გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მარტს დაბლობსა და ბარში +8, +14, ხოლო 24 მარტს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 22-23 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს გაწვიმდება და ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიკლებს.