თარიღი    დრო

ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:08 10.30.2018 368

ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასების თანახმად, არჩევნები იყო „კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული“ და აძლევდა ქართველ ამომრჩეველს ნამდვილ ხმას.

მათი თქმით, გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. მათივე თქმით, ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

როგორც განცხადებაში წერია, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტები მთელი სარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეორე ტურის დროს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.

ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%