საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია, - ამის შესახებ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაცია მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გეგმავდა.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა.
„მინდა მივმართო ყველას, არ მოტყუვდეთ არც ფონდით, მე თქვენთან არც ინტერვიუსთვის და არც სხვა რამისთვის არ ვაგზავნით, ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები", - თქვა ბურჭულაძემ.
ის მოუწოდებს პროკურატურას, გააკეთოს განცხადება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.
ის ასევე მოუწოდებს პრემიერს, რომ ვიდრე ფონდი სრულფასოვან ფუნქციონირებას აღადგენს, თავად დაეხმარონ იმ ოჯახებს, ვის დახმარებასაც „იავნანა" გეგმავდა.
მისივე თქმით, 25 ოქტომბრიდან ფონდი "იავნანა" ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.