თარიღი    დრო

"თვითმფრინავის ბიჭების“ საბედისწერო რეისიდან დღეს 35 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:00 11.18.2018 168

1983 წლის 18 ნოემბერს თბილისის აეროპორტიდან „აეროფლოტის“ თვითმფრინავის გატაცება შვიდმა მეგობარმა სცადა. მათ შორის იყვნენ მსახიობი გეგა კობახიძე და მისი ორსული მეუღლე თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, გია ტაბიძე, კახა და პაატა ივერიელები.  მათი მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო, ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს  ქვეყანაში — თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ.

თვითმფრინავი ტუ-134 თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 15:43 საათზე აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. თვითმფრინავში 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ.

კახა ივერიელმა პილოტს თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.

პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. მ ეორე დღეს, ხანგრძლივი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გეგა კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს.

თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.

თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,[ მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არშემსუბუქებოდა. დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცა დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავში საერთოდ არ იმყოფებოდა.

1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, შესრულდა. მათი შეწყალება არ მოხერხდა. ისინი დახვრიტეს.

თბილისში 1989 წლის 18 იანვარს გაიმართა აქცია თინა ფეტვიაშვილის გასათავისუფლებლად. იმავე წელს „ეროვნული მოძრაობის“ დაწყებისთანავე თინა ფეტვიაშვილი ციხიდან  გაათავისუფლეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%