ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დაასახელა.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პარლამენტში მემარჯვენეთა და კატალონიური სეპარატისტული პარტიების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებამ განაპირობა.
პედრო სანჩესმა, რომელიც ესპანეთის მთავრობას 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა.