თარიღი    დრო

ტერეზა მეი - ბრექსიტის შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს

საქართველო, თბილისი - 14:22 11.18.2018 447

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრექსიტის შეთანხმების დოკუმენტის პროექტს, რომელიც მან კვირის დასაწყისში წარმოადგინა, ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მეის მთავრობის წევრების ნაწილი ითხოვს, გადახედონ შეთანხმების პროექტს, სანამ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, მისი ოფიციალურად მიღება მოხდება.

„მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ალტერნატიული გეგმა არ არსებობს. არ არსებობს განსხვავებული მიდგომები, რომელთან დაკავშირებითაც შევძლებთ ევროკავშირთან შეთანხმებას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ The Sun-თან მიცემულ ინტერვიუში.

„თუ დეპუტატები შეთანხმების პროექტს უარყოფენ, ეს გამოიწვევს გაურკვევლობას, შეაფერხებს პროცესებს, რაც საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება ბრიტანელი ხალხის ნებას, რომელიც მათ რეფერენდუმზე გამოავლინეს“, - დასძინა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრების ნაწილი პარლამენტიდან, მკაცრად ეწინააღმდეგებიან ბრექსიტის შეთანხმებას და ტერეზა მეის უნდობლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. 20-ზე მეტმა კონსერვატორმა დეპუტატმა მეის უნდობლობის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა. აღნიშნული საკითხის დასაყენებლად მინიმუმ 48 დეპუტატის განცხადებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ტექნიკურ დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ თანამდებობა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა.

ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები ოფიციალურად გააფორმებენ შეთანხმების მიღწევას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

იმისათვის, რომ ბრექსიტის შეთანხმება სრულად იქნეს მხარდაჭერილი, ამისთვის საჭიროა ბრიტანეთის პარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%