[ინაუგურაციის გამართვის] ლოკაციების საკითხებიც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, ყველაფერზე ვმუშაობთ ერთდროულად, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტუმრებთან მოსაწვევები უკვე გაგზავნილია და ხვალიდან იქნება ცნობილი პირველი პასუხები, თუ ვინ დაესწრება ინაუგურაციას.
„ახლა წავიდა ეს მოსაწვევები და პასუხები უნდა მოვიდეს ხვალიდან. დღეს შაბათ-კვირა არის და ალბათ ხვალიდან უნდა გვქონდეს პირველი პასუხები, ოფიციალური დასწრება როგორი იქნება. ყველას ველოდებით. ესეც არის ოფიციალური ნაწილი, რომელიც პროტოკოლიდან გადის, ანუ ყველა ვინც პარლამენტში, კომიტეტების თავმჯდომარეები, ოპოზიცია, უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქციები და ა.შ. ლოკაციების საკითხებიც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ყველაფერზე ვმუშაობთ ერთდროულად“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.