თარიღი    დრო

ძალიან რთულია, დიქტატურის რეჟიმის შემდეგ დემოკრატიაზე გადასვლა - ლევან გაჩეჩილაძე

საქართველო, თბილისი - 23:07 11.16.2018 622

ურთულესია, ძალიან რთულია დიქტატურის ან ავტოკრატიული რეჟიმის შემდეგ დემოკრატიაზე გადასვლა,  - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ხელისუფლება და ხალხი ერთსულოვანი უნდა იყოს იმაში, რომ რადიკალიზაციის დაშვება არ მოხდეს.

„ისეთი რადიკალიზაცია მიდის ჩვენი ცხოვრების დღეს განსაკუთრებულად პოლიტიკური ცხოვრების, რომ უკვე სოციალური ქსელი იქნება, ქუჩაში თუ ეს იქნება კონკრეტულ სამსახურებში, ხალხი ერთმანეთს ისე უპირისპირდება რომ ზღვარი არ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის და ფიზიკური ანგარიშსწორების“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ რადიკალიზაციის ძირითადი წყარო, რა თქმა უნდა, „რუსთავი ორია“.

„ მე პირდაპირ ვიტყვი - მიხეილ სააკაშვილი საკუთრება, მე ზუსტად ვიცი, როგორ წაართვეს თავის ძველ მფლობელებს იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ ქვეყანაში და ესეც ვიცი. განსაკუთრებული მეგობრობა მქონდა ბოლო წლებში ეროსი კიწმარიშვილთან, ზუსტად ვიცი და აქედან გამომდინარე, მე ამას ვერავინ ვერ გადამაჯერებს. წაართვეს იმიტომ რომ პროპაგანდისტულ, ზონდერულ, ძალისმიერ მანქანად გამოეყენებინათ და გამოეყენებინათ მანქანად, რომ ნებისმიერი წესით, მანიაკალური განწყობებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ურთულესია, ძალიან რთულია დიქტატურის ან ავტოკრატიული რეჟიმის შემდეგ დემოკრატიაზე გადასვლა. ძალიან რთულია, პოლიციიდან, ჯარიდან პოლიტიკიდან ამოღება, ეკონომიკური თუ ბინზესმიმართულების დეპოლიტიზაცია იმის შემდეგ, რაც იმ დროს ხდებოდა. ობიექტურმა თუ სუბიექტურმა შეცდომებმა მიგვიყვანა ჩვენ აქამდე, მაგრამ ამაზე დღეს ლაპარაკი არ გვინდა.ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება და ხელისუფლება, რომ არაფრით არ დავუშვათ ესეთი ესკალაცია პროცესების, რომელიც მიგვიყვანს ნებით თუ უნებლიედ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სისხლამდე“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%