ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი კანონიერი გახდა.
ამიერიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დიდი ბრიტანეთის მთელს ტერიტორიაზეა ლეგალიზებული. იუწყება ტელეარხი Sky News-ი.
შესაბამისი ცვლილებები ზაფხულში ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის დეპუტატებმა წარადგინეს. ჩრდილოეთ ირლანდიელმა პარლამენტარებმა მისი დაბლოკვა ვერ შეძლეს და დღეიდან ეს ცვლილებები უკვე ძალაში შევიდა.
"ქალებისთვის უსაფრთხო აბორტის უფლება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება ამიერიდან კანონიერი გახდა ჩრდილოეთ ირლანდიაში", - დაწერა მიკრობლოგ Twitter-ზე ლეიბორისტმა დეპუტატმა ჯერემი კორბინმა.