ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი ბრიტანეთის ბაზრის დატოვებას გეგმავს, აღნიშნულის მიზეზად კი ბრექსტის ასახელებს. ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანულ გამოცემა The Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკული ავტოკონცერნის წარმომადგენელსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის სატელეფონა საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას Ford-ის წარმომადგენელმა ტერეზა მეის აცნობა, რომ კომპანია ტოვებს ბრიტანეთის ბაზარს და ალტერნატიული გზების მოძიებას იწყებს.
გასულ თვეს, ბრიტანეთში Ford-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ კომპანიის მოსალოდნელი ზარალი დაახლოებით 1 მლრდ დოლარი იქნება.
Ford-ი დიდ ბრიტანეთში ორ ქარხანას ფლობს.