თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე - მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე

საქართველო, თბილისი - 17:10 12.11.2018 207

მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში” მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის გახდა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ეს საშუალებას მოგვცემდა რომ ჩვენ, ბევრი პრობლემა, რაც დგას მთის წინაშე, გაცილებით ადრე გადაგველახა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UNDP-ის, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს აქვს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს და მათ მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავიხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ტექნიკური დახმარების გაწევის პროცესში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით ქვეყანას აქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას და ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.

„სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%