თარიღი    დრო

ბათუმში პედაგოგმა 4 წლის ბავშვზე სავარაუდოდ, იძალადა - მიმდინარეობს გამოძიება

საქართველო, თბილისი - 12:20 10.21.2018 200

ბათუმში მოქალაქე მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ვაშაყმაძის განცხადებით, მის 4 წლის შვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად მოუყვა და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა.

ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა.

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ეტყობა, ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს რომ ვკითხე, დაასახელა მისი პედაგოგი. ასევე თქვა, რომ სახეში გაარტყა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა. სკოლის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და პრინციპში არც უარყო ფაქტი. ახსნა, რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგითო, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა სავარაუდოდ დაზიანებასო“, – განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%