ხელისუფლება დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, რომ ქართველებს არ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მისით შეაშინოს ხალხი.
"ჩვენი არჩევანი არის იმ ჭაობს, უიმედობასა და უპერსპექტივობას შორის სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და აგრესიული წარსულის დაბრუნებას შორის მომავალში. აი, ეს არის დღეს იარაღი, რომელიც ხელისუფლებას უჭირავს ხელში და სამწუხაროა რომ ამ მიზნით ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ოპოზიციის ნაწილს. მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენს ვიყავით, საუბარი მაქვს ენმ-ზე. წარსული შეცდომების არაღიარება და საზოგადოებასთან ღია დიალოგის არარსებობა, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა რომ მომავალში შურისძიება არ იქნება და არ იქნება არეულობა, ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას რომ გამოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე. ან იქნება სალომე ზურაბიშვილის და ჭაობი, ან იქნება ენმ და რევანში. აი ამას აკეთებს დღეს ხელისუფლება. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ რაიმე ფორმით დავიჯერო ის, რასაც ის ამბობენ, მე ვიყავი იქ, იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს არეულობის და გადატრიალების შესახებ“, - განაცხადა დავთ ბაქრაძემ.