თარიღი    დრო

ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად ზამთრის პერიოდისათვის სამზადისი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:55 11.09.2018 135

ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად დაიწყო ზამთრის პერიოდისათვის სამზადისი. ბულვარის აგრონომებისა და მებაღეების ერთობლივი ძალისხმევით, სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები სრულდება.

ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები, კი შეიფუთება სპეციალური მასალით (ე. წ. ბიაზით).

ზღვისპირა პარკში, ჯამში, 20 ათასზე მეტი ხე-მცენარე, 5 ათასი ძირი ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმები შეიფუთება.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, სხვადასხვა ლოკაციებზე სრულდება მწვანე ნარგავების მოვლითი, გაცელვისა და დასუფთავების სამუშაოები




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%