ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰქონდა „უაღრესად მნიშვნელოვანი“ საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპის შეხვდა.
„ჩვენ ახლახან დავასრულეთ უაღრესად მნიშვნელოვანი“ საუბარი, სადაც გავცვალეთ ჩვენი შეხდულებები საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა ორსაათიანი პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პუტინის განცხადებით, მან და კიმ ჩენ ინმა არსებითად განიხილეს ფხენიანის შეხედულებების ბირთვული პროგრამის შესახებ.
სამიტი შორეული აღმოსავლეთში, კუნძულ რუსკიზე, უნივერისტეტის კამპუსში შედგა. მედიის ცნობით, სამიტზე საუბარი შეეხო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რაზე ისაუბრეს ლიდერებმა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ჩრდილეოთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა, გუშინ, 24 აპრილს ჩავიდა.