თარიღი    დრო

2019 წლიდან ბათუმის ბულვარი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება

საქართველო, თბილისი - 12:55 10.21.2018 675

ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას, 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროეტების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყრუთა კავშირის, ორგანიზაცია, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები და შშმ პირები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია ბულვარის სამომავლო ადაპტირებასთან დაკავშირებით.

2019 წლიდან, ბულვარის ადმინისტრაცია სანაპირო ზოლზე პლაჟზე გადასასვლელების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელების მოწყობას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია ადაპტირებული საპირფარეშოებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.

მომავალი წლისათვის, ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ზღვაში შესასვლელი პანდუსი დამონტაჟდება, სადაც შშმ პირებს ზღვაში შესვლა დამოუკიდებლად შეეძლებათ.

შეხვედრის ფარგლებში, მოხდა პროექტების ესკიზური ვარიანტების წარმოდგენა და განხილვა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა და შშმ პირთა ჩართვა მშენებლობისა და პროექტირების პროცესში. პრეზენტაციის დასასრულს, გაიმართა ფილმის ჩვენება ( ჩემი მარცხენა ფეხი/My Left Foot 1990წ)

ღონისძიება სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით გაიმართა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%