კოლორადოს შტატის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატი ჯარედ პოლისი აირჩიეს. ის ამერიკის ისტორიაში პირველი ღიად გეი კანდიდატია, რომელმაც ამ თანამდებობის მოპოვება შეძლო. ინფორმაციას რადიო „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ჯარედ პოლისი 2009 წლიდან წარმომადგენელთა პალატის წევრია. ის აქტიურად უჭერს მხარს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას. ახლადარჩეული გუბერნატორი პროგრესული პოლიტიკოსის იმიჯით სარგებლობს და მხარს უჭერს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებმა მოახერხეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, ამ ეტაპზე, დემოკრატები მცირედით ლიდერობენ, 195 მანდატით.