საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიხტენშტაინის სგარეო საქმეთა, კულტურისა და ისუტიციის მინისტრს შეხვდა.
დავით ზალკალიანმა და აურელია ფრიკმა მომოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს შორის მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
დავით ზალკლიანმა მადლობა გადაუხადა აურელია ფრიკს საქართველოს გამოხატული მხარდაჭერისთვის, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო ფორმატებში აქტიური პოზიციისთვის.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის სფრეოში.
დადებითად შეფასდა 2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს, როგორც EFTA-ს წევრ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა. დავით ზალკალიანმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მიიწვია.
მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.