რუსთავში, შარტავას გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.