თარიღი    დრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „რუსთავი 2 სიუჟეტს განცხადებით ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 00:04 11.18.2018 254

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში  გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომსიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და  პროკურატურამ   ერთობლივად   დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც  საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით,  აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით,მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს-10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლისმე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში  გასული სიუჯეტის მიხედვით, სუს-ი დიდ სკანდალში ეხვევა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, აპირებს, დაასახელოს საქართველოს პროკურატურის ის ორი მაღალჩინოსანი, ვისთანაც დიდი ოდენობით ქრთამიდან წილი მიჰქონდა.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%