ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, - ოპოზიცინერი დეპუტატი თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება“. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: . თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებისთვის მტერი ევროპაა და არა ოკუპანტი რუსეთი. „ეს რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელსაც ღარიბაშვილი ევროპას აბრალებს, ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რეალურად, „ქართული ოცნებაა“ ბარიერი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, მათთვის მტერი არის დასავლეთი და არა ოკუპანტი რუსეთი. ისინი ჯიბრში უდგებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და დასავლეთს, რომლის დახმარებითაც ამდენი ხანია საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ინარჩუნებს. ის, რაც უნდა ხალხს და რასაც უპირისიპირდება ღარიბაშვილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელსაც ისნი რუსული კანონის და მათ შორის ოფშორების ლეგალიზაციით საქართველოში ახდენენ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.  https://www.ghn.ge/index.php/news/311023-kartuli-otsneba-barieria-kveqnis-evropuli-momavlis-gzaze-mattvis-mteri-dasavletia-da-ara-ruseti-teona-akubardia "ქართული ოცნება" ბარიერია ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, მათთვის მტერი დასავლეთია და არა ოკუპანტი რუსეთი - თეონა აქუბარდია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1898091628.jpg 2024-04-21 311023 „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ევროკავშირი არის ერთგვარი საბაბი, რითიც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას - ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ევროკავშირი და ევროპა არის ერთგვარი საბაბი, რომლითაც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „საქართველოში დღეს აქცია ჩვეულებრივი მოვლენაა, აქცია აღარ ირბევა, აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, აღარ კლავენ, აღარ დასდევენ მათ ოჯახებს და ასე შემდეგ. ერთადერთი, რაც არის, აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში. ყველას ხმა იქნება გათვალისწინებული, რომელი ხმაც იქნება კონკრეტიკასა და ობიექტურობაზე დამყარებული, სხვანაირად, ულტიმატუმით, რომ ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი და დაემორჩილები ამას, რა თქმა უნდა, ეს არ არის ხმა, რომელიც რაღაცა გონიერებისკენ არის მოწოდებული. ახალგაზრდა ემოციური არის თავის ქმედებაში, მაგრამ ვინც ამოფარებულია ახალგაზრდებს და ვინც მართავს ამ პროცესებს, ახალგაზრდების ხარჯზე უნდა თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა. იმ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი სურვილი, რომ ამ კანონთან კი არა, ნებისმიერ კანონთან რაიმე კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეთ. ევროკავშირს გაიძახიან. ორი დღის წინ პარლამენტმა მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება-დოკუმენტი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ აქ ევროკავშირი და ევროპა მათთვის არის ის ერთგვარი საბაბი, რითიც  ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311022-natsionaluri-modzraobistvis-evrokavshiri-aris-ertgvari-sababi-ritits-tsdiloben-tavianti-avtoritaruli-rezhimis-dabrunebas-irakli-kadagishvili „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ევროკავშირი არის ერთგვარი საბაბი, რითიც  ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას - ირაკლი ქადაგიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/276850696.jpg 2024-04-21 311022 დონეცკის ოლქზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ უკრაინსკიზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, მტერმა ქალაქზე შეტევა 21 აპრილს გამთენიისას მიიტანა. დარტყმის შედეგად 82 წლის ქალი დაიღუპა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი კი 53-ის. დაშავებულებს სამედიცინო დაეხმარება გაეწიათ. დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი. https://www.ghn.ge/index.php/news/311021-donetskis-olkze-rusi-okupantebis-ierishis-shedegad-erti-adamiani-daighupa-otkhi-dashavda დონეცკის ოლქზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/612386270.png 2024-04-21 311021 აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს, რის შემდეგაც უკრაინა იარაღს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მიიღებს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის სენატი უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს 23 აპრილს უყრის კენჭს. როგორც ჩაკ შუმერი აღნიშნავს, სენატი მზადაა, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. „წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელის, ინდო-წყნარი ოკეანისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის“,- წერს შუმერი სოციალურ ქსელში. ამასთან, პენტაგონს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისთვის ყველა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდება რათა იარაღის ნაწილი უკრაინულ დანაყოფებს მიაწოდოს. ამის შესახებ Washington Post იუწყება. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პენტაგონი მზად არის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას მას შემდეგ, რაც სენატი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების კანონპროექტს მომავალ კვირას და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს. https://www.ghn.ge/index.php/news/311020-ashsh-is-senati-ukrainis-dakhmarebis-pakets-23-aprils-uqris-kenchs-ris-shemdegats-ukraina-iaraghs-ert-kviraze-nakleb-droshi-miighebs აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს, რის შემდეგაც უკრაინა იარაღს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მიიღებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/575641952.png 2024-04-21 311020 „ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის პირით უარს ამბობს ევროკავშირზე - ანა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნება" მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს უკვე ღიად ამჟღავნებს", - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება“.  ნაცვლიშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მთელი ევროკავშირი გვერდით უდგას, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ცხადი ხდება, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მხოლოდ რუსეთი და "ქართული ოცნება" ამბობს.  „ვეღარ არხერხებს უკვე წინასწარ დაწერილი დეზინფორმაციებით საუბარს და დაიწყეს გამჟღავნება იმ მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი მიზნის, რის გამოც, სინამდვილეში, დააბრუნეს რუსული კანონი. დღეს თავისი პირით ამბობს ღარიბაშვილი და „ოცნება“ უარს ევროკავშირზე. ამ ტიპის განცხადება, როდესაც არათუ კარი ღია არ არის, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, როდესაც გერმანიის კანცლერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სკეპტიკოსი ქვეყნისა, ამბობს, რომ „ევროკავშირი იქნება ლისაბონიდან თბილისამდე“ და როცა მთელი ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამ დროს ვინ ამბობს ამ ყველაფერზე „არას“? - რუსეთი და მისი წარმოამდგენელი „ქართული ოცნება“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.  https://www.ghn.ge/index.php/news/311019-kartuli-otsneba-gharibashvilis-pirit-uars-ambobs-evrokavshirze-ana-natsvlishvili „ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის პირით უარს ამბობს ევროკავშირზე - ანა ნაცვლიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2122433327.jpg 2024-04-21 311019 ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომელიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება. https://www.ghn.ge/index.php/news/311018-ekonomikurma-sabchom-500-megavatamde-simdzlavris-energetikuli-proektebis-gankhortsielebaze-dadebiti-gadatsqvetilebebi-miigho ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/352475565.jpg 2024-04-21 311018 ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - კუბილიუსი  ღარიბაშვილს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის.  ღარიბაშვილის მტკიცებითვე, არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის.  "დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? პასუხი ნათელია. საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს მაშინ, როდესაც პროევროპული ხალხი ქუჩებში პროტესტს აწყობს," - წერს კუბილიუსი X-ზე. https://www.ghn.ge/index.php/news/311017-evrokavshirshi-gatsevrianebistvis-konkretulad-vin-ar-aris-mzad-kartveli-khalkhi-tu-kartuli-otsneba-kubiliusi-gharibashvils ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - კუბილიუსი  ღარიბაშვილს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/262459743.jpg 2024-04-21 311017 წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერა ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპისა და ამერიკისთვის - იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგი X-ში წერს. „მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი დიდი პაკეტის მხარდაჭერას. უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს რუსული საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ნიშნავს ჩვენთვის უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, - წერს სტოლტენბერგი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. https://www.ghn.ge/index.php/news/311016-tsarmomadgenelta-palatis-mier-ukrainis-dakhmarebis-paketis-mkhardachera-nishnavs-ufro-met-usafrtkhoebas-evropisa-da-amerikistvis-iens-stoltenbergi წარმომადგენელთა პალატის მეირ უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის მხარდაჭერა ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპისა და ამერიკისთვის -იენს სტოლტენბერგი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2077131660.jpg 2024-04-21 311016 უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში - ურსულა ფონ დერ ლაიენი მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას, – წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფონ დერ ლაიენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერს უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას ეხმიანება. ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს. „მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას. უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად დაუჭიროს მხარი, რადგან სიცოცხლე საფრთხეშია. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – წერს ფონ დერ ლაიენი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. I welcome the overwhelming positive vote by the US House of Representatives. Ukraine deserves all the support it can get against Russia. Now, we are asking the US Senate to vote as quickly as possible as lives are at stake. Transatlantic allies are united in support for… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 20, 2024   https://www.ghn.ge/index.php/news/311015-ukraina-imsakhurebs-qvelanair-mkhardacheras-romelits-sheudzlia-miighos-rusetis-tsinaaghmdeg-brdzolashi-ursula-fon-der-laieni უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში - ურსულა ფონ დერ ლაიენი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/225812872.jpeg 2024-04-21 311015 უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს, დიდება უკრაინას! - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერს უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას ეხმიანება. „აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.   https://www.ghn.ge/index.php/news/311014-ukraina-titoeuli-chvenganistvis-ibrdzvis-da-srul-mkhardacheras-imsakhurebs-dideba-ukrainas-salome-zurabishvili უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს, დიდება უკრაინას! - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/613386771.png 2024-04-21 311014 მე საუკეთესო ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში, ამის ნაცვლად მივიღე შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, უიმედობის განცდა, რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? - ნათია ფანჯიკიძე მე საუკეთესო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში. ამის ნაცვლად მივიღე სამუშაო რიტმიდან ამოვარდნა, შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, ერთ წრეზე ტრიალისგან მოგვრილი უიმედობის განცდა. რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? პასუხი გაქვთ? - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. “ცოტა ხანს ყველა რომ ვდისტანცირდეთ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისგან და ყველამ უბრალოდ, საკუთარი ყოველდღიური ყოფის ჭრილში რომ აღვიქვათ საკითხი მარტივად - ამ ერთ პროვოკაციულ კანონს, რომლის შინაარსიც მიუღებელია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რადგან ვთვლით, რომ ის მიგვაქანებს 90-იანების წარსულში, როცა დასავლეთი ჩვენს გვერდით არ იდგა, დამატებით მოაქვს ადამიანებს შორის განხეთქილება, დაყოფა, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. არსებობთ ვინმე, ვისაც ნინო ლომჯარიას (სულ მისი სახელი აკერიათ პირზე მთავრობის წევრებს და ამიტომ ვასახელებ) ჯამაგირის გაკონტროლება, (რომლის კონტროლის უამრავი მექანიზმი ისედაც აქვს სახელმწიფოს და დარწმუნებული ვარ, დეტალურად იციან კიდეც და "ხალხის მტრის" ძირგამომთხრელ სამქიანობას რომ ეწეოდეს, რამენაირად ამხელდნენ სხვა გზით) ამდენად გიღირთ? პირადად მე საუკეთესო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში. ამის ნაცვლად მივიღე სამუშაო რიტმიდან ამოვარდნა, შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, ერთ წრეზე ტრიალისგან მოგვრილი უიმედობის განცდა. რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? პასუხი გაქვთ?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე. https://www.ghn.ge/index.php/news/311013-me-sauketeso-zafkhulistvis-vemzadebodi-chempionatis-molodinshi-amis-natsvlad-mivighe-shfotva-rom-kveqanas-davkargavt-uimedobis-gantsda-ras-erchodnen-chvens-gantsqobas-natia-fanjikidze მე საუკეთესო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში. ამის ნაცვლად მივიღე შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, უიმედობის განცდა, რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? - ნათია ფანჯიკიძე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/790850853.jpeg 2024-04-21 311013 აშშ უკრაინაში დამატებით სამხედრო მრჩევლებს გაგზავნის - პენტაგონი აშშ უკრაინაში დამატებით სამხედრო მრჩევლებს გაგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. იუწყება Politico ”ამ ომის განმავლობაში თავდაცვის დეპარტამენტმა გადახედა და შეცვალა ჩვენი ყოფნა ქვეყანაში უსაფრთხოების პირობების ცვალებადობის გათვალისწინებთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ რამდენიმე დამატებითი მრჩევლის გაგზავნას საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა რაიდერმა. რაიდერის თქმით, მრჩევლები არ შეასრულებენ საბრძოლო მისიებს, ისინი უკრაინის მთავრობას და სამხედროებს რჩევებსა და მხარდაჭერას გაუწევენ. "{საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი} ახორციელებს სხვადასხვა საკონსულტაციო და დამხმარე მისიებს {არასაბრძოლო} და მიუხედავად იმისა, რომ იგი შედგება ექსკლუზიურად თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალისგან, ის არის აშშ-ის საელჩოს ნაწილი და ექვემდებარება მისიის ხელმძღვანელს, ისევე როგორც სხვა საელჩოები", - დასძინა რაიდერმა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე პენტაგონი არ ასახელებს პერსონალის კონკრეტულ რაოდენობას. როგორც ოთხმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა,  დამატებითი კონტინგენტი დაკავებული იქნება ლოჯისტიკითა და ზედამხედველობით იმ იარაღზე, რომელსაც აშშ  უკრაინაში აგზავნის. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში დამატებით 60-მდე ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება. სამხედრო მრჩევლების ერთ-ერთი სამუშაო იქნება უკრაინელების დახმარება აშშ-ის მიერ მოწოდებული აღჭურვილობის გამოყენებაში, რადგან ზაფხულში მოსალოდნელია საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია. ისინი ასევე დაუჭერენ მხარს კიევში აშშ-ის საელჩოს შედარებით მცირე კონტიგენტს და კოორდინაციას გაუწევენ ახალი იარაღის მიწოდებას. https://www.ghn.ge/index.php/news/311012-ashsh-ukrainashi-damatebit-samkhedro-mrchevlebs-gagzavnis-pentagoni აშშ უკრაინაში დამატებით სამხედრო მრჩევლებს გაგზავნის - პენტაგონი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1753905906.jpg 2024-04-21 311012 ცუდი დღე პუტინისთვის - დმიტრო კულება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე ცუდი დღე პუტინისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Х-ში წერს. კულება ეხმიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას. "ეს ცუდი დღეა პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედავს დაიჯეროს, რომ ამერიკას შეუძლია შეფერხდეს, როცა საქმე ეხება იმას, რასაც ან ვისაც ის იცავს. ჩვენ მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად მიიღო, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა“,  - წერს კულება. https://www.ghn.ge/index.php/news/311011-tsudi-dghe-putinistvis-dmitro-kuleba-ashsh-is-tsarmomadgenelta-palatis-mier-samkhedro-dakhmarebis-damtkitsebaze ცუდი დღე პუტინისთვის - დმიტრო კულება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/37157281.png 2024-04-21 311011 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 360 კონგრესმენმა 58-ის წინააღმდეგ. კანონპროექტით, აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს - კომპენსაციის ფონდსა და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში. აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. https://www.ghn.ge/index.php/news/311010-ashsh-is-tsarmomadgenelta-palatam-daamtkitsa-kanonproekti-romelits-ukrainis-sasargeblod-rusuli-aktivebis-konfiskatsias-itvalistsinebs აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/624368180.jpg 2024-04-21 311010 მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო - ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ დახმარების კანონპროექტების დამტკიცება ნათელ გზავნილს უგზავნის მსოფლიოს ამერიკის ლიდერობის შესახებ. „დღეს, წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინსვლას და მკაფიო გზავნილის გაგზავნას მსოფლიო ასპარეზზე ამერიკული ლიდერობის სიძლიერის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა გამოიჩინეს ერთიანობა აშშ-ის ინტერესების დასაცავად მსოფლიოში. აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, სწრაფად დაუჭიროს მხარი კანონპროექტს და გამოაგზავნოს ის "რათა ხელი მოვაწერო მას, როგორც კანონს და ჩვენ სწრაფად გავუგზავნოთ უკრაინას იარაღი და აღჭურვილობა, რათა დააკმაყოფილოს მისი სასწრაფო საჭიროებები  ბრძოლის ველზე". შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. https://www.ghn.ge/index.php/news/311009-movutsodeb-senats-stsrafad-gamoagzavnos-dakhmarebis-paketi-rata-kheli-movatsero-jo-baideni მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო - ჯო ბაიდენი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/85164048.jpg 2024-04-20 311009 ამერიკის დახმარების პაკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასრულების მოსაახლოებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემას იგრძნობენ როგორც ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე, ასევე უკრაინის ქალაქები და სოფლები. „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით: ამერიკული მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საგრძნობი იქნება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსული ტერორის ქვეშ იმყოფებიან, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს და პირადად სპიკერს, მაიკ ჯონსონს. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ პაკეტის განხილვა აშშ-ის სენატში და მისი გაგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის "საკმაოდ სწრაფი იქნება". „ჩვენ ვაფასებთ მხარდაჭერის ყოველგვარ გამოვლენას ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობისადმი, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სიცოცხლისადმი, რომელიც რუსეთს ასე სურს ნანგრევებში დამარხოს. სწორედ ამერიკის ლიდერობა  წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, იმისათვის, რომ მსოფლიოში შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ეფუძნება წესებს და ყველა ხალხის ცხოვრების პროგნოზირებადობას. ეჭვგარეშეა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასრულების მოსაახლოებლად - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. https://www.ghn.ge/index.php/news/311008-amerikis-dakhmarebis-pakets-gamoviqenebt-chveni-khalkhis-gasadzliereblad-da-omis-samartliani-dasrulebis-mosaakhloeblad-volodimir-zelenski ამერიკის დახმარების პაკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასრულების მოსაახლოებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/251622121.jpg 2024-04-20 311008 ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან - სალომე ზურაბიშვილი ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმიანება, საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამო მადლობის სათქმელად მივიდნენ. „ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიეენი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.   https://www.ghn.ge/index.php/news/311007-amaze-didi-bedniereba-ar-arsebobs-sheni-kveqnis-akhalgazrdoba-kveqnis-momavali-rom-madlobis-satkmelad-modis-prezidentis-sasakhlestan-salome-zurabishvili ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/96776882.png 2024-04-20 311007 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკრაინის დროშები ააფრიალეს. 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტიდან 61 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის. პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. მედიასთან საუბარში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას, შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში მიეწოდოს. https://www.ghn.ge/index.php/news/311006-ashsh-is-tsarmomadgenelta-palatam-ukrainistvis-samkhedro-dakhmarebis-paketis-gamoqofas-mkhari-dauchira აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/857128207.jpeg 2024-04-20 311006 აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციისკენ აგრძელებენ აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან იმყოფებოდნენ, მათ სალომე ზურაბიშვილს ხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით დაიძრნენ. ახალგაზრდების მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყო, სადაც ისინი დღეს საღამოს 19 საათიდან შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნით - გაიწვიოს მთავრობამ კანონპროექტი. უკვე მესამე დღეა ახალგაზრდები თვითორგანიზებით იკრიბებიან. https://www.ghn.ge/index.php/news/311005-aktsiis-monatsileebi-orbelianebis-sasakhlidan-msvlelobas-mtavrobis-administratsiisken-agrdzeleben აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან  მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციისკენ აგრძელებენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/432639277.jpg 2024-04-20 311005 როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში - ირაკლი ქადაგიშვილი როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „მოდით, ღიად ვისაუბროთ. ისინიც აკვირდებიან - თუ ამ აქციებს რაიმე შედეგი ექნება, ფიქრობენ, რატომაც არა, გაგრძელდეს ისევ გაუმჭვირვალედ ამ ფულის ხარჯვა იმ მიმართულებებით, რომლებიც მათ ან ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ და ნუ გახდება ღია. ფიქრობენ, რომ „რაც უფრო ნაკლებად იქნება ჩვენი როლი ღია და რაც უფრო დაგვბრალდება კარგი ჩვენ და ხოლო რაც ცუდი იქნება - ადგილობრივებს, და არ გამოჩნდება დაფინანსების წყარო, მით უკეთესია”. ამიტომ, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ ეს პოზიცია უკავიათ”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე განცხადებით, საუბარი ეხება ყოველწლიურად დაფარულ ათეულობით მილიონ დოლარს. „ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვართ პარტნიორები, ბოლომდე უნდა ვიყოთ. როგორც საქართველო არის ღია და არ აქვს დამალული არაფერი თავისი დასავლელი პარტნიორების მიმართ, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი. აქ ხომ არ არის საუბარი ერთ და ორ მილიონზე, ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარია, რომელიც არის დაფარული. შეიძლება, უამრავ კარგ საქმესთან ერთად კეთდება ისეთი პროექტები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასთან და ქვეყნის სუვერენიტეტთან აბსოლუტურად შეუთავსებელია და საერთოდ, მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს სცდება”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311004-rogorts-sakartvelo-aris-ghia-aseve-dasavletits-unda-iqos-ghia-sakartvelostan-urtiertobashi-irakli-kadagishvili როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1845956005.jpg 2024-04-20 311004 რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა გაიმართა. იუწყება Reuters ერდოღანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ პალესტინელები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ პროცესში. ისრაელისთვის ყველაზე ძლიერი პასუხი და გამარჯვებისკენ გზა გადის ერთობასა და მთლიანობაზე,“-  განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/311003-rejef-taif-erdoghani-hamasis-liders-ismail-hanies-shekhvda რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/456768965.jpg 2024-04-20 311003 რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან. სადაც, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის  შეწყალებისთვის მადლობას გადაუხდიან.  არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების მარშს რეზიდენციასთან ელოდება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.  შემდეგ კი ახალგაზრდები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცველებენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.  https://www.ghn.ge/index.php/news/311002-rustavelis-gamzirze-shekrebili-aktsiis-monatsileebi-msvlelobit-prezidentis-sasakhlisken-miemartebian რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/163673918.jpg 2024-04-20 311002 უკრაინა უკან დახევას არ აპირებს, პუტინს ჩვენი ეშინია - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ეშინია უკრაინის, რადგან ის თავდაჯერებული არ არის. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „დამიჯერეთ, პუტინს ძალიან ეშინია ჩვენი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ის საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. დიდი არმიის მქონე, დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, არ ემუქრება მსოფლიოს. ბირთვული იარაღის მქონე ადამიანები საფრთხეს არ უქმნიან დედამიწას, ყველა ცოცხალ არსებას, ამიტომ, ჩემთვის ამ ტიპის ფსიქოტიპი აბსოლუტურად ნათელია და ამის გაგებით, ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენს პოზიციაზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღლილობის მიუხედავად, უკრაინელები არ აპირებენ დანებებას და კაპიტულაციას რუსეთის წინაშე. „უკრაინის რწმენა არ გამქრალა, ხალხის რწმენა შეიარაღებული ძალებისადმი არსად წასულა. რაც შეხება დაღლილობას, არ მოგატყუებთ - ის მართლაც არის. მაგრამ ამას შესაძლოა განსხვავებულად შეხედო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მაშინაც კი, როცა სამსახურში მიდიხარ, რომელიც გიყვარს, საღამოს მაინც დაღლილი ბრუნდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დილით სამსახურში არ წახვალ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ იტყვიან უარს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე და დაიცავენ თავიანთ ღირებულებებს. „ჩვენ არ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - ეს არის ნარატივები, რომლებიც მოდის რუსეთიდან, რომ უკრაინაში ყველაფერი ცუდადაა და ინიციატივა რუსების ხელშია. ეს ასე არ არის, რუსების ხელშია იარაღი, რომელიც დღეს იმაზე მეტია, ვიდრე ის რაოდენობა, რაც არის ჩვენი სამხედროების ხელში. მაგრამ ეს ისეთი მომენტია ახლა, ადვილი არ არის. ყველა დახმარებას კენჭი ეყრება, ნაბიჯ-ნაბიჯ, იარაღი დაბრუნდება. ჩვენ არა მხოლოდ ამის იმედი გვექნება, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ რუსეთისთვის, უკრაინისგან განსხვავებით, „ხალხი არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანია გამარჯვებები და არა რუსეთი, მათ პუტინის გამარჯვებები სჭირდებათ“. პუტინისთვის კი გამარჯვება "საბჭოთა კავშირის აღდგენაა სხვა ხალხებისა და სხვა დამოუკიდებელი ქვეყნების განადგურებით. ამიტომ, უკრაინა უკან დახევას არ აპირებს და ვნახოთ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები, ჩვენ ვიბრძვით, რომ პარტნიორებისგან მომარაგება მივიღოთ. მარტივად არაფერი გამოდის, თუმცა  ხელებს არავინ ჩამოუშვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/311001-ukraina-ukan-dakhevas-ar-apirebs-putins-chveni-eshinia-volodimir-zelenski უკრაინა უკან დახევას არ აპირებს, პუტინს ჩვენი ეშინია - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1873265813.png 2024-04-20 311001 გერმანიის ვიცე-კანცლერმა კიევში ვიზიტის შემდეგ, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინას მეტი იარაღი გაუგზავნონ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა, კიევში ვიზიტის შემდეგ, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინას მეტი იარაღი გაუგზავნონ. მისი თქმით, უკრაინამ იცის, რომ ეს რთული ეტაპია. ვიცე-კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ადვილი არ არის მუდმივად ისაუბროს იარაღის სისტემებზე, სამხედრო აღჭურვილობაზე და იმაზე, თუ როგორი ვითარებაა ფრონტზე. „თანამდებობაზე ყოფნის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ინტერვიუს მოგცემდით, სადაც გამოვიდოდი მოწოდებით მეტი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რატომ მიმდინარეობს ეს ომი. პუტინს არ სურს დაუშვას დემოკრატია უკრაინაში და სურს მისი დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა ჰაბეკმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ომი გაგრძელდება და „ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სურს დემოკრატიის დაცვა, მხარი დაუჭიროს უკრაინას“. რობერტ ჰაბეკი უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდა. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებზე, ასევე  თავდაცვითი მრეწველობის საკითხზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვლიდან გერმანიამ მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკის დასახმარებლად 420 მილიონი ევრო გამოყო. გერმანიის მთავრობა ამ სფეროსთვის კიდევ 25 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს მომდევნო ზამთრისთვის მოსამზადებლად. https://www.ghn.ge/index.php/news/311000-germaniis-vitse-kantslerma-kievshi-vizitis-shemdeg-partnior-kveqnebs-moutsoda-ukrainas-meti-iaraghi-gaugzavnon გერმანიის ვიცე-კანცლერმა კიევში ვიზიტის შემდეგ, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/304267820.jpg 2024-04-20 311000 "ქალები ვირჩევთ ევროპას"- თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება სლოგანით "ქალები ვირჩევთ ევროპას" მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.  აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. ამჟამად რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ. დღეს ქალთა მარში იმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.  https://www.ghn.ge/index.php/news/310998-kalebi-virchevt-evropas-tbilisshi-saprotesto-aktsia-mimdinareobs "ქალები ვირჩევთ ევროპას"-  თბილისში საპროტეტსო აქცია მიმდინარეობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1457758077.jpg 2024-04-20 310998 ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ბრძოლა იქნება ბოლომდე - სოფო ჯაფარიძე ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი გუნდისა და ამომრჩევლის წინაშე. ვფიქრობ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ყველაფერი მიმდინარეობს კოორდინირებულად, ბრძოლას ვაპირებთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. „ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ქვეყანაში სიღარიბე, რუსული რეჟიმი და ერთად უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, ევროპული ჯანდაცვის სისტემა, ევროპული განათლების სისტემა. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ერთად უნდა გამოვიყვანოთ უდიდესი კრიზისიდან. მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და ყოველთვის იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ლიდერი. მისი ჩართულობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის ადგილს არ იკავებს. „იქმნება ახალი ბორდი და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. მალე ძალიან ბევრ ახალ ღირსეულ სახეს ნახავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს. https://www.ghn.ge/index.php/news/310999-chemtvis-didi-pasukhismgeblobaa-mikheil-saakashvilis-shemotavazeba-brdzola-ikneba-bolomde-sofo-jafaridze ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ბრძოლა იქნება ბოლომდე - სოფო ჯაფარიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1169902628.jpg 2024-04-20 310999 საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა იზრდება "რადიო თავისუფლების" ინფორმაციის თანახმად, ფრაქცია „ქართულ ოცნების“ ინიციატივით, პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორების რაოდენობა გაიზრდება. დღეს მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხვი საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ცვლილებით კი ეს რიცხვი 20%-მდე გაიზრდება, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც. შარშან, პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ, მაგალითად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული. ასევე: „გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები... ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია“. ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. https://www.ghn.ge/index.php/news/310997-sajaro-datsesebulebebshi-stazhiorta-raodenoba-izrdeba საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა იზრდება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/189727131.jpg 2024-04-20 310997 ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი მინდა ყველას მივმართო, ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. „ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ჯიბიდან დახარჯული აქვს სამი მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში. მან თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, ჩვენი ხალხი გაათავისუფლა ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყვნენ ქვეყანაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს იქნებოდა ისევ მანიაკი სააკაშვილი ხელისუფლებაში, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც სტატუსი, გვექნებოდა უბედურება და განადგურებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივმართო, ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება, ყველა მკაცრად დასჯილი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310996-nuravis-geknebat-iluzia-rom-ak-vinme-rames-moatsqobs-patara-gadatsdoma-ikneba-da-qvela-mkatsrad-daisjeba-irakli-gharibashvili ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1524058609.jpg 2024-04-20 310996 როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება - ირაკლი ღარიბაშვილი როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. "დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. დრო დასჭირდება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ რა, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი არის ძალიან კარგად," - ამბობს ღარიბაშვილი. https://www.ghn.ge/index.php/news/310995-rotsa-gvetqvian-rom-khvalve-gakhdebit-evrokavshiris-tsevri-kveqana-dzalian-martivad-sheidzleba-am-kanonis-gaukmeba-irakli-gharibashvili როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1884401920.jpg 2024-04-20 310995 ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა - მამუკა მდინარაძე ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და მშვიდობით, სტაბილურობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე სიარული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. იციან, რა უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავუბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა. ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობითა და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორად სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის, რადგან ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა. მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო. ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას. ხალხმა კარგად იცის, რომ მარტივი არ არის ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე, მშვიდობის, დეოკუპაციის გზაზე ერთად სიარული ისე, რომ არცერთგან პრობლემა არ შეგექმნას, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი. რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა მდინარაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/310994-ertaderti-gza-rats-okupatsiis-tsinaaghmdeg-sheidzleba-dasakhos-chvennairma-kveqanam-es-aris-ganvitareba-meti-progresi-meti-evropuloba-mamuka-mdinaradze ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა - მამუკა მდინარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/787226614.jpg 2024-04-20 310994 ვინმე თუ შემძლეა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი ვინმე თუ შემძლეა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. „ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება. საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მათ მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310993-vinme-tu-shemdzlea-mshvidobisa-da-stabilurobis-shenarchunebis-es-bidzina-ivanishvili-da-kartuli-otsnebaa-irakli-gharibashvili ვინმე თუ შემძლეა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1519560575.jpg 2024-04-20 310993 ჩვენთვის მიუღებელია, როცა ფული მიემართება სახელმწიფოს საწინააღმდეგო იდეოლოგიის გავრცელებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა. „რამდენიმე კითხვა მინდა საჯაროდ დავსვა, არის თუ არა მოსაწონი, როცა დიდი „ენჯეოები“ ვინც არიან, იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, ამაზე ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს და ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას, მე არა ერთხელ მითქვამს მათთვის პირდაპირ, რომ არ მომწონს, არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს. ცუდ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ეს ცნობილი, აგრესიულობით გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“, სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ, შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. რაც შეეხება რუსეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დასმულ კითხვას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ესეც მიუღებელია. „ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ყველაზე არ ვსაუბრობ, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც მართლა კარგ საქმეს აკეთებს და მე მივესალმები მათ საქმიანობას, ეს ფული თუ ხმარდება კეთილ საქმეებს და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის. არიან ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, თუნდაც შშმ პირთა უფლებების დასაცავად, სხვები, მაგრამ შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც არიან ფაქტობრივად, დე ფაქტო, ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სატელიტები, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ისინი ახდნენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების. ეს არის პრობლემა, ისინი ახდენენ დისკრედიტაციას მათ შორის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და ამ ურთიერთობას აზიანებენ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310992-chventvis-miughebelia-rotsa-fuli-miemarteba-sakhelmtsifos-satsinaaghmdego-ideologiis-gavrtselebistvis-irakli-gharibashvili ჩვენთვის მიუღებელია, როცა ფული მიემართება სახელმწიფოს საწინააღმდეგო იდეოლოგიის გავრცელებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/231421258.jpg 2024-04-20 310992 ახალგაზრდებს მინდა მივმართო, ვისი დამსახურებაა რომ დღეს შეგიძლიათ ევროპაში გაფრენა? ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა - ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, მხოლოდ მმართველი ელიტა მოგზაურობდა ევროპაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა. დღეს ქვეყანაში არის დემოკარტია. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა ხელშესახები ევროპული შედეგი, ეს ძალა არის "ქართული ოცნება". თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ეს არის ჩვენი პარტია. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, მხოლოდ მმართველი ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ისინი იყვნენ გაპარპაშებულები. ვინ მოიტანა ეს შედეგი, ვისი დამსახურებაა რომ დღეს შეგიძლიათ ევროპაში გაფრენა. ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა. მე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ჩვენ რაიმე დავაკელით ქვეყანას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ დღეს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310991-akhalgazrdebs-minda-mivmarto-visi-damsakhurebaa-rom-dghes-shegidzliat-evropashi-gafrena-es-moitana-kartulma-otsnebam-da-bidzina-ivanishvilma-irakli-gharibashvili ახალგაზრდებს მინდა მივმართო, ვისი დამსახურებაა რომ დღეს შეგიძლიათ ევროპაში გაფრენა? ეს მოიტანა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/382490560.jpg 2024-04-20 310991 სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის მათ შორის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის მათ შორის სახელმწიფო საზღვრის ნაწილი. მხარეები „წინასწარ შეთანხმდნენ სასაზღვრო ხაზის ცალკეული მონაკვეთების გავლაზე“ ოთხ დასახლებულ პუნქტს შორის, რათა ეს მონაკვეთები „შეესაბამებოდეს იმ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში მისი დაშლის დროს“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანულმა მხარე ადასტურებს. ამ შეთანხმების შედეგად ერევანი აზერბაიჯანის კონტროლს გადასცემს ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელს, რომლებსაც სომხეთი აკონტროლებდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. „ამ პროცესში სომხეთის რესპუბლიკა იღებს საზღვრების დელიმიტაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, - აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინსიტრაციის განცხადებაში. ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ჯარების გაყვანაზე შეთანხმებული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახურების განთავსებაზე, ასევე გააგრძელონ საზღვრის ყველა სხვა მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი, მათ შორის ანკლავებისა და ექსკლავების საკითხებზე. ამასთან, 17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა დაიწყო – ეს კრემლშიც დაადასტურეს. რუსული ჯარები მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად. https://www.ghn.ge/index.php/news/310990-somkheti-da-azerbaijani-shetankhmdnen-tu-sad-gaivlis-mat-shoris-sakhelmtsifo-sazghvris-monakvetebi სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის მათ შორის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/160919018.jpg 2024-04-20 310990 უკრაინის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 2 რაკეტა და 3 დრონი ჩამოაგდეს უკრაინული მედიის ცნობით, 20 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმ,ა მტრის მიერ  გაშვებული 3 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ," 2 S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტა და 2 Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. https://www.ghn.ge/index.php/news/310989-ukrainis-dzalebma-mtris-mier-gashvebuli-2-raketa-da-3-droni-chamoagdes უკრაინის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 2 რაკეტა და 3 დრონი ჩამოაგდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2093260778.png 2024-04-20 310989 რუსეთის 8 რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს - უკრაინული მედია 20 მარტის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება ეს იყო  უკრაინის დაზვერვის სამმართველოს, უსაფრთხოების სამსხურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია. ათობით უკრაინულმა დრონმა  იერიში განახორციელა ბელგოროდის, ბრაიანსკის, კურსკის, ტულას, სმოლენსკის, რიაზანს, კალუგისა და მოსკოვის რეგიონებზე. სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც განაგებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. თავდასხმების შემდეგ ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა. უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანდა სულ მცირე სამი ელექტროქვესადგური და საწვავის სცავი, სადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ აცხადებს, რომ 50-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. https://www.ghn.ge/index.php/news/310988-rusetis-8-regionze-masshtaburi-tavdaskhma-ukrainis-dzalebma-ganakhortsieles-ukrainuli-media რუსეთის 8 რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს - უკრაინული მედია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1849142555.jpg 2024-04-20 310988 "არა რუსულ კანონს - ქალები ირჩევენ ევროპას!" - დღეს რამდენიმე ქალაქში ქალების მარში გაიმართება დღეს, ხუთ საათზე ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ქალების მარში დაიწყება ლოხუნგით - "არა რუსულ კანონს - ქალები ირჩევენ ევროპას!"   ქალი აქტივისტები გამჭვირვალობის კანონს გააპროტესტებენ.  თბილსში აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. შეკრებებია დაანონსებული რეგიონებშიც. https://www.ghn.ge/index.php/news/310987-ara-rusul-kanons-kalebi-ircheven-evropas-dghes-ramdenime-kalakshi-kalebis-marshi-gaimarteba "არა რუსულ კანონს - ქალები ირჩევენ ევროპას!" - დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქალების მარში გაიმართება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1641037762.png 2024-04-20 310987 როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქრთველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებს და არა დააშორებს - კაია კალასი როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქრთველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებს და არა დააშორებს“, -  ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი X-ზე წერს. კალასი ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა. „მიესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქრთველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებს და არა დააშორებს“, - განაცხადა კაია კალასმა. Greeted #Georgia's new Ambassador @Khamashuridze. Agreed that supporting Ukraine is important to both our countries. Estonia supports Georgia's Euroatlantic path. As an EU candidate country, the focus should be on steps moving Georgia closer to the EU, not further from it. pic.twitter.com/fDBLMqfVQC — Kaja Kallas (@kajakallas) April 19, 2024   https://www.ghn.ge/index.php/news/310986-rogorts-kandidatma-kveqanam-sakrtvelom-aktsenti-unda-gaaketos-iset-nabijebze-romelits-evrokavshirtan-daakhloebs-da-ara-daashorebs-kaia-kalasi როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქრთველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებს და არა დააშორებს - კაია კალასი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1512536467.jpg 2024-04-20 310986 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება. რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის,  რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო სემინარები და დარგვის საველე სამუშაოები ჩატარდა. რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელას ნერგები. პროგრამის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”-ს ფარგლებში, 2023 წელს, რუსთავის ჭალის ტყის 160 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის აღდგენა-გაშენების დეტალური გეგმა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გაიმართა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის სასწავლო სემინარი რუსთავსერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას. პირველ ეტაპზე გაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების შესახებ შემუშავებულ სასწავლო მეთოდოლოგიას, მეორე ეტაპზე კი განხორციელდა ორდღიანი დარგვის საველე სამუშაოები. "დღეს რუსთავის ჭალის ტყეში შედგა ეფექტური თანამშრომლობა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს შორის, რომლებმაც ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დარგვის ღონისძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ჭალის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და მდგრადი განვითარებისთვის" - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა. დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რუსთავის მერიის ახალგაზრდების დასაქმების პროექტის ,,ახალი სიმწვანის" მოხალისეები. https://www.ghn.ge/index.php/news/310985-garemos-datsvisa-da-soflis-meurneobis-saministrosa-da-shvedetis-mtavrobis-urtierttanamshromlobis-mimdinare-programis-gadavarchinot-buneba-sakartvelo-mkhardacherit-rustavshi-masshtaburi-ekologiuri-proekti-khortsieldeba გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება. ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1540089193.JPG 2024-04-20 310985 დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია „არა რუსულ კანონს“ გაიმართება 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. „ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია. კი-ევროპას, არა-რუსეთს” – აცხადებენ ორგანიზატორები. https://www.ghn.ge/index.php/news/310984-dghes-1900-saatze-batumshi-aktsia-ara-rusul-kanons-gaimarteba 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია „არა რუსულ კანონს“ გაიმართება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1615798554.jpg 2024-04-20 310984 ერაყში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა - Reuters ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა განაცხადეს, რომ დიდი აფეთქება მოხდა მის სამეთაურო პუნქტ კალსოს სამხედრო ბაზაზე, ბაღდადიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო საჰაერო თავდასხმის შედეგი, იუწყება Reuters წყაროების ცნობით, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. უცნობია ვინ იყო პასუხისმგებელი საჰაერო თავდასხმაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო აქტივობა არ ყოფილა. სახალხო მობილიზაციის ძალები თავდაპირველად მოქმედებდნენ როგორც შეიარაღებული ჯგუფები, რომელთაგან ბევრი ახლოს იყო ირანთან. მოგვიანებით ისინი ერაყის ხელისუფლებამ ოფიციალურად უსაფრთხოების ძალებად აღიარა. სახალხო მობილიზაციის ძალების დანაყოფები მონაწილეობდნენ სარაკეტო და დროონებით თავდასხმებში ერაყში აშშ-ის ძალებზე ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. თუმცა თავდასხმები თებერვლის დასაწყისიდან შეწყვიტეს. https://www.ghn.ge/index.php/news/310983-eraqshi-samkhedro-bazaze-afetkeba-mokhda-reuters ერაყში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა - Reuters მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1545354285.jpg 2024-04-20 310983 აშშ გააგრძელებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა საჭიროებების გაგზავნისთვის ზომების მიღებას - ლოიდ ოსტინი შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა საჭიროებების გაგზავნისთვის ზომების მიღებას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმანატო-უკრაინის თავდაცვის საბჭოს ონლაინშეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პენტაგონის პრესპიკერის პეტ რაიდერის განცახდებით, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელი აუცილებლობა და უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სამოქალაქო პირებზე რუსული საჰაერო თავდასხმების ფონზე. მოკავშირეებთან საუბრისას ოსტინმა ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვაზე სასწრაფო, შეთანხმებული მოქმედების აუცილებლობას. მან აღნიშნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წარმატებები ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მნიშვნელოვანი მოცულობის ტექნიკით მომარაგებაში. კერძოდ, საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა კიევს მიაწოდეს 70-ზე მეტი საშუალო და შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასობით რაკეტა. ოსტინი საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრას ონლაინრეჟიმში   26 აპრილს გამართავს. https://www.ghn.ge/index.php/news/310982-ashsh-gaagrdzelebs-ukrainashi-sahaero-tavdatsvis-sistemebisa-da-skhva-sachiroebebis-gagzavnistvis-zomebis-mighebas-loid-ostini აშშ გააგრძელებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და კიევისთვის სხვა საჭშიროებების მიწოდებისთვის ზომების მიღებას - ლოიდ ოსტინი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/685319651.png 2024-04-20 310982 დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა განაცხადა, რომ დნიპროში მაშველებმა რუსული რაკეტით დანგრეულ სახლში  აღმოაჩინეს კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ლისაკი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ეს ადამიანი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, მისი ცხედარი კი მესამე სართულზე იპოვეს. დნეპროპეტროვსკში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. დაშავდა კიდევ 34 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. დნიპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლუკაშუკმა მანამდე განაცხადა, რომ ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი წლის ბიჭის მთელი ოჯახი რუსული რაკეტით დაიღუპა: დედა, ბებია, 14 წლის უფროსი და და 8 წლის ძმა. რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში გასულ ღამეს მიიტანეს.  https://www.ghn.ge/index.php/news/310981-dnipropetrovskis-olkshi-rusetis-dartqmis-shedegad-daghupulta-raodenoba-rvamde-gaizarda დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1576062258.jpg 2024-04-20 310981 ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა. თვითმხილველების ცნობით, კაცმა თხევადი ნივთიერება გადაისხა.  თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა. უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, კაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა კაცის ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია. https://www.ghn.ge/index.php/news/310980-niu-iorkshi-donald-trampis-sasamartlo-protsesis-mimdinareobisas-sasamartlos-shenobastan-akhalgazrda-katsma-tavis-datsva-stsada ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1704146693.jpg 2024-04-20 310980 "ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ქმნის - გიორგი გახარია ჩვენი მთავარი მიზანია, ამ არჩევნებამდე მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, ამიტომ საჭიროა, მოქალაქეებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ. „ჩვენი, როგორც მოქალაქეების მთავარი მიზანია, მიუხედავად "ოცნების" ყოველდღიური პროვოკაციებისა, არჩევნებამდე მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ვხედავ. ამ რისკს, პირველ რიგში, "ოცნება" ქმნის. დღეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ვერ გეტყვით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად რა უფრო დამაზიანებელი იქნება, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების განვითარება, თუ არჩევნებამდე მისვლა ისე, რომ მაგალითად "ოცნებას" კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ 30%-ს მიაღწიოს და კოალიციური მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღოს", - ამბობს გახარია. https://www.ghn.ge/index.php/news/310979-otsneba-samokalako-dapirispirebis-risks-kmnis-giorgi-gakharia "ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ქმნის - გიორგი გახარია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1755856879.jpg 2024-04-19 310979 საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ. მანამდე გამჭვვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი  იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ.  ახალგაზრდებმა გმირების მემორიალათან ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს - "ვდებთ ფიცს, რომ ჩვენ საქართველოს დავიცავთ რუსული კანონისგან და რუსული ნარატივებისგან" აქციის ორგანიზატორები სტუდენტური მოძრაობა დაფიონი და ჯიუტები არიან. აქციაზე სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები იმყოფებიან. ისინი ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.  https://www.ghn.ge/index.php/news/310978-saprotesto-aktsiis-monatsileebi-gmirta-moedanze-mividnen-da-fitsi-dades საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/635755043.jpg 2024-04-19 310978 "ოცნება"სტრატეგიულად დამარცხებულია, ახლა მიმდინარეობს ამ დამარცხების გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი და ტაქტიკური შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ - გიორგი გახარია "ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ  "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს. “მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სტრატეგიულად "ოცნება" დამარცხებულია. სტრატეგიულად საქართველოში და ქვეყნის გარეთაც "ოცნება" დამარცხებულია. ახლა მიმდინარეობს ამ დამარცხების გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი და ტაქტიკური შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ, მათ გარდა ქვეყანასაც აზიანებს. რატომ არის "ოცნება" დამარცხებული? - დამარცხებულია მარტივი მიზეზის გამო, რადგან "ოცნებას" აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს, რომ არჩევნებამდე მიმავალი გზა და არჩევნების დაცვის ნებისმიერი ინსტრუმენტი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და დააზიანოს. ამ ნაბიჯების ასეთი ტემპით დაწყების მიზანი არის შესაძლებლობა, გაყალბებულ არჩევნებზე როგორმე ლეგიტიმაცია მიიღონ. კითხვის ნიშანი ის კი არ არის, რომ ეცდება გააყალბოს არჩევნები, ეს აბსოლუტურად ცხადია, რომ "ოცნება" ეცდება, გააყალბოს არჩევნები, მაგრამ "ოცნების" მთავარი მიზანი ის არის, რომ გაყალბებულ არჩევნებზე იქნებ რამენაირად ლეგიტიმაცია მიიღონ", - ამბობს გახარია. https://www.ghn.ge/index.php/news/310977-otsnebastrategiulad-damartskhebulia-akhla-mimdinareobs-am-damartskhebis-gaazrebis-dzalian-mtkivneuli-protsesi-da-taktikuri-shetsdomebi-romlebsats-isini-ushveben-giorgi-gakharia "ოცნება"სტრატეგიულად დამარცხებულია, ახლა მიმდინარეობს ამ დამარცხების გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი და ტაქტიკური შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ - გიორგი გახარია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2123335748.jpg 2024-04-19 310977 საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლისკენ მსვლელობით მიემართებიან რუსთაველის გამზირზე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ. მათი თქმით, პროტესტის ხმა ყველა სახელმწიფო უწყებასთან უნდა ისმოდეს. თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. https://www.ghn.ge/index.php/news/310976-saprotesto-aktsiis-monatsileebi-rustavelis-gamziridan-iustitsiis-sakhlisken-msvlelobit-miemartebian საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლისკენ მსვლელობით მიემართებიან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1713302842.png 2024-04-19 310976 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. https://www.ghn.ge/index.php/news/310975-rusetis-saokupatsio-dzalebis-mier-ukanonod-dakavebuli-sakartvelos-sami-mokalake-tavisufalia-sus-i რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი კონფლიქტები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1704813046.jpg 2024-04-19 310975 გარკვევით ვამბობ, კანონპროექტი, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, პირიქით, იმედგაცრუებული ვართ - შარლ მიშელი გარკვევით ვამბობ, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი გაიყინოს, შარლ მიშელმა თქვა, რომ ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, გავლენა ექნება, როგორ შეაფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს. „გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები – ისინი, ვისაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ისინი მხარს თუ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებს და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310974-garkvevit-vambob-kanonproekti-ar-aakhloebs-sakartvelos-evrokavshirtan-pirikit-imedgatsruebuli-vart-sharl-misheli გარკვევით ვამბობ, კანონპროექტი, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ - შარლ  მიშელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/884140659.png 2024-04-19 310974 ჩვენ გვჭირდება Patriot-ის კიდევ შვიდი სისტემა და ეს არის მინიმალური რაოდენობა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ნატოს საბჭოზე ისაუბრა და მოუწოდა პარტნიორებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას საჭირო იარაღი. „ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობთ: თავდაცვისთვის გვჭირდება კიდევ შვიდი Patriot-ის სისტემა ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ეს არის მინიმალური რაოდენობა. მათ შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა და რეალურად ვითარების შეცვლა. თქვენ გაქვთ ასეთი სისტემები. მეორეც, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბარობთ მილიონ საარტილერიო ჭურვზე, ისინი ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეს ფრონტის ხაზამდე, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ უკრაინას გადაეცეს შორი მოქმედების იარაღი და ავიაცია. ზელენსკიმ შეხვედრების მონაწილეებს ასევე აცნობა 19 აპრილს უკრაინაზე მტრის დარტყმის შედეგების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ ელოდება მხარდაჭერის ახალ პაკეტებს შეერთებული შტატებისგან. ამასთან, მან შეახსენა, რომ  ისრაელი მარტო არ დარჩენილა ირანის თავდასხმის დროს. „ისრაელი მარტო არ დარჩენილა და მასზე დარტყმების თითქმის ასი პროცენტი განეიტრალდა. ეს არის ნატო-ს საჰაერო ფარის, თქვენი საჰაერო თავდაცვის დამაჯერებელი ეფექტურობა, თქვენი საბრძოლო ავიაციის - ყველფრის, რაც ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთის ცაზე და გაანადგურა არა მხოლოდ ირანული დრონები და რაკეტები, არამედ რამდენიმე საშიში მითიც. განსაკუთრებით მითი იმის შესახებ, რომ ნატო-ს წევრების ქმედებები დრონებისა და რაკეტებისგან მესამე ქვეყნის დასაცავად იწვევს ნატო-ს ომში ჩათრევას და რომ შაჰედების ან რაკეტების ჩამოგდება შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ დაპირისპირებად იმ ძალებთან, რომლებმაც ეს იარაღი გამოიყენა. არ არსებობდა საჭიროება ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეთა ქმედებები მე-5 მუხლის გასააქტიურებლად და მოკავშირეები ერთად მოქმედებდნენ არამოკავშირე სახელმწიფოს დასაცავად. პუტინი ციდან დედამიწაზე უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩვენი ცა კვლავ უსაფრთხო უნდა იყოს და ეს რეალურია. და ეს მთლიანად თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანია, არის თუ არა სიცოცხლე მართლაც ერთნაირად ღირებული ყველგან. არჩევანია, თანაბრად ეპყრობი თუ არა ყველა პარტნიორს. არჩევანია ვართ თუ არა ჩვენ ნამდვილად მოკავშირეები,” - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/310973-chven-gvchirdeba-patriot-is-kidev-shvidi-sistema-da-es-aris-minimaluri-raodenoba-volodimir-zelenski ჩვენ გვჭირდება Patriot-ის კიდევ შვიდი სისტემა და ეს არის მინიმალური რაოდენობა - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/328732706.png 2024-04-19 310973 ნატო უკრაინას მალე ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის - იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭო 19 აპრილს შეთანხმდა კიევში საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გაგზავნის შესახებ. სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრის მონაწილე ნატო-ს თავდაცვის მინისტრები „შეთანხმდნენ, გააძლიერონ და უზრუნველყონ დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვა“. „ნატო-მ გამოავლინა არსებული რესურსები მთელს ალიანსში, არსებობს სისტემები, რომლებიც ხელმისაწვდომია უკრაინისთვის, ამიტომ ველოდები ახალ განცხადებებს საჰაერო თავდაცვის სფეროში უკრაინის დახმარების შესახებ“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, მოკავშირეებს შეუძლიათ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები გარდა Patriot-ის, მაგალითად, SAMP/T-ის ტიპის სიტემებო ამ ფინანსური შენატანებით, თუ მათ არ აქვთ საჰაერო ტავდაცვის სისტემები.   „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინდუსტრიასთან, წარმოების გასაძლიერებლად, რათა მოდერნიზდეს {საჰაერო თავდაცვის} სისტემები და გავხადოთ ისინი გამოსაყენებლად ვარგისი“, - დასძინა სტოლტენბერგმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310972-nato-ukrainas-male-akhal-sahaero-tavdatsvis-sistemebs-gaugzavnis-iens-stoltenbergi ნატო უკრაინას მალე ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის - იენს სტოლტენბერგი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1146135433.jpg 2024-04-19 310972 ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე - ოპოზიციური პარტიების განცხადება ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს.  მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.  მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს: პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან; მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.  მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება - მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: ახალი გირჩი მეტი-თავისუფლება დროა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლელო საქართველოსთვის  რესპუბლიკური პარტია სტრატეგია აღმაშენებელი https://www.ghn.ge/index.php/news/310971-vagrdzelebt-tsinaaghmdegobas-da-brdzolas-chveni-khalkhis-saboloo-gamarjvebamde-opozitsiuri-partiebis-gantskhadeba ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრების დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან - ოპოზიციური პარტიების განცხადება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/903994178.jpg 2024-04-19 310971 ხარება ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია, ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა - ვახტანგ გომელაური ე.წ ხარება - ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. ე.წ ხარება - ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არც ბატონი ზვიადის ყოფნა იქ. არა მარტო ბატონი ზვიადის, არამედ ძალიან ბევრი პორფესიონალი ადამიანი მუშაობს დღეს იქ. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. არ ვიცი ყველა, 40 ათასი კაცი უნდა გაგვეშვა და სულ ახლები მოგვეყვანა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მაგას ვერავინ გააკეთებდა. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ უბრალოდ მოქალაქეები იდგნენ მშვიდობით, თავის აზრს გამოხატავდნენ, პოლიცია მივარდა და დაარბია ან დააკავა ან იძალადა. პოლიცია გააქრეს. პოლიციით იყო გადავსებულიო - რატომ იყო პოლიცია, ეს ავხსენით კიდეც და გავაკეთეთ განმარტება. იყვნენ დეპუტატები, უნდა გამოსულიყვნენ, ცალკე აქციის მონაწილეები იყვნენ მომზადებულები. ამ ახალგაზრდებს, ჩემი შვილების ტოლები არიან, მოვუწოდებ, რომ თავს გაუფრთხილდნენ. ნუ ჩაიგდებენ თავს ცუდ მდგომარეობაში, ვიღაც სხვისი კეთილდღეობის გამო. ცოტანი ვართ ქართველები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. მითუმეტეს ოჯახებს და ოჯახის წევრებს არ უდნა შევეხოთ, ჩემი აზრით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310970-khareba-ert-erti-gamorcheuli-ghirseuli-adamiania-bevri-ram-akvs-gaketebuli-chveni-kveqnistvis-mat-shoris-omshi-monatsileoba-vakhtang-gomelauri ხარება ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია, ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1300681617.jpg 2024-04-19 310970 ირანში აცხადებენ, რომ თეირანი ისრაელზე საპასუხო იერიშს არ გეგმავს ირანში ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ ირანი არ გეგმავს დაუყოვნებლივ შურისძიებას ისრაელის წინააღმდეგ თეირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისპაჰანზე დრონებით თავდასხმის შემდეგ. იუწყება Times of Israel ოფიციალურმა პირმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ  ისპაჰანზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას, მიუხედავად ზოგიერთი ისრაელელი პოლიტიკოსის კომენტარებისა, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირის კომენტარები ადასტურებს, რომ თეირანი შესაძლოა არ იყოს დაინტერესებული  ისრაელზე თავდასხმის გაგრძელებით. Washington Post-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირის მითითებით, დარტყმის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ისრაელის შეუძლია თავისი იარაღით მისწვდეს. პარასკევს, 19 აპრილს, გამთენიისას ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანის წინააღმდეგ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი აფეთქება მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ისპაჰანში სამხედრო ბაზასთან. ისპაჰანის პროვინციაში ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი მდებარეობს. https://www.ghn.ge/index.php/news/310969-iranshi-atskhadeben-rom-teirani-israelze-sapasukho-ierishs-ar-gegmavs ირანში აცხადებენ, რომ თეირანი ისრაელზე საპასუხო იერიშს არ გეგმავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2094679677.png 2024-04-19 310969 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8453 ლარი გახდა. 1.26 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3223 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 8.19 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/310968-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1238480910.jpg 2024-04-19 310968 „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება - ანრი ოხანაშვილი „ოპოზიციის წარმომადგენლებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“  საზოგადოებაზე ფიზიკურად ძალადობდა როცა ატერორებდნენ ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ ტერორს. „შეიძლება ჩემპიონის პრიზი აიღოთ იმდენი ბრიფინგი გაქვთ ჩატარებული, მე მინდა ვკითხო ოპოზიციონერ დეპუტატებს - რატომ არ შეიკრიბეთ დაუყოვნებლივ, როდესაც საჯაროდ, პარლამენტის წევრზე მუხანათური თავდასხმა განხორციელდა, რამ შეგიშალათ ხელი? რატომ არ თქვით, რომ ეს არის დაუშვებელი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ამის წახალისება. ჩვენ ვხედავდით ცალკეული თქვენგანის მომღიმარ სახეებს და გახარებულები იყავით, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგის მიმართ იკადრა. ამიტომ თქვენ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და ამ ყველაფრის წამხალისებელი. თქვენ შეგეძლოთ პრევენცია მოგეხდინათ რომ გარეთ, მომიტინგეებთანაც მსგავსი რამ არ განხორციელებულიყო, მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მშვიდობიან  მომიტინგეებში მუხტი გაჩენილიყო, ამიტომ თქვენ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეების ცალკეული ჯგუფი  ცდილობდა პოლიციელების გატაცებას, რაც  ფაქტებით არის დაფიქსირებული. „პირველი, ვინც კი შევიდა პოლიციასთან კონტაქტში, ეს იყო ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას. ადგილი ჰქონდა პოლიციელების გამოყვანის მცდელობას, ე.წ. პოლიციელების გატაცებას.  თქვენ  იხილეთ არა ერთი კადრი, როდესაც ბლაგვი საგანი პოლიციელს პირდაპირ სახეში ხვდება. რატომ არ გამოხვედით და რატომ არ თქვით, რომ დაუშვებელია პოლიციაზე ძალადობა.  თქვენი პერსპექტივიდან სამარცხვინო საქციელის ჩამდენი ელისაშვილი იყო „გმირი“ ამასთანავე, პოლიციელების შეურაცხყოფა და მათი გატაცების მცდელობა იყო თქვენგან ტოლერირებული. ამიტომ ყველა ის ხალხი, ვინც ეს არ დაგმეთ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და სააკაშვილის მოკავშირეები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდით „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი პირის შეწყალებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ითხოვდა შეეწყალებინა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული ადამიანი, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა სცადა. „თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც საშუალების შემთხვევაში  ჩვენ საზოგადოებას განსხვავებული აზრის გამო „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრით. ამის უპირობო გამკეთებლები ხართ ყველა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ოჯახური ძალადობის დანაშაულისთვის მსჯავრდებული ახალგაზრდა, რომელმაც მამა დაჭრა, შემდგომ დააზიანა კუთვნილი ავტომანქანა, ამის შემდგომ გამოვიდა რუსთაველზე „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა და ამ ადამიანის შეწყალებას უჭერთ მხარს და ტაშს უკრავთ. სად არის აქ ევროპელობა და სად არის აქ სიმართლე, კანონის უზენაესობა. თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310967-natsionaluri-modzraobis-rezhimi-zne-da-morali-ar-itsvleba-anri-okhanashvili „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება - ანრი ოხანაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1827095266.JPG 2024-04-19 310967 პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ძალადობის წახალისებაა და არასწორია, დიდად არც გამკვირვებია - ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ძალადობის წახალისებაა და არასწორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. „რამდენიმე პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს, ანუ ესროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რაც არის ძალიან ცუდი. მე ვთხოვე ჩემს თანამშრომელს, მოეძიებინა, თუ არის სადმე, რომ პოლიციელი, ან დაჭრა, ან რამე თავდასხმა მოახდინო და რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს წახალისებაა და არასწორია. პოლიციელზე თავდამსხმელი, მით უმეტეს ასეთი აშკარა, რომელიც ამბობს, კი, მე ვესროლე და ძალიანაც კარგი ვქენიო, შეიწყალო, გამოუშვა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე ხნის წინ იყო პოლიციელის მკვლელი, რომელიც იყო დაკავებული დაახლოებით 3-4 წელი მოიხადა, კიდევ უნდა მჯდარიყო, თუ არ ვცდები 12 წელი ჰქონდა მისჯილი, ისიც შეიწყალა, გამოუშვა. ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის. არა მარტო პოლიციელის მკვლელის გამოშვება, არამედ მკვლელის შეწყალება ნამდვილად მიუღებელია.  არა მარტო ეს, არამედ იყო ბევრი, იგივე ნარკომოვაჭრეების თემა. სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამკვირვებია“, – განაცხადა გომელაურმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310966-prezidentis-mier-lazare-grigoriadisis-shetsqaleba-dzaladobis-tsakhalisebaa-da-arastsoria-didad-arts-gamkvirvebia-vakhtang-gomelauri პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ძალადობის წახალისებაა და არასწორია, დიდად არც გამკვირვებია - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1078130656.jpg 2024-04-19 310966 "ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ - მიხეილ სააკაშვილი ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  სააკაშვილი ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, რომ უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სოფო ჯაფარიძეს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ასევე ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი გააჩნია. "ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.  ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ.  რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს. სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.  ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ! ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.  ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი. https://www.ghn.ge/index.php/news/310965-natsionalur-modzraobas-vtkhov-partiis-bordi-shevkmnat-da-bordis-tavmjdomared-chemi-kandidatura-ganikhilon-kholo-chems-moadgiled-sofo-jafaridze-airchion-mikheil-saakashvili "ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ - მიხეილ  სააკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1451915686.jpg 2024-04-19 310965 ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა - პაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს “უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ” - “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.  „ის რაც კალაძემ იკადრა დღეს, რომ თითქოს ელისაშვილმა ის უნდა მიიღოს რაც დაიმსახურა, არ ჯდება არც სამართალში და არც მორალში, ეს არის ჯუნგლის კანონში ქვეყნის გადაყვანა, რომ ან მოერევი ან მოგერევიან. ასეთი სისტემა გვინდა?   დღეს თქვენ მოხვედით პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვსაუბრობთ ძალადობაზე, უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ. ყველამ ნახა ფაქტები ვიწრო ქუჩებში როგორ უსაფრდება და არბევს პოლიცია სახლში მიმავალ ახალგაზრდებს.  ასევე უმძიმესი ფაქტი, რამდენიმე პოლიციელი ხალისით იღებდა ვიდეოს როგორ სცემენ ალეკო ელისაშვილს, რატომ? - როსგვარდიელები ხართ რომ მერე აჩვენოთ შეფს და დაგვაწინაურებენ, პრემიას მოგცემენ? ეს არ არის ძალადობის წახალისება?   მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას მინიმუმ დროებით მაინც შევუჩერებდი ამ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი ფაქტი.   ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა და არც კაცობა. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს. ხვალ შეიცვლება ხელისუფლება და თქვენც გინდათ რომ იგივე სტანდარტით მოგექცნენ? ამას ამკვიდრებთ? ამას უწყობთ ხელს?  გამოძიება არ მიდის, იქონიეთ თავმოყვარეობა და დაგმეთ მაინც მაგრამ ამას არ გააკეთებთ რადგან თქვენი სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას”, - განაცხადა მანჯგალაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/310964-vazha-fshavelas-kveqanashi-vart-visats-erevi-akhrchobde-arasdros-qofila-arts-magari-bichoba-arts-katsoba-paata-manjgaladze-vakhtang-gomelaurs ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა - პაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1271106088.jfif 2024-04-19 310964 ჩვენი სამართალდამცავები მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს - რატი იონათამიშვილი „თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, ევროპული დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიები არ არსებობს თუ სამართალდამცავი უწყებები ძლიერები არ არიან და დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიციელები, ჩვენი სამართალდამცავები თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ ქვეყნის მოქალაქეების  უსაფრთხოებას და მართლწესრიგს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სამართალდამცავებს თითოეული მოქალაქისგან შესაბამისი, ანალოგიური პატივისცემა სჭირდებათ, რადგან ისინი 24 საათის განმავლობაში ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ, რომ მოსახლეობამ მშვიდად აკეთოს ის საქმე, რაც აუცილებელია ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისთვის. „არასდროს, არაფერს არ ვაპატიებთ, როდესაც ვინმე უშვერი და ღირსების შემლახავი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება. ოპოზიციამ დღესაც უკადრებელი იკადრა, მათ, ფაქტობრივად საკუთარი პოლიტიკური მაქსიმუმი აჩვენეს ჩვენს საზოგადოებას და მათი პოლიტიკური მაქსიმუმი ისევ სიძულვილი და დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობაა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/310963-chveni-samartaldamtsavebi-maghali-profesionalizmit-patriotizmit-itsaven-kveqnis-mokalakeebis-usafrtkhoebasa-da-martltsesrigs-rati-ionatamishvili ჩვენი სამართალდამცავები მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს - რატი იონათამიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/937051775.JPG 2024-04-19 310963 არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია - გიორგი ვოლსკი „შეიძლება არის პოლიციის მხრიდან რაღაც  გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის  არ იცვლება.  მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის.  ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან“, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას მოუსმინეს. მისი თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ ვინ არის პრორუსული ძალა. „რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მან თავის გამოსვლაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტზე და განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. „ეს საქართველოა, რომელსაც თავისი ღირსება, თავისი პოზიცია და წონა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო  ასპარეზზე. ასე რომ მართლაც, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს! და სწორედ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენი ერის, ჩვენი ახალგაზრდების და თითოეული ჩვენგანისთვის აჯობებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/310962-arts-erti-akhalgazrda-vints-aktsiaze-iqo-ar-itqvis-rom-levan-khabeishvils-tsahqveba-im-brdzolashi-rasats-politikuri-brdzola-hkvia-giorgi-volski არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია - გიორგი ვოლსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1523659845.JPG 2024-04-19 310962 სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი - მაკა ბოჭორიშვილი სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარენ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. „სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი და არ არის საქართველოსთან რელევანტური სერგეი ლავროვის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები... საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ლავროვი კანონპროექტთან დაკავშირებით თუ ის საქართველოს პარლამენტში განიხილება. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს, რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ან რატომ ემთხვევა თქვენს ინტერესებს ლავროვის განცხადებები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში“. https://www.ghn.ge/index.php/news/310961-sergei-lavrovs-albat-moetsoneba-rusuli-kanoni-tumtsa-sakartvelostan-mimartebashi-ra-aris-rusuli-kanoni-ar-vitsi-maka-bochorishvili სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი - მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1737866159.jpg 2024-04-19 310961 თინა ბოკუჩავა დამემუქრა, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო - რიმა ბერიძე ბოკუჩავა დამემუქრა, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო, არის თუ არა ეს ძალადობა? თუმცა ტრიბუნასთან ქალთა უფლებებს იცავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერიძემ პარლამენტში განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გავხდი, როცა მამუკა მდინარაძეს ვერაგულად მიეპარა ელისაშვილი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ქალბატონმა დეკანოიძემ მომაწოდა ერთი აბი კორსიზი. დღეს მოდის ქალბატონი ბოკუჩავა, მანამდე ძალიან შეურაცხმყოფელ წინადადებებს ავრცელებდა ჩუმად ჩვენს ქალბატონებთან მიმართებით, როგორც ყოველთვის სჩვევიათ. მან ჩემგან მიიღო პასუხი, მაგ სიმართლით იარე შენ, რასაც ახლა ობიექტურად საუბრობ-მეთქი. მოვიდა, დამემუქრა და მეუბნება, ენას კბილს თუ არ დავაჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩვენს ხალხს, საზოგადოებას და ძალიან ბევრი ადამიანის, ბევრი ოჯახის, ბევრი ქალის გვერდით ვიდექი და ვიდგები მუდამ. ეს არის ჩემი ჰობი და ეს არის ჩემი მრწამსი, მაგრამ, იცით რა მაინტერესებს? სამი შვილის დედა, ჩემი შვილის თანატოლი გოგო მოდის ჩემთან და მემუქრება. ქალბატონო ბოკუჩავა, სახლში რომ დაბრუნდები დღეს, მაინტერესებს, შენს სამ შვილს რას ეტყვი, რა პასუხს გასცემ. არის თუ არა ეს ძალადობა შენს კოლეგაზე, დედისტოლა ქალზე და რა არის შენი, ზოგადად, საზოგადოებრივი პრინციპი, თუმცა, ტრიბუნაზე გამოდიოდა და ქალთა უფლებებს იცავდა. შენ ნამდვილად გჭირდება მედიკამენტი და თუ ამის შესაძლებლობა მექნება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარები“, – განაცხადა რიმა ბერიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/310960-tina-bokuchava-damemukra-enas-kbils-tu-ar-daacher-chvengan-motsodebuli-korsizi-veghar-gishveliso-rima-beridze თინა ბოკუჩავა დამემუქრა, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო - რიმა ბერიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1486402069.jpg 2024-04-19 310960 საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი ყველაზე რბილია, სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქციეს - სერგეი ლავროვი საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „საქართველოში ამ დემონსტრაციებმა ალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქციეს, თუმცა კანონი ძალიან რბილია. და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არის კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებთ და ამაზე არ საუბრობთ და  ამ ფულით რამეს აშავებთ“, - თქვა მან. ლავროვმა აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს მიიღებს საზღვარგარეთიდან. https://www.ghn.ge/index.php/news/310959-sakartveloshi-utskhouri-agentebis-shesakheb-kanoni-qvelaze-rbilia-salome-zurabishvili-sitqvis-tavisuflebistvis-mebrdzolad-aktsies-sergei-lavrovi საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ ყველაზე რბილია, სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქციეს - სერგეი ლავროვი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/352780076.png 2024-04-19 310959 ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას „რა რუსეთზე და რა ევროპაზე ლაპარაკობთ, ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და  როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ“,- მიმართა ოპოზიციას   პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთის  სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქმედებებზე ისაუბრა. „რუსული იყო ის, ტერიტორიები რომ ჩააბარეთ, მერე რეზოლუციაზე რომ მოუწერეთ ხელი და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში, ხოლო შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტზე რომ ხვდებოდით, შემობრძანდით ყველანიო -  ეს არის რუსული პოლიტიკა. მედია რომ დაატერორეთ,  დააპატიმრეთ ჟურნალისტები, ეს არის რუსული პოლიტიკა და ეს იყო რუსული ინტერესების გატარება. ადამიანები რომ დაასამარეთ, ბიზნესს რომ არეკეტებდით,  300 000 ადამიანი რომ გაატარეთ უკიდურეს წნეხში პენიტენციურ სისტემაში, ეგ იყო რუსული  საქმეები და  ხომ არ გავიწყდებათ, რომ მინისტრები გყავდათ რუსეთის მოქალაქეები, თქვენ ვის რას ელაპარაკებით?  მგონი, ახლაც გყავთ მოქმედი ლიდერები აქაც, პარლამენტში რუსეთის მოქალაქეები. მატყუარებო, როგორ ბედავთ ხალხის მოტყუებას საერთოდ? თქვენ მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს, ხომ არ დაგავიწყდათ ეს ყველაფერი? არ მოგწონთ ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა ამ ქვეყანაში, ევროპული წარმატებები. არ მოგწონთ, რადგან ხართ პოლიტიკური ეგოიზმის  მქონე ეგოცენტრული პოლიტიკური ჯგუფი“, - მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/310958-zustad-ert-tsutshi-getqvit-rogori-rusebi-khart-da-rogor-rusul-interesebsats-atarebt-archil-talakvadze-opozitsias ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და  როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/614166036.JPG 2024-04-19 310958 ათასობით მოქალაქე დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს, ასევე მკაფიოდ დააფიქსირებს თავის სათქმელს არჩევნებზე - ანა ნაცვლიშვილი ქართველი ხალხი არჩევნებზე პრინციპულად და მკაფიოდ დააფიქსირებს თავის სათქმელს. რუსთაველზე ყველა თაობა დადგა და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი რუსული ხელისუფლება იმ ხელისუფლებით არის შესაცვლელი, რომელიც მოემსახურება არა კრემლის ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნისას. „მნიშვნელოვანია, მოცემულ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ღიად არის ჩამდგარი ოკუპანტი სახელმწიფოს მსახურებაში, დაიწყო კონსტიტუციური გადატრიალება. რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციის გვერდის ავლით, სახელმწიფოს საგარეო კურსის და საშინაო პრიორიტეტების გადახვევა. რუსული კანონის საბოლოოდ მიღებით, თუ ეს მოხდება, საქართველოს ევროპული კურსის გადახვევა, ევროკავშირიდან საქართველოს დაშორება მოხდება განაცხადთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ათასობით მოქალაქე, ყველა თაობა დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს. „საქართველოს ათასობით მოქალაქე, ყველა თაობა დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს. ასევე, პრინციპულად და მკაფიოდ დააფიქსირებს ქართველი ხალხი თავის სათქმელს არჩევნებზე. დავესესხები არაჩვეულებრივ გამონათქვამს, რომელიც ეკუთვნის საქართველოს სპორტსმენს, კოტე მაჩაბელს და ვიტყვი, დიახ, ამ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ქართული ხელისუფლება. გეგმაა – შევცვალოთ რუსული ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც მოემსახურება არა კრემლის ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნისას. ჩვენ, პოლიტიკოსები გავაკეთებთ იმას, რასაც ქართველი ხალხი დაგვიკვეთავს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310957-atasobit-mokalake-dadga-rustavelze-da-dzalian-mkafiod-gaemijna-rusuli-khelisuflebis-mokmedebebs-aseve-mkafiod-daafiksirebs-tavis-satkmels-archevnebze-ana-natsvlishvili ათასობით მოქალაქე, დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს, ასევე მკაფიოდ დააფიქსირებს ქართველი ხალხი თავის სათქმელს არჩევნებზე - ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/969755532.jpg 2024-04-19 310957 ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   https://www.ghn.ge/index.php/news/310953-narkotikuli-sashualebebis-gasaghebasa-da-ukanono-shemosavlis-legalizatsiashi-3-braldebuls-uvado-kholo-2-braldebuls-19-da-18-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesajat ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1600282067.jpeg 2024-04-19 310953 პოლიციელებს მოვუწოდებ, არ დაემორჩილონ ამ გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი აქვს - გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მოვუწოდებ, არ დაემორჩილონ ამ გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი არ აქვს, – ამის შესახებ „ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვიდა და დანაშაულებრივ ბრძანებს პირადად გასცემს. „მე ძალიან კონკრეტულად განვუცხადე შინაგან საქმეთა მინისტრს, ბიძინას პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვიდა და დანაშაულებრივ ბრძანებებს პირადად გასცემს. არანაირი შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის და პოლიციელებს მოვიწოდებ, არ დაემორჩილოთ ამ ვიღაც გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი არ აქვს”-, განაცხადა ვაშაძემ.   https://www.ghn.ge/index.php/news/310955-politsielebs-movutsodeb-ar-daemorchilon-am-gaugebar-adamians-romelsats-shinagan-sakmeta-saministrostan-saerto-araferi-akvs-giorgi-vashadze პოლიციელებს მოვუწოდებ, არ დაემორჩილონ ამ გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი აქვს - გიორგი ვაშაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/381285900.jpg 2024-04-19 310955 ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო - ხავიერ კოლომინა ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა X-ზე. #NATO is concerned about the draft law passed in first reading in Tbilisi. Key for #Georgia, as NATO aspirant, to have the right framework to ensure media freedom and civil society participation. This draft is a step backwards & does not further 🇬🇪 Euro Atlantic integration — Javier Colomina (@JavierColominaP) April 19, 2024   https://www.ghn.ge/index.php/news/310952-nato-sheshfotebulia-tbilisshi-pirveli-mosmenit-mighebuli-kanonproektis-gamo-khavier-kolomina ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო - ხავიერ კოლომინა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1906967092.jpeg 2024-04-19 310952 ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს და ისევ დაერევიან საზოგადოებას - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ამ ადამიანების მხრიდან მოედინება აგრესია, ადამიანის ზიზღი. „დღევანდელი ინტერპელაციის თემა არის მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენ სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩეოდა. ახლაც ვნახეთ თინა ბოკუჩავას საქციელი. სიტყვიერად, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები. ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს, რომელიც მათგან გადმოეფინება. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს მაუზერები ჰქონდათ. ამით იყვნენ შეიარაღებული და რასაც აკეთებდნენ, ახსოვს ყველას. თვალს არ ახამხამებდნენ, ისე უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში თუ საპატიმროში, ისე რიყავდნენ, ისე თიშავდნენ ყველაფრისგან, რასაც საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქვია. დღეს ოპოზიციაში არიან, ეს მაუზერები ხელში უჭირავთ, მაგრამ შენახული აქვთ თაროებზე. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას. ესენი ფიქრობენ, რომ თავს აიდენტიფიცირებენ რაიმე ევროპულთან? ეს ადამიანები, რომლებიც ბოლშევიკების შთამომავლები არიან? რაც ჩვენ ვნახეთ თინა ბოკუჩავას საქციელი, რასაც ვისმენდით ანა ნაცვლიშვილისგან, ის ზიზღი, რომელიც ტრიბუნიდან გადმოეფრქვეოდა, ხელში მართლაც რომ სჭეროდა იარაღი, მგონი, დაახლიდა აქ ყველას შუბლში. შეუძლებელია უბრალოდ, ეს აგრესია, რომელიც მათი მხრიდან მოედინება, ადამიანის ზიზღი, ყველაფერი, რაც ადამიანთან არის დაკავშირებული. და უნარი რომ არ აქვთ, მოისმინონ პასუხები, ესეც აჩვენებს. მოვლენ, ბოღმას დაანთხევენ, მერე გადიან დარბაზიდან და ამ თავისი ბოღმით დატვირთულები უკვე სხვებზე ავრცელებენ ბოღმას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. სამწუხაროა, რომ ასეთ ხალხს კიდევ აქვთ პრეტენზიები, რაიმეზე ისაუბრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/310956-opozitsiis-tsarmomadgenlebi-rogorts-ki-erti-grami-khelisufleba-mietsemat-gadmoalageben-tqavis-kurtukebs-mauzers-da-isev-daerevian-sazogadoebas-shalva-papuashvili ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს და ისევ დაერევიან საზოგადოებას - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2014946473.jpg 2024-04-19 310956 ქოცებო, თქვე ნაცებო, შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - გახარიას გუნდი პარტია "საქართველოსთვის" მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მხარი არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. ამის შესახებ გახარიას გუნდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არცერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას!  „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის "ოცნებას" სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია რუსული კანონის ავტორ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.  ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.  ქოცებო, თქვე ნაცებო  შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება. თქვენი ეს ერთობლივი მოქმედება კარგად აჩვენებს როგორ გაწყობთ ერთმანეთი ამ ორ რადიკალურ ძალას და როგორ ხართ მზად ერთმანეთს გაურიგდეთ მომავალ პარლამენტშიც, რაზეც უკვე დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არც ერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია,რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას, - განაცხადეს ოპოზიციურ პარტიაში.    https://www.ghn.ge/index.php/news/310951-kotsebo-tkve-natsebo-shetsqvitet-es-morigi-ususuri-gadatsqvetileba-romelits-archevnebshi-tkveni-martskhis-shishs-efudzneba-gakharias-gundi ქოცებო, თქვე ნაცებო, შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც  არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება  - გახარიას გუნდი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2000519852.jpg 2024-04-19 310951 ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ თუ  პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით - ლევან ხაბეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, მისივე თქმით,  ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ თუ  პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოვექცევით ხალხს. ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ყველაფერი. „ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ ,რაც ვნახეთ ცხადია ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან .შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ ცხადია მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას ,რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა .ამიტომ არ აქვთ განცდა,რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას,პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს .ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო ,ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის საზოგადოებას რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ ,როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ? სადმე დაგიმარტოხელებთ ,ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას ,რომ შიშით,დაშინებით ,ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია .ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდებათ, ის რასაც ყოველდღიურად აკეთებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/310950-aleko-elisashvilis-tsema-iqo-mizanmimartuli-amit-sazogadoebas-utkhres-rom-tu-parlamentars-ase-vektsevit-tkven-uaresad-mogektsevit-levan-khabeishvili ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ თუ  პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით - ლევან ხაბეიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1123525428.jpg 2024-04-19 310950 გომელაური მზად არის, რუსული კანონის დასაცავად ხალხის წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც ემსგავსება რუსულ "ომონს" - თინა ბოკუჩავა პოლიცია სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ "ომონს" - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შს მინისტრის ვახტან გომელაურისადმი მიმართვისას განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ვახტანგ გომელაური მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს იცავს. „დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით ბატონო ვახტანგ, არ დგას საქართველოს შს მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ ომონს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.   https://www.ghn.ge/index.php/news/310954-gomelauri-mzad-aris-rusuli-kanonis-dasatsavad-khalkhis-tsinaaghmdeg-aghmartos-politsiis-kheli-romelits-emsgavseba-rusul-omons-tina-bokuchava პოლიცია სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ "ომონს" - თინა ბოკუჩავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/849268923.jpg 2024-04-19 310954 ვაკეში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/310949-vakeshi-momkhdari-ganzrakh-mkvlelobis-mtsdelobis-faktze-prokuraturam-ert-pirs-braldeba-tsarudgina ვაკეში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2061171122.jpeg 2024-04-19 310949 არც ჩემი შვილის და მისი ტოლების ლანძღვა-გინება არ მოსულა, კახა ჯიგარო შენი შნირებიდან - ზაზა სარალიძე კალაძეს არც ჩემი შვილის და მისი ტოლების ლანძღვა-გინება არ მოსულა კახა ჯიგარო შენი შნირებიდან, - ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს. ზაზა სარალიძე ეხმიანება თბილისის მერის კახა კალაძის განცახდებას, რომელშიც მან თქვა: „იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს?“  https://www.ghn.ge/index.php/news/310948-arts-chemi-shvilis-da-misi-tolebis-landzghva-gineba-ar-mosula-kakha-jigaro-sheni-shnirebidan-zaza-saralidze-kaladzes არც ჩემი შვილის და მისი ტოლების ლანძღვა-გინება არ მოსულა კახა ჯიგარო, შენი შნირებიდან - ზაზა სარალიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1253348253.jpg 2024-04-19 310948 ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, გამოძიება დაწყებულია - ვახტანგ გომელაური ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, თუმცა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო - ასე იყო, ისე იყო, იმან გადაამეტა თუ ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია, მერე მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოთ, ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზეო, სასამართლოზეო და ა.შ. კადრებში კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი ის პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. ყველაზე არ ვამბობ, რომ ძალადობდა, თუმცა იყვნენ ისეთები, ვინც თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან დაპირისპირებაში“, - განაცხადა ვახტან გომელაურმა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყამდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი. https://www.ghn.ge/index.php/news/310947-aleko-elisashvilis-shemtkhvevaze-dzalian-vtsukhvar-gamodzieba-datsqebulia-vakhtang-gomelauri ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, გამოძიება დაწყებულია - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/662126756.jpg 2024-04-19 310947 ერთადერთი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან - სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებს. მე მას {კანონპროეტქს} ვეტოს დავადებ, როგორც კი კანონპროექტის მესამე მოსმენა დასრულდება. სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, ეს [ვეტო] ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ იმ ხალხის ხმა, რომელიც ამ [კანონპროექტს] აპროტესტებს. ვეტო ძალიან სიმბოლურია და აჩვენებს რა არ შეიძლება გახდეს საქართველოს დანიშნულების პუნქტი, იმ კანონების კოპირებით, რასაც პუტინი და რუსეთი იღებს. ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამბობს - „არ მიიღოთ ეს კანონი“. ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან (დუმა, დიმიტრი პესკოვი - სპიკერი). ამიტომ ძალიან ნათელია რა არის ეს [კანონი], საიდან მოდის და რა არის ის, რაც ქართველ ხალხს არ სურს. ჩვენი ვუახლოვდებით არჩევნებს და ამ პერიოდში აქციებიც იქნება. ვიცით, რომ ამჟამად (ანუ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, სანამ არჩევნები არ იქნება) ვერ შევცვლით იმ უმრავლესობას, რომელიც დღეს პარლამენტშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ შეიძლება ხალხმა ნება გამოხატოს, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310946-ertaderti-romelits-sakartvelos-khelisuflebas-kompliments-eubneba-rusetis-tsarmomadgenlebi-arian-salome-zurabishvili ერთადერთი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/709538860.jpg 2024-04-19 310946 მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას - კახა კალაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ან ევროპულ მომავალს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა - შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი კიდევ უფრო გამყარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა. რაიმეს ხომ არ ვიგონებ - იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს  ეწინააღმდეგებოდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310945-megobari-rom-khar-unda-mitkhra-konkretuli-argumentebi-sad-vushveb-shetsdomas-kakha-kaladze მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას - კახა კალაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/560956448.jpeg 2024-04-19 310945 შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას - ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას,   აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. „აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის  ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე. „გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310944-shinagan-sakmeta-saministro-qoveldghiur-rezhimshi-agrdzelebs-narkotikuli-danashaulis-tsinaaghmdeg-intensiur-brdzolas-vakhtang-gomelauri შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/731006246.jpg 2024-04-19 310944 ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს აბულინგებენ - კახა კალაძე ოპოზიციაზე ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ბულინგს. მისივე განმარტებით, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრისა და შეურაცხყოფის მოწოდებები. „ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/310943-chveulebrivi-fashistebi-arian-ra-mesijebs-stseren-msakhiobebs-fekhburtelebs-zhurnalistebs-abulingeben-kakha-kaladze-opozitsiaze ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს აბულინგებენ - კახა კალაძე ოპოზიციაზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1153242722.jpeg 2024-04-19 310943 იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის  მანდატის ზრდა - ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს. როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული  დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. „2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5000-მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები  მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში  აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო: „2021 წელს - აღრიცხულია,  სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი 1703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1394 საქმეზე გამოკვეთილია გენდერის ნიშანი; 2022 წელს - 1802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1579  გენდერის ნიშანი გამოიკვეთა. 2023 წელს - 1806 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1653 საქმეში იკვეთება გენდერის ნიშანი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.   შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებში. მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა კურსის მიხედვით, გადამზადებულია ათასობით პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის, მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები. „მაგალითად 2023 წელს, დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 2000-ზე მეტი სამართალდამცავი. ასევე, შემუშავებულია 20-ზე მეტი რეკომენდაცია. 2023 წლის   მაისიდან, დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, შემაკავებელი ორდერი, რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი შეიცვალა, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის მექანიზმი.ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ ცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში: „თუკი 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე - 44 შემთხვევაში  დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა,  2023 წლის 1-ლი მაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა. 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში, დეპარტამენტების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სტრუქტურული რეფორმები. მისი თქმით, რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, აღნიშნულ დეპარტამენტშიც გამოვლინდა საჭიროება ჩატარებულიყო ფუნქციონალური ანალიზი. „აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება დეპარტამენტის რეფორმირება. მათ შორის, იგეგმება დეპარტამენტის მანდატის ზრდა. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტს დაემატება ახალი ფუნქცია - სამინისტროს შიგნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და ამ მიმართულებით პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, დეპარტამენტს შემოუერთდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. რა თქმა უნდა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში ადამიანური რესურსების ზრდაც იგეგმება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310942-igegmeba-shinagan-sakmeta-saministros-adamianis-uflebata-datsvisa-da-gamodziebis-khariskhis-monitoringis-departamentis-mandatis-zrda-vakhtang-gomelauri იგეგმება  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის  მანდატის ზრდა - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/2130504874.JPG 2024-04-19 310942 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს - ვახტანგ გომელაური 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს,  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის  წესით  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2023 წელს კოორდინატორებმა   2307 პირს  გაუწიეს მხარდაჭერა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს. „აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310941-motsmisa-da-dazaralebulis-koordinatoris-samsakhuri-sheuertdeba-adamianis-uflebata-datsvisa-da-gamodziebis-khariskhis-monitoringis-departaments-vakhtang-gomelauri მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1406195508.jpg 2024-04-19 310941 შსს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში - ვახტანგ გომელაური  ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით. „ცალკეული დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად გენდერის ნიშანი განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი; გაიზარდა  ოჯახში ძალადობისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელი;  შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა გახდა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება; სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სასჯელები და დაიწყო მსჯავრდებულ და უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგი.   „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს. 2021 წელს, კანონში შევიდა ცვლილება და პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა შორის, უდიდესი როლი  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია. უწყებების დროული, კოორდინირებული საქმიანობა, ასევე, განისაზღვრება მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“. ასევე, უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას განსაზღვრავს 2016 წლის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ მთავრობის დადგენილება, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სუბიექტებს სამართალდამცავი უწყების ინფორმირებას ავალდებულებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, აღნიშნული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ასევე, რეაგირების კუთხით. „მაგალითად, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნის ქორწინების იძულებას, ქორწინებას ან ოჯახში ძალადობას, ძალიან მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაცია შესაბამის უწყებებს შორის, როგორიცაა: განათლების სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები. ასევე, რეფერირების ფარგლებში, სერვისების მიწოდების ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. https://www.ghn.ge/index.php/news/310940-shss-kalta-mimart-ojakhshi-dzaladobis-preventsiis-miznit-partnior-utsqebebtan-da-organizatsiebtan-tanamshromlobit-gegmavs-da-ertveba-skhvadaskhva-sainformatsio-kampaniasa-tu-aktivobashi-vakhtang-gomelauri შსს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში - ვახტანგ გომელაური  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/1857305204.JPG 2024-04-19 310940 ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა - ვახტანგ გომელაური სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც  გამკაცრდა კანონით დადგენილი სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მიმართ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა,  ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ           2020 წელს ბრალი წარედგინა 71 ნარკორეალიზატორს;  2021 წელს - 136 ნარკორეალიზატორს; 2022 წელს - 202 ნარკორეალიზატორს; 2023 წელს - 284 ნარკორეალიზატორს. მისივე თქმით, ასევე, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, კერძოდ: 2020 წელს გამოვლინდა 3 452 ნარკოტიკული დანაშაული; 2021 წელს - 3 873 დანაშაული;  2022 წელს - 5 471 დანაშაული; 2023 წელს - 6 594 დანაშაული. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 84 კილოგრამი ჰეროინი; 20 კილოგრამი ალფა პვპ;  9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;  2,5 კილოგრამი კოკაინი; 4 კილოგრამი მეფედრონი;  2.5 კილოგრამი მდმა;  304 კილოგრამი მარიხუანა; 4 ტონამდე მცენარე კანაფი;  13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები; 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. შინაგან საქმეთა მინისტრმა  სიტყვით გამოსვლისას  არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება,  რომელიც ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა. „საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი მხრიდან წარდგენილი არაერთი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური მიდგომები დამკვიდრდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიმართ, განსაკუთრებით, მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მიმართ, მაგალითად: აიკრძალა 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გამოყენება, აგრეთვე, 151 გრამამდე მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის პატიმრობის გამოყენება. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის აიკრძალა როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება. კერძო სივრცეში მარიხუანის მოხმარება გახდა ლეგალური, რაც სამინისტროს მარიხუანას მოხმარების შემცირების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას უსპობს. მარიხუანას მოხმარება სანქცირებას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და სხვა სპეციფიკურ გარემოებებში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან  ბრძოლას. „თუმცა, მხოლოდ უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით“, -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310939-qoveltsliurad-izrdeba-narkotikuli-sashualebebis-gasaghebistvis-pasukhisgebashi-mitsemul-pirta-raodenoba-vakhtang-gomelauri ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/124637487.jpg 2024-04-19 310939 ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო - ვახტანგ გომელაური ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა,  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის  წესით  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა,  საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მუდმივ რეჟიმში იმართებოდა ბრიფინგები ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. „კრიმინალურ-დოკუმენტურ სერიალ - „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას, მის შედეგებს, ნარკოტიკების მოხმარების  შედეგად მიღებულ ზიანს და საფრთხეებს, სერიებში განხილული იყო, როგორც  კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე, ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგების საფუძველზე არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი. საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა მხატვრული და გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები, რომელმაც მოიცვა, როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე, სოციალური ქსელი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში,  5000-მდე მოსწავლესთან გაიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებთან განიხილავდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების  საფრთხეებსა და მძიმე შედეგებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართა  საზაფხულო ბანაკებში, სადაც სხვა თემებთან ერთად ნარკოტიკების საკითხი  აქტუალური იყო. ბანაკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეული ხასიათი ჰქონდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. https://www.ghn.ge/index.php/news/310938-tsnobierebis-amaghlebis-miznit-narkotikul-danashaultan-brdzolas-da-mis-mavne-zemokmedebas-araerti-satelevizio-da-radio-eteri-daetmo-vakhtang-gomelauri ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-04/460364750.jpg 2024-04-19 310938