თარიღი    დრო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:55 11.19.2018 785

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომებზე  საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტები განიხილეს.

„ნატოს აღმოსავლეთით შეკავების გაძლიერების” რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები სრულად აისახა, საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედო აგრესიაზე, მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ის ასევე მოუწოდებს ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ" რეზოლუციის პროექტში კი, ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ-ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და  საქართველოს ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებს შეეხებოდა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში. ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელი, დაეყრდნო რა საერთაშორისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა რეზოლუციის პროექტების შეფასებისას.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%