საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი ავრცელებს.
„მე სხვანაირად ვფიქრობ საერთოდ შეწყალებაზე. მაქვს ჩემი კონცეფცია. არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ შეწყალების დისკრეციული უფლება, უნდა იყოს განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში. მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.