მიმაჩნია, რომ ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსისა და სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება ჰააგაში - განაცხადა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისი შეფასებით, ქართველ სამხედროებს და ქართველ პოლიტიკოსებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
„მიმაჩნია, რომ ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსისა და სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, იმიტომ რომ დანაშაული, ქართველ სამხედროებს და ქართველ პოლიტიკოსებს, არ ჩაუდენიათ. საქართველო იმყოფებოდა თავდაცვითი ომის მდგომარეობაში. თავის ტერიტორიაზე ებრძოდა აგრესორს, რომელმაც დაარღვია საზღვრები და თავისი რეგულარული არმიის ნაწილების შემოიყვანა რომ მოეხდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. რატომ ებრძვი მტერს, ვერც ერთ სუვერენულ სახემწიფოს ვერ მოსთხოვ. ომი დაიწყე, არ დაიწყე ეს, საერთოდ არარელევანტურია. ჩვენ ტერიტორიაზეა ლაპარაკი. ამას არც განიხილავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. იმიტომ რომ წინა სასამართლო პალატაში, რომელმაც ნებართვა მისცა პროკურორ ბენსუდას დაეწყო გამოძიება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისა, რომელიც სავარდოდ, ჩადენილი იქნა საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების, მათი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთოსეთელი ბოევიკების და ა შ მიერ, იქ ჩაწერა საუბარია, საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტზე, რომელიც მიმდინარეობდა 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე. ამიტომ, არარელევანტურია ომი დაიწყე არდაიწყე ეს თემა“, - განაცხადა ბარამიძემ.