თარიღი    დრო

The Banker-მა საქართველოს ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

საქართველო, თბილისი - 15:46 12.07.2018 340

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, The Banker-მა 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ბანკს 2006 წლიდან  დღემდე უკვე მეექვსედ აქვს მოპოვებული. The Banker-ის მიერ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად მიჩნეული იყო ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი.  გამოცემის ყურადღება მიიპყრო საქართველოს ბანკის სტრატეგიამ, მომხმარებელს შესთავაზოს  მათ  საჭიროებებსა და ინტერესებზე  მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმები, გამართული მობილბანკი და ურთიერთობის  პროგრამები (PLUS).

„მოხარული ვართ, რომ მოვიპოვეთ წლის საუკეთესო ბანკის ტიტული. საქართველოს ბანკი კორპორატიული მართვის საუკეთესო სტანდარტებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებით ჩამოყალიბდა როგორც მძლავრი  ფინანსური ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაში. ამან მოგვცა ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა, რაც ჩვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა საქართველოს ბანკის შერჩევა. ეს ჯილდო არის საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და ვულოცავ მათ საერთაშორისო აღიარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

ინფორმაციისთვის: მსოფლიოში წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker 1926 წლიდან გამოდის. The Banker- ის ჯილდო „წლის საუკეთესო ბანკი“ კი დაარსებულია 2000 წელს და ის  ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი საუკეთესო შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%