თარიღი    დრო

პირველი მუსლიმი ქალები ამერიკის კონგრესში

საქართველო, თბილისი - 10:48 11.07.2018 291

აშშ-ის ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისტორიაში პირველად, შუალედურ არჩევნებში, ორი მუსლიმი ქალი - რაშიდა თლაიბი და ილჰან ომარი აირჩიეს.

რაშიდა თლაიბი წარმომადგენელთა პალატაში მიჩიგანის მანდატის მოპოვებისთვის იბრძოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ის კონგრესში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. რაშიდა თლაიბი წარმოშობით პალესტინელია. მისი ოჯახი პალესტინიდან აშშ-ში საცხოვრებლად რაშიდას დაბადებამდე გადასახლდა.

ილჰან ომარი დემოკრატების კანდიდატი იყო მინესოტიდან წარმომადგენელთა პალატაში. ის წარმოშობით სომალიდანაა.

კონგრესის შუალედურ არჩევნებში უპრეცენდენტო რაოდენობის ქალი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. 277 ქალი კანდიდატიდან, რომლებიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მანდატის მოპოვებისა და გუბერნატორობისთვის იბრძოდნენ, ამ დროისთვის 61-მა მათგანმა გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებმა მოახერხეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, ამ ეტაპზე, დემოკრატები მცირედით ლიდერობენ, 195 მანდატით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%