"ფიალა არის ავსებული უკვე, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს", - აცხადებს მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განმარტავს, რომ რუსეთმა ქვეყნის ოკუპაცია უკვე მესამედ სცადა და ამჯერად, ამას ხელი დღევანდელმა მთავრობამ შეუწყო.
"ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე უფრო გვეშინოდა ჩვენ. ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტზე და ამის ავტორი არის დღევანდელი ხელისუფლება. რაც ჩვენ, ვნახეთ, ეს არის ჩვენთვის ბოლო მესიჯი, ფიალა არის ავსებული უკვე, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს.
"ბიძინა, დამთავრდა ფიალა, მოთმინების ფიალა ავსებულია უკვე, მოღალატეების რიგში დადექი უკვე, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილს ღირსეული მემკვიდრე ხარ. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, ყველა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა, იმიტომ, რომ დაგეგმილია სპეცოპერაცია, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოო განადგურებას,“ - განაცხადა სანიკიძემ.