20-21 აგვისტოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები. ჩატარდება მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.
გაიმართება ტურნირი ,,გონიოს თასი’’, სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა.
ფესტივალის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლებაa, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.