ვთვლი, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამართვა რეგიონში არის ძალიან სწორი. ყველაფრის თბილისში ჩატარდება არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის თბილისში ჩატარება არ არის სწორი.
„თელავმა ნაკლები ხმა მომცა და ამ ადგილის არჩევა იმის დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არ ვარ გაბუტული, რომ არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამართვა რეგიონში არის ძალიან სწორი. ყველაფრის თბილისში ჩატარება არ არის სწორი. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის ამომრჩევლისთვის, არამედ გზავნილია მთელი საზოგადოებისთვის, ვინც არ მომცა ხმა, თავი შეიკავა ან თუნდაც სხვა კანდიდატებს მისცა ხმა. მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი და მზად ვარ ამისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.