თარიღი    დრო

„გზა ფერად სამყარომდე“ - 6 ნოემბერს ეკატერინე სიყმაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:28 11.02.2018 350

6 ნოემბერს, საგამოფენო სივრცეში „იულიკო და მეგობრები“ ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრის, ეკატერინე სიყმაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ეკატერინე სიყმაშვილისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. მხატვრის უამრავი ნამუშევრიდან დამთვალიერებელს მხოლოდ 9 ნახატის ხილვის შესაძლებლობა ექნება.

„ფერები, ხასიათი, ფორმა - ეს მისი [მხატვრის] ნამუშევრების მახასიათებლებია. თუ ავტორს გაიცნობთ, რთული გამოსაცნობი აღარ იქნება, თუ რატომ გამოირჩევა ნახატები ფერადოვნებით, სილაღითა და ძლიერი მონასმებით. დარწმუნებული ვარ მხატვრის ძიება კვლავ გაგრძელდება და მომავალში მის არაერთ გამოფენაზე შევიტყობთ. მანამდე კი გირჩევთ სამშაბთი საღამო წინასწარ მოინიშნოთ და როგორც ავტორი ამბობს გაიაროთ "გზა ფერად სამყარომდე", - აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

ეკატერინე სიყმაშვილი შემოქმედთა იმ ნაწილს განეკუთვნება, რომელთაც საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული საქმეების კეთება უყვართ, თუმცა ყველა ეს საქმიანობა ოდითგანვე ხელოვნებას უკავშირდებოდა. პროფესიით არქიტექტორი, შემდეგ ინტერიერის დიზაინსაც დაეუფლა და სხვადასხვა ეტაპზე ხელნაკეთი ნივთების შექმნითაც დაკავდა.

სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, უბრანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტორის სპეციალობით.

2014-2016 წლებში მონაწილეობა მიიღო გამოფენებში - „ქართველი ქალები ხუროთმოძღვრებაში“ და „ქალები აშენებენ საქართველოს“.

2016 წელს გამოიცა კატალოგი სახელწოდებით „ქალები აშენებენ საქართველოს“, სადაც შევიდა ეკატერინე სიყმაშვილის არქიტექტურული ნამუშევრები.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე სიყმაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება 06 ნოემბერსმ საგამოფენო სივრცეში „იულიკო და მეგორები“. მისამართი: თბილისი, ზ. ბოცვაძის 5, დასაწყისი 19:00 საათზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%