16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0268 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0299 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.31 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4988 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4240 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ნოემბერიდან შევა ძალაში.