12-13 დეკემბერს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტის რანგში პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
სამიტის ფარგლებში ლიდერები იმსჯელებენ მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების საკითხზე, მოისმენენ რა მოხსენებას საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანის კანცლერის მხრიდან. ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ მინსკის შეთანხმების შესრულების ანგარიშის გათვალისწინებით მიიღეს.
სამიტზე განხილული იქნება ასევე "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შედეგები.
ამასთანავე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ორდღიანი სამიტის ფარგლებში, ბრექსიტის საკითხსაც შეეხებიან. შარლ მიშელის მიერ ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს, გაერთიანებიდან გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანაშრომლობა სურს.